Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გოგია


1 თებერვალს, რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოგია, "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მან ილაპარაკა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაზე. 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ICC-ს პროკურორის ოფისს მიენიჭა უფლება დაიწყოს 2008 წელს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიება. გიორგი გოგიამ განმარტა გამოძიების მანდატი და ილაპარაკა მოლოდინებზე, რაც გამოძიების მიმართ არსებობს. "დილის საუბრების" სტუმარმა მიმოიხილა აგრეთვე "ჰიუმან რაიტს უოჩის" წლიური ანგარიშის საქართველოს ნაწილი.

XS
SM
MD
LG