Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ლალიაშვილი და მაია ქობალია


5 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და მაია ქობალია, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი. მათ ილაპარაკეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ბოლო ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც, 2015 წელს წინა წელთან შედარებით 91-ით მეტი იყო მსხვერპლი. 2015 წელს 602 ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, მათგან 28 ბავშვი იყო. "დილის საუბრების" სტუმრებმა აღნიშნეს, რომ არსებულ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი არ არის რომელიმე ერთი უწყება, არამედ რამდენიმე მათგანი - შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები. ლაპარაკი იყო აგრეთვე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე - როგორც მძღოლებზე, ისე ქვეითებზე.

XS
SM
MD
LG