Accessibility links

logo-print

ობამა: რუსეთის მთავარი სამიზნე „ისლამური სახელმწიფო“ უნდა იყოს


 ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუსეთს სჭირდება სტრატეგიული გადაწყვეტილების შემუშავება იმისათვის, რომ ეომოს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ და არა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ზომიერი ოპოზიციის შეიარაღებულ ძალებს. ხაზი გაუსვა რა, რომ სწორედ „ისლამური სახელმწიფოა“ დამნაშავე რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასა და 224 ადამიანის სიკვდილში. 22 ნოემბერს მალაიზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ შეუერთდეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას. „რუსეთი იმ ხალხს უნდა ებრძოდეს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეები დახოცა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ. რუსეთის სამხედრო-საავიაციო ძალები 30 სექტემბრიდან ახორციელებენ იერიშებს, რომლის მიზანსაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრე შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალების სამხედრო პოტენციალის განადგურება წარმოადგენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG