Accessibility links

logo-print

როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინელ მფრინავ ქალ ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც სასამართლო კოლეგიამ დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობაში.

როგორც სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანანეკომ აღნიშნა, განსასჯელმა „სიძულვილისა და მტრობის მოტივით“ წინასწარ განზრახვით ჩაიდინა ორი ჟურნალისტის მკვლელობა. განაჩენის გამოცხადებას სავჩენკო უკრაინული ხალხური პატრიოტული სიმღერის შესრულებით შეხვდა.

სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.უკრაინელი მფრინავი აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. ნადეჟა სავჩენკო უკრაინის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი. მისი განთავისუფლების მოთხოვნას მსოფლიოს მასშტაბით ასეულმა პოლიტიკოსი, მწერალი, მეცნიერი და ხელოვანი შეუერთდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG