Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW მიტროპოლიტ ანდრიასთან (გვაზავასთან)


26 ივნისს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დასრულდა მართლმადიდებელი ეკლესიების კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ათმა ეკლესიამ. მონაწილეთა შორის არ ყოფილან რუსეთის, ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები. არადა ამ კრებას, რომლისთვის მზადებაც რამდენიმე ათწლეულს გაგრძელდა, მსოფლიოსთვის მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა უნდა ეჩვენებინა. უკანასკნელი საეკლესიო თავყრილობა, რომელსაც საერთო მართლმადიდებლური მნიშვნელობა მიენიჭა, 787 წელს გამართული ნიკეის მეორე კრება იყო. რას მოასწავებს მართლმადიდებელი სამყაროსთვის კრეტის კრების ასეთი შეკვეცილი ფორმით ჩატარება? ძლიერდება თუ არა საქართველოს ეკლესიაში იზოლაციონისტური ტენდენცია? და რატომ გამოთქვამს არაერთი სასულიერო პირი თუ თეოლოგი ვარაუდს, რომ ეს პროცესები, შესაძლოა, რუსეთის ეკლესიის გავლენის განმტკიცებას მოასწავებდეს? სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ჩვენს სტუმარს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავას), რომელიც ამავდროულად საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელიც იყო საერთო მართლმადიდებლური კრების სამდივნოში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG