Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW თამარ ჩუგოშვილთან


გადაცემა ინტერVIEW წინასაარჩევნო პერიოდში განაგრძობს საუბრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამჯერად სალომე ასათიანის სტუმარია თამარ ჩუგოშვილი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი. რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა პარტიას, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი პარტიული ისტორია, ერთიანი იდეოლოგიური პლატფორმა და დიდწილად ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით თუ გავლენით საზრდოობს? რით აიხსნება სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, რომელთა მიხედვით, მმართველმა პარტიამ ოთხ წელიწადში რეიტინგის მკვეთრი ვარდნა განიცადა? რას ფიქრობს თამარ ჩუგოშვილი - უწინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ენჯიოებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან? რას მოასწავებს ის, რომ ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული „მოსმენების კანონი“ სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია? რატომ არ იქნა გამოძიებული მასშტაბური უკანონო თვალთვალის პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას უკავშირდება? დაუჭერს თუ არა მხარს ადამიანის უფლებების დამცველი, თამარ ჩუგოშვილი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო შესწორებაზე ქართული ოცნების ინიციატივას - რომელიც, არაერთი შეფასებით, უმცირესობების მიმართ სიძულვილის კიდევ უფრო გამძაფრებას და ანტიდასავლური, ქსენოფობიური მითების ერთგვარ ლეგიტიმაციას მოიტანს? საუბარი ამ და სხვა საკითხებს ეხება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG