Accessibility links

logo-print

„სოფელი იძირება“, „ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ ხელში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმში. სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა მთავრობის სახლთან შეიკრიბა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მისასვლელი გზა უკვე ერთი კვირა გადაკეტილია, რის გამოც შეჩერებულია გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. ამის მიუხედავად, არც კომპანიის და არც ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მცხოვრებლებს არ შეხვედრიან.

XS
SM
MD
LG