Accessibility links

logo-print

„თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია კანონით გარანტირებულია, თუმცა კანონი პოლიტიკურ გარემოს ვერ ცვლის“, - ასეთია თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტის, დავით ლოსაბერიძის, აზრი.

ლოსაბერიძის თქმით, „ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, წესით, დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, თუმცა ხშირია გუბერნიების მხრიდან ე.წ. „მეგობრული რჩევებისა“ თუ რეკომენდაციების გათვალისწინების მოთხოვნა“.

ექსპერტი ამბობს, რომ ამ დრომდე ბუნდოვანია მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის საკითხი.

რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენას, ლოსაბერიძის აზრით, ამ კუთხითაც არსებობს პრობლემები.

„თვითმმართველობის ახალი კოდექსი არ არის სრულყოფილი, თუმცა ის გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე იყო მანამდე“, - ამბობს პირდაპირი წესით არჩეული ლაგოდეხის გამგებელი.

კახა ჯამბურიას თქმით, ახალმა კოდექსმა უზრუნველყო თვითმმართველობის ფუნქციების გაზრდა და დეცენტრალიზაციის პროცესი. გამგებელი ირწმუნება, რომ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას ახლა თავად იღებს.

რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენას, გამგებელი ამბობს, რომ „ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“.

„კანონი არის ნაჩქარევად მიღებული და, შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ისევე როგორც საზოგადოების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - შენიშნავს ლაგოდეხის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძე.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ქონების განკარგვის წესზეც და ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია, თუმცა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

რა ცვლილებები იგრძნო მოსახლეობამ თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ? ლაგოდეხში გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა საკითხს დეტალურად არ იცნობს და ამბობს, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა.

თვითმმართველობის ახალი კოდექსი ძალაში 2014 წელს შევიდა და, როგორც ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ დრომდე არ მომხდარა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG