ერთი წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა რუსეთის დახმარებით კონტროლი დაამყარეს დონბასში მდებარე ქალაქ დებალცევოზე, საიდანაც უკრაინის სამთავრობო ჯარები განდევნეს. ვინც ვერ დატოვა ქალაქი, მძიმე მდგომარეობაში უწევს ცხოვრება - მათ არ მიუწვდებათ ხელი სასმელ წყალზე, გათბობასა და სურსათზე. ზოგმა ერთი წლის განმავლობაში აღადგინა საკუთარი სახლი, დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, მაგრამ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი ეს-ესაა იწყება. დებალცევოში იმოგზაურა რადიო თავისუფლების ფოტოგრაფმა, პიოტრ შელომოვსკიმ.