Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის მეფემ გასცა ბრძანება უსაფრთხოების ზომების გადახედვის შესახებ


ჭყლეტის შედეგად 717 ადამიანი დაიღუპა ქალაქ მინაში
ჭყლეტის შედეგად 717 ადამიანი დაიღუპა ქალაქ მინაში

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა გასცა ბრძანება ჰაჯის დროს დაწესებული უსაფრთხოების ზომების გადახედვის შესახებ. საუდის არაბეთის მეფემ განაცხადა, რომ საჭიროა მომლოცველების გადაადგილების „ორგანიზებისა და მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება“.

საუდის არაბეთის მთავრობის მიერ შეიქმნა საგამოძიებო კომისია; საუდის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჭყლეტა გამოიწვია მომლოცველების მიერ ხელისუფლებისგან დაწესებული „გადაადგილების განრიგების უგულებელყოფამ“. აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ საუდის მთავრობას „უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება“ და რომ მომხდარი „არასწორი მენეჯმენტისა და არასწორი მოქმედებების“ ბრალია.

რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც აშშ-ს სტუმრობს, გამოხატა მუსულმანების მიმართ თანადგომა, ნიუ-იორკში, წმინდა პატრიკის ტაძარში ლოცვის დროს.

საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჰაჯის მონაწილე, სულ ცოტა, 717 ადამიანი დაიღუპა. "ბი-ბი-სის" ცნობით, დაშავდა 863 ადამიანი მუსლიმებისათვის წმინდა ქალაქ მინაში ჭყლეტის შედეგად. მინა სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მექიდან, რომელსაც მიაშურებენ ჰაჯის - მუსლიმთა ყოველწლიური დღესასწაულის - მონაწილეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG