Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის ბიენალეს 2017 წელს საქართველოს ვაჟიკო ჩაჩხიანი წარადგენს


6 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სახელოვნებო ორგანიზაცია "ობსკურას" წარმომადგენელი მარიამ წიქარიძე და ხელოვანი ვაჟიკო ჩაჩხიანი, რომელიც 2017 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. პროექტს, რომელსაც ვაჟიკო ჩაჩხიანი ვენეციაში წარადგენს, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ ჰქვია და მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალურ, პოლიტიკურ თუ ისტორიულ გარემოებათა ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.

XS
SM
MD
LG