Accessibility links

logo-print

ლელა ტალიური საარჩევნო კანონმდებლობაზე


9 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) საარჩევნო პროექტების კოორდინატორი. მან ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტზე და წარმოადგინა საიას დასკვნა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებს გაეგზავნა და რომელშიც გამოთქმულია არაერთი შენიშვნა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ლელა ტალიურმა დაასახელა მაჟორიტარული ოლქების ახლებურად დაყოფის ბუნდოვანი საფუძველი.

XS
SM
MD
LG