Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა კენიაში 28 მძევალი დახვრიტეს


კენიის პოლიციის თანახმად, ექსტრემისტული დაჯგუფება ალ შაბაბის მებრძოლებმა სომალიდან გაიტაცეს ავტობუსი, საიდანაც გადმოსვეს არა მუსლიმური რელიგიის წარმომადგენელი 28 კაცი და დახვრიტეს. ოფიციალური ცნობების თანახმად დედაქალაქ ნაირობისაკენ მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა, 22 ნოემბრის დილით იქნა გატაცებული. დახვრეტილთა შორის არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ნაირობში ქრისტესშობის არდადეგებზე მიემგზავერბოდნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია ალ შაბაბმა, რომელიც აცხადებს, რომ ეს იყო შურისგება, საპორტო ქალაქ მომბასაში განხორციელებული რეიდის გამო.

XS
SM
MD
LG