Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია რუსეთს თხოვნით მიმართავს, ვეტო დაადოს სრებრენიცის რეზოლუციას


სერბიამ მიმართა რუსეთს თხოვნით, ვეტო დაადოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეეხება სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას, და რომელშიც 1995 წლის ეს აქტი გენოციდად არის შეფასებული. სერბიის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც თხოვს მოსკოვს, უარი უთხრას რეზოლუციას. დასავლეთის ქვეყნებმა და რუსეთმა არაერთხელ განიხილეს სრებრენიცის თემა. მოსკოვს აქვს ალტერნატიული რეზოლუცია, რომელშიც არც გენოციდია ნახსენები, არც სრებრენიცა. გაეროს იურიდიულმა ინსტანციამ ამ ხოცვა-ჟლეტას, როცა ბალკანეთის ომის დროს რვა ათასი მაჰმადიანი ბიჭი და კაცი დახოცეს, გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა.

XS
SM
MD
LG