შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 17:05

ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

ნიგვზიანი ფასეულობები

x
ამას წინათ, თბილისში, ერთი გერმანელი მეგობარი შემხვდა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს და ქვეყანასაც მშვენივრად იცნობს. უკვირდა, რატომ არ მსჯელობენ საქართველოში ფასეულობების შესახებო. ერთხელ კი სცადეს, გადაცემა „დიდი ასეული“ როცა გადიოდა ტელევიზიით, მერე კი თავი დაანებესო. მე კი მგონია, რომ ფასეულობებზე კამათი მიმდინარეობს, ოღონდ მას ყოველთვის მსჯელობის ფორმა არ აქვს. უკეთეს შემთხვევაში, ეს სხვადასხვა მონოლოგებია, უარესში კი სათქმელსაც და არგუმენტსაც მუშტი ანაცვლებს.

ფასეულობებზე საუბარი სულაც არ არის განყენებული რამ. იმაზე, თუ რა ფასეულობებზე მოვახერხებთ, ან ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, პირდაპირ არის დამოკიდებული ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და ისიც, იარსებებს თუ არა ის ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ეს შეთანხმება რომ მიღწეული არ არის, სულ ახლახან ორმა სიმპტომურმა შემთხვევამ დაგვანახა.

გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, არის ერთი პატარა სოფელი, რომელსაც გემრიელი სახელი - ნიგვზიანი - ჰქვია. ცხრა წლის წინ აქაც და ახლო-მახლო სოფლებშიც მთიანი აჭარიდან ჩამოასახლეს რამდენიმე ათასი ადამიანი, ძირითადად მუსულმანი ქართველები. ნახევარი წლის წინ, მუსულმანურმა თემმა ნიგვზიანში სახლი შეიძინა და იქ სამლოცველო გახსნა. რადგანაც ეს სამლოცველო აქაური მუსულმანებისათვის ერთადერთია, აქ მორწმუნეები სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიან. ადგილობრივ ქრისტიანებს მუსულმანების ლოცვა თვალში არ მოუვიდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, მათთვის მუქარითა და შეურაცხყოფით შეეშალათ ხელი: „გველებივით თავებს დაგიჭეჭყავთ, თქვე თათრებო, თქვე ჩამოთრეულებო, გურიაში მეჩეთს არ გაგახსნევინებთ, აქ არ გალოცებთო“,  - გვატყობინებს ყოველთვიური ჟურნალი “ტაბულა”.

მოდი, ძვირფასო მკითხველო, თავი შევიკავოთ მკვიდრი ნიგვზიანელების შეფასებისაგან. უბრალოდ, შევეცადოთ გავერკვეთ მათ ფასეულობებში. ამ ღვთისმოსავ ხალხს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ქრისტიანულ მიწაზე, როგორადაც წარმოუდგენიათ თავიანთი მშობლიური ნიგვზიანი, ლოცვის უფლება მხოლოდ ქრისტიანებს აქვთ, ხოლო სხვების ლოცვა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ქრისტიანულ მიწას წარწყმედს. ისიც ეგონებათ, რომ ქართულ მიწაზე მართლმადიდებელ ქართველებს უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე, მაგალითად, არამართლმადიდებელ ქართველებს, არაქართველებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგალითად უფლება იმის დადგენისა, თუ ვინ სად, როდის და როგორ უნდა ილოცოს ან, საერთოდ, უნდა ილოცოს თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის იმ წარმოდგენებთან, რომლებსაც ადგილობრივები „სოფლის კანონმდებლობას“ ეძახიან. პოლიტიკური მეცნიერების ენაზე ასეთ მოდელს დისკრიმინაციულს უწოდებდნენ. ფასეულობითი არჩევანი, რომელიც აქედან გამომდინარეობს, ასეთია: რომელი წესი ვაღიაროთ: ის, რომელიც ყველა მოქალაქეს, აღმსარებლობის (ტომის, სქესის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის და ა.შ.) მიუხედავად თანასწორად მიიჩნევს და, მაგალითად, საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების საშუალებას თანაბრად აძლევს, თუ ის, რომელიც მოქალაქეებს რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს და ერთ-ერთს (რიცხოვნობით უპირატესს) უპირატეს უფლებას მიანიჭებს?

ისე თუ მოხდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პირველ შეხედულებას დაეთანხმა და მათმა წარმომადგენლებმა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც შექმნეს, მაშინ ნიგვზიანის „სოფლის კანონმდებლობა“ საქართველოს კონსტიტუციად გადაიქცევა. ესეც არჩევანია, ოღონდ არჩევანი, გაკეთებული საქართველოს იზოლაციის სასარგებლოდ და ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ. თავი დავანებოთ იმას, რომ „სოფლის კანონმდებლობის“ გაკონსტიტუციურება საქართველოს გამოიყვანს იმ ქვეყნების რიგიდან, რომლებიც აღიარებენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხაზს გადაუსვამს მის პერსპექტივას, როდისმე გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. თავი დავანებოთ იმასაც, რომ ეს არჩევანი ერის გაგებაში XVIII საუკუნეში დაგვაბრუნებს. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ერი არ არის ერთი ტომის ერთმორწმუნეთა გაერთიანება: „ჩვენის ფიქრით“, - წერდა ილია საქართველოს შემადგენლობაში აჭარის დაბრუნებისადმი მიძღვნილ წერილში - „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია.“

და პირიქით, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაცია გახდება პერმანენტული კონფლიქტის წყარო, რომელიც იოლად გამოუთხრის ძირს ნებისმიერ სახელმწიფოს (იუგოსლავიის დაშლა ამისი სამწუხარო მაგალითია). ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ქართველობა მართლმადიდებლობას ნიშნავს, ხოლო  მართლმადიდებელი ქართველობა - არამართლმადიდებელი ქართველების ჩაგვრას, კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარი ფასეულობრივი არჩევნის შედეგები.

სიმპტომური ეს შემთხვევა იმიტომაა, რომ ნიგვზიანის ინციდენტი გვიჩვენებს ახალი მთავრობისა და ეკლესიის დამოკიდებულებასაც. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ენობრივი თამაშებით ცდილობს გაექცეს პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას: ნიგვზიანელების საქციელში ის ხედავს არა ფასეულობით კონფლიქტს, ან სისხლის სამართლის დანაშაულს (რელიგიური თავისუფლებისათვის ხელის შეშლას), არამედ „ზედმეტ ემოციურობას“. განსხვავებით სტიქარგანხუნ(ებ)ული წინამორბედებისაგან ის მიიჩნევს, რომ ისიცა და სახელმწიფოც ინციდენტის შემთხვევაში ვალდებული არიან, „ჯერ ეკლესიას“ მისცენ „ინციდენტის ამოწურვის საშუალება“ - ანუ, პრინციპში, მას სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია მიაჩნია პრივილეგირებულ პარტნიორად (რელიგიური) ინციდენტების „ამოწურვაში“ (რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულიც შეიძლება იყოს). ამით იუსტიციის მინისტრი ნიგვზიანის ინციდენტში ერთი მხრივ ეკლესიის ბრალსაც აღიარებს. მეორე მხრივ კი ამ „ბრალისაგან“ სახელმწიფოს დისტანცირებას ცდილობს: „უკეთესად ვინ დაამშვიდებს საკუთარ მრევლს, თუ არა ეკლესია“ - გვეუბნება წულუკიანი და ამას საკუთარ (ანუ მთავრობის) სტრატეგიადაც გვიცხადებს. არ ვიცი, რამდენად არის ეს ფორმა ან სტრატეგია „ახალი“ ან „ცივილიზებული“ ან რა კრიტერიუმებით შეიძლება მივიჩნიოთ ასეთად: მორწმუნეების შესაბამისი ეკლესიების იურისდიქციაში მოქცევა, მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის იურიდიული პრაქტიკა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პატარა, მაგრამ არა უმნიშვნელო ნაბიჯი ნიგვზიანის „სოფლის კანონმდებლობის“ აღიარებისაკენ.

ეკლესიამ, შესაძლოა, „დაამშვიდოს“ თავისი მრევლი, მაგრამ ამ დამშვიდებას ორი შედეგი მოჰყვება:

ა) სახელმწიფო რელიგიური კონფლიქტებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე თვალებს ხუჭავს, მათ ასაღებს „აღელვებად“, რომელსაც კანონით დევნა ან არგუმენტებით დაპირისპირება კი არა, „დამშვიდება“ სჭირდება და მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ირიბად) იურიდიულადაც უქვემდებარებს;

ბ) ეკლესიას, რომელიც „ამშვიდებს“ მრევლს, თვითონ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარ როლი დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ მხრივ კი სახარბიელო ბევრი არაფერია: თავად ეკლესიის იერარქებს არაერთხელ უქადაგიათ რელიგიური შეუწყნარებლობა და ფიზიკურადაც კი გასწორებიან იმათ, ვისზეც ხელი მისწვდენიათ. არ ვიცი, ექნება თუ არა თეა წულუკიანს პასუხი იმაზე, მიიჩნევს თუ არა ახალი კაბინეტის წევრი, რომ, მაგალითად, დეკანოზ დავით ისაკაძეს სახელმწიფომ მრევლის „დამშვიდება“ შეიძლება გადააბაროს. არც ის ვიცი, მიაჩნია თუ არა იუსტიციის მინისტრს სოფელ მუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ საბა ჟღენტის ულტიმატუმი „დამშვიდებად“. დეკანოზი ამბობს: „ჩვენ მათ ერთკვირიანი ინტერვალი მივეცით. უნდა გადაწყვიტონ, რას იზამენ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოსახლეობა დაპირისპირებულია ამ ხალხთან და უკან თუ არ დაიხიეს, ადგილობრივები არ დაუშვებენ, აქ მეჩეთი აშენდეს, მინარეთი იყოს და მასობრივი ლოცვა წარიმართოს ამ სოფელში. […] თუ ეს ასე არ მოხდება, ამ ხალხის (მრევლის - ზ.ა.) გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება.“

ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველი იქნებოდა, ახალმა მთავრობამაც და მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ქვეყნად წარმოუდგენიათ საქართველო: ისეთად, სადაც, ვთქვათ, მართლმადიდებელ ქართველებს გარკვეული უპირატესობები აქვთ, თუ ისეთად, სადაც საქართველოს მოქალაქეებს არავინ განასხვავებს აღმსარებლობის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებებისა და ა.შ. მიხედვით.

ის ენობრივი თამაშები, რომელსაც თეა წულუკიანი მიმართავს, ისევე როგორც საპატრიარქოს ორაზროვანი პოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ქვეყნის დემოკრატიულ სამართალწესრიგს აღიარებს, მეორე მხრივ კი მოძალადე და შუღლის გამაღვივებელ მღვდლებს ახალისებს, ნიგვზიანის მსგავს პრობლემას კი არ მოაგვარებს, არამედ მსგავსი პრობლემების წარმოშობის უშრეტ წყაროდ გადაიქცევა.

Tags: მართლმადიდებლობა,მეჩეთი,ნიგვზიანის ინციდენტი,შემწყნარებლობა



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
17.11.2012 01:45
გურულების საქმე ისეა (მეც გურული ვარ) ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და მერე მოიგლიჯაო. 70-80 წლის წინ ისე გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები, რომ თითზე ჩამოსათვლელი გადაურჩათ, ახლა არიქა! მართლმადიდებელ გურულებს რავა გვაკადრეს მეჩეთიო!! ეტყობა წინაპრების ცოდვების მონანიებას სხვა აღმსარებლობის შეურაცხყოფით აპირებენ. მართლა ვინ დაგვაბრალა ტოლერანტობა?! ამდენი ფარისევლობა, გაუტანლობა... გულისამრევები და კნინობითები ვართ.კიდევ ბევრს გვპატიოიბს ეს დალოცვილი ღმერთი..

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
16.11.2012 01:27
აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს, მაგრამ მისი წერილი მაგონებს სახარებას, მგლის თავზე რომ კითხულობენ.

ავტორი: ცნობისმოყვარე
14.11.2012 11:59
ვიცნობ ბატონ ელდარ შენგელაიას რომელმაც დიდად გამოიყენა დედამისის მკვლელი ორგანოების კეთილგანწყობა და გახდა საბჭოთა დიდებული. მერე ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და მერე გამოიყენა დედამისის მკვლელების მიერ მიჩეჩებული ზარბაზნით საქართველოს ნგრევით გაჩენილი შესაძლებლობები. ხომ ვერ მეტყვით რანაირია ამ ტიპის და ,ის პატივისმცემელთა ღირებულებები? და მართალი იყო თუ არა ლენინი რომელიც ამბობდა რომ ინტელიგენცია გოვნოა?

ავტორი: naturali
13.11.2012 09:13
ანონიმ 12.11.2012 23 28

ყურადღებით თუ მიმოვიხედავთ ირგვლივ ალყაში გვაქცევენ

სახალხო დამცველად გურჩიანი უნდათ თვალებში თავისუფლების სხივჩამდგარი უმცირესობის ხმალ თუ რა ვიცი ამოღებული დამცველი

კულტურის სამინისტროში ფარაჯანოვისტი მეჩითოვი გაჩითეს მოსმენილი მაქვს მისთვის ერთ სტუდიაში გამოდიოდა ფარაჯანივისტია ყველა მხრიდან

აგერ რადიოში გოგი გიგა

ტელევიზორში კესარია შორენა

კულტურულად გვიტევენ

ელიავას ბაზრობაზე დიდი ეკონომიური წინსვლაა მოსალოდნელი

რკინის ნიფხვებზე იქნება დიდი მოთხოვნა

ავტორი: ანონიმი
12.11.2012 23:28
ძალიან სასიხარულო ახალი ამბავია რომ ნიგვიზიან ფასულობებს დაემატა შირაქული კოლოლაქის ფასეულობები!!! კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნულა ჟანგიანი ფარაჯანოვისტი იური მეჩითოვი. ვიცნობ,არაა ყველაზე უარესი თბილისელი, კიტოვანი უარესია, მაგრამ მის ფარაჯანოვისტობაზე ერთი შენიშვნა მმართებს: არსებობს მთელი ფარაჯანოვინტერნი ანუ ფარაჯანოვის ინტერნაციონალი. ღმერთმა უწყის რის გამო ციხეში მჯდომი ეგ გენიოსი იქიდან გამოათრია ნკვდს ბებერმა შპიკმა და მაიაკოვსკის სორი თვითმკვლელობამდე მიმყვანმა ლილია ბრიკმა! რომლის თხოვნითაც დიდმა ევროპელმა ინტელექტუალმა არაგონმა სპეციალურად მიმართა საბჭოთა პახანებს! და ასე ფარაჯანოვის ძეგლი ხო გაქვთ, მამარდაშვილის ძეგლი ხო გაქვთ, გეიდარ ალიევის და ველოსიპედის თუ ბუბას ძეგლები გაქვთ და ეხლა ფარაჯანოვინტერნის ნიჭიერი აქტივისტიც გეყოლებათ კულტურის სფეროს გამგედ, ხოდა ვერ შევიკავე თავი სიხარულისგან და გილოცავთ!!!

ავტორი: GERMANE
12.11.2012 20:08
ნია, ტქვენ გინდათ რომ მე ივანისვილის სიტყვა წავიკითხო ბათუმსი ათიატას კაცს რომ უთხრა?
მიამიტი ხართ?
მე თქვენ გეტყვიტ ასეთს - ნახეთ რას ეუბნებოდნენ ხალხს შეხვედრებზე ივანისვილის მაჟორიტარები და მერე ვილაპარაკოთ. ნახეთ რას ქადაგებდნენ ივანისვილის მღვდლები და რას ამბობდნენ მისი ახლანდელი მინისტრები, სპიკერები, პარლამენტარები.

მოდით რა, და ერთმანეთს სულელად ნუ ჩავთვლით. ტუკი ერთხელ მაინც ყოფილხართ რაიონში "ოცნების" მაჟორიტარის "გასვლებზე" ხალხთან, გეცოდინებათ რაზეც ვლაპარაკობ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
12.11.2012 01:05
კითხვა: რატომ აბობოქრდნენ გურულები ქართველი მუსულმანების წინააღმდეგ მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბრის გასაყარზე, მაშინ როცა ისინი (აჭარელი მუსულმანები) აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩასახლებულნი არიან სოფელ ნიგვზიანში და აქამდეც ლოცულობდნენ იმავ სახლში, იმავ წესით?

ავტორი: ანონიმი
11.11.2012 22:16
ნიგვზიანი და მჟავე წიწაკიანი თუ აჯიკიანი ფასეულობები რაა არ ვიცი მაგრამ საქართველო იმ ქვეყნად იქცა რომლის დედაქალაქის საბჭოთა ზარბაზნით ნგრევა კაცობრიობის წინაშე დიდ დამსახურებად ითვლება. დემოკრატიის ასეთი მოდელი კაცობრიობას აქამდე არ სცოდნია. ამიტომ კიტოვანს და მისი ბანდების წევრებს და მხარდამჭერებს სათითაოდ 5-5 ნობელის და სახაროვის პრემია უნდა მიეცეთ. ირინა სარიშვილს, კიტოვანისთვის მადლობის გადამხდელი შევარდნაძის წინაშე ადამიანები რო აკოტრიალა ეკუთვნის გორგასალის ორდენი ერთი უზარმაზარი ვარსკვლავი კამოს შესახვევში ( იყო კიდო მეტეხის უკან ზადნიი პროხოდ სოფიი პეროვსკოი,როგორც ეწერა ოფიციალურ ფირფიტას),მაგრამ აბა ამას ხო არ ვაკადრებთ ასეთ დემოკრატს!

ავტორი: ნია
10.11.2012 23:38
გერმანე, კი დეფერციაცია ძალიან კარგია და მაგაში დიდი სამოვნებით დაგეთანხებით, და აქედან დავიწყოთ. 1. იმას რომ თავი დავაბეოთ, ეგ თვქნე მიერე განხმაურებული იდეები, საქართველოს მოსაუხლებითვის უცნობი დარჩა, მაინც ახსენით ერთი რა გამოვიდა იგივე საზოგადოებრის ლიბერალიზაციის იდეასგან, / მე პირადად ზემოდან button up მოდენიზაციის ნაკლებად მჯერა. რა შედეგები მიივიღეთ გინდ ბურების ჩამოსახელბიდან, გინდაც ინდუსტრიალური ზონებიდაც ან გინდაც არაბულ თურქული ინვესტიციებიდან, დადეთ ანალიზი. ინვესტიიცის საწინააღმდეგო არაფერიც არ მაქვს, მაგრამ პრობლემა მექნება თუ დამქირავბლებს უღირს პირობებში ამუშავბენ, მის უფლებებს არღვევენ. და არ დაიცავენ სამართლებრივ ნორმებს, ასევ არ გაუწევებ ანგარიშ გარემოს დაცვას,
არ დაგაკიწყდეთ ასევე ნაციონალების პროგრამის განხილვა, 1000 ლარი ვაუჩერი და ა.შ.

2 .რაც შეეხება ბათუმში არ უნდა ჩხაოდეს მოლა პირველად თქვენი ნაწერიდან გავიგე, ივანიშილის საარჩევნი ტექსტები ორიგინალში დევს მისი ფეისბუკის გვერდზე და შეგიძლიათ ორიგინალში იხილოთ, და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, ან მოიტანეთ თქვენეული ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტი და მერე განვიხილოთ ესა
ისე რა კარგია, ადამიანი კარიერას ამის ხარჯზე, რომ იკეთებვს მესამე ქვეყანა, ჩამოჩრელილი და ქსენოფობიაში ჩაძირული, ობსკურიანტული საქართველო, თავისი რადიკალი მართმადიებლებით, ჩამოჩენლი ხალხით და აქეთ მე და რამდედნი ჩემი მოაზრე განმანათლებლები....

ავტორი: GERMANE
10.11.2012 15:42
ნია, არა მგონია თქვენი შედარება პოპულიზმზე აქ გამოდგეს.

იმაში გეთანხმები, რომ "საქართველოს გავაერთიანებთ" , "ახალ წელს აქ და იქ ვიზეიმებთ" და ა.შ პოპულისტური იდეებია.

მაგრამ საზოგადოებისლიბერალიზაციის იდეა არაა საქართველოსი პოპულისტური იდეა.
არც ბურების ჩამოსახლების იდეა იქ, სადაც მიწა 30 წელია არ დამუსავებულა.
არც თურქულ-არაბული ინვესტიციები, ჩინელების უვიზოდ ჩამოყვანა და სხვა რამეები არ იყო პოპულისტური იდეა.
არც რელიგიების პატივისცემა და რწმენის თავისუფლებაა პოპულისტური იდეა საქართველოსი და არც უმცირესობათა უფლებების დაცვაა პოპულისტური საქართველოსი.

საქართველოსი პოპულისტურია - ბათუმი ქართველებს უნდა გვეკუთვნოდეს და მოლა არ უნდ დაჩხაოდესო ქალაქს.
პოპულისტურია - უფასოდ დავუმუსავოტ გლეხს (რომელიც თბილისშია გაქცეული) მიწა.
კრედიტების "გარასხოდებაც" პოპულისტურია.
გადასახადების განახევრებაც - პოპულისტურია.
ყველასი უფასოდ დაზღვევაც - პოპულისტურია.
ბიძინა ივანიშვილის 80 მილიონი გაყინული ლარის კახეთში დაზარალებულტათვის სრულიად გადარიცხვაც - პოპულისტურია (ჩემი ყურით ვისმინე და არ მეგონა თუ ამას ეგრევე არ იზავდა, არ მეგონა გაყინულ ფულს თუ დაიბრუნებდა და უბრალოდ მორჩა, მეტს არაფერს!!).

აი ესაა განსხვავება.

რუსეთთან დამოკიდებულების ნორმალიზაციაც პოპულისტურია.
მოკლედ, ოცნებას ერთი აზრიც კი არ უთქვამს, რაც არაა პოპულისტური და სწორედ ამით ვადარებ ამ ორ ძალას ერთმანეთს.
ერთადერთი არაპოპულისტური იდეების მქონე მთელ ახალ მთავრობაში ალასანიაა - ავღანეთში პასუხისმგებლობებს ვასრულებთო, თავდაცვის სამინისტროში თანხების უკმარისობისთვის მინისტრებს და მოადგილეებს კიარ დავიწერთ, არამედ პრემიერთან კონსტრუქციულად დავილაპარაკებ რომ ეს პრობლემა ბიუჯეტიდან გადაწყდესო.
გენშტაბის უფროსის დაჭერა ძალიან სამწუხარო მოვლენაა და იმედი მაქვს ნატოსთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენსო - აბა მეტი რა თქვას ახლა ამ ახალდანისნულმა და ბიძინაზე დამოკიდებულმა ახლაგაზრდამ?

ნახეთ იუსტიციის მინისტრი ქალბატონი - პოპულისზმის განსახიერებაა - დეპრესიული სახიტ ტაკიმასხარაობა, ღიმილის გარეშე.
ფინანსთა მინისტრი - არცერთი კონსტრუქციული სიტყვა ან საქციელი - მხოლოდ პოპულიზმი ( გარღვევები ვინც გამოიწვია იმას გადავახდევინებთო და ა.შ.).

მე ამიტ იმას არ ვამბობ, რომ მეორე მხარე მაგარია და მართალია - არაა, მაგრამ იმ მმხარეს ადამიანებისთვის არ უთქვამტ არჩევნებამდე - მოვდივარ და გაგაძღებთო და როცა ხალხმა ნატეხი პური მოითხოვა - მაგალითად ლტოლვილებმა - ემუქრება პოლიციის ძალით გამოვიყვანთ დაკავებული ობიექტებიდანო.
აი ესაა უბედურება და აი ესაა პრობლემა, რომ არ ხდება დიფერენცირება. ადამიანებს იმის იდეიტ აპურებენ, რომ სოციალიზმისდროინდელივით - მარჩენალი სახელმწიფო ყველას დააპურებს, მარჩენალი რუსეთი - კარალიოკსა და ტყემალს მონატრებული რუსეთის კარებს გაგვიხსნის და ყველას დაგვაპურებს.
ნუთუ ვერ გრძნობენ დემოკრატი ჟურნალისტები ამ განსხვავებას?
საქართველოს სჭირდება ძალა - მართლა დემოკრატიული, მართლა არაპოპულისტური და მართლა რეფორმატორული. დღეს ეს ძალა არც ნაც.მოძრაობაა და "ოცნებას" ხომ ოცნებაშიც კი არ აქვს სურვილი ეს ძალა გახდეს.
აი ესაა პრობლემა.

ავტორი: ტანკისტი
10.11.2012 12:24
რომ ლოცულობდნენ არ მოგწონდათ....არ ალოცინებენ არ მოგწონთ,,,თქვენ თვითონ ჩამოყალიბდით ჯერ ბატონო ზაალ...

ავტორი: ბიჭიკო
10.11.2012 11:54
მეც მომეწონა მულტსერიალის სცენარი,მაგრამ არის ერთი მაგრამ:ისინი ამას არ გააკეთებენ,რატომ?ეს მათი დაწერილი არაა(

ავტორი: ნია
10.11.2012 05:52
გერმანეს, წინა კომენტარი დაიკარგა სამწუხაროთ, სადაც ოცნების "ქსენოფობიაზეც" გიპასუხეთ, ახლა გეღარ გავიმეორებ. ცოტა ალოგიკური ხომ არ გეჩვენებიათ ისე მსჯელობა,თურმე რაკიღა რაღაც პოპულისტური იდეები გააჟღერეს ამით რაიმე მოდერიზაცია განახორციელეს, მაშინ ისიც იყო გაცხადებლი აღმაშენებლის საფლავზე, რომ საქართველოს გააერთიანებდნენ, ან ახლა წელს ცხინვალში შეხვებოდნენ, რა სურათი მივიღეთ ამ პოპულისტობით გინდაც ამ ყბადაღებულ ქსენოფობიის დარგში, უფრო მეტად დამშორდით აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონებს, უარსეად გავაუცხოეთ იგივე სომხები, და აზერბაიზანელებიც, ბურებსი ჩამოსახლება და დავიტ გარეჯის დაკავშირება ოცენბასთან ხომ საერთოდ აბსურდია, ბურების ჩამოსხალება, მართაც მალე დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს, ამის შესახებ გერმალუ არბზე გავიდა გავიდა დოკუმენტაცია გირჩევთ ნახოთ, იქნებ ევოპელების დამოკიდებულმაც დაინახოთ ამ საკითხის მიმართ. ოცენასაც აქვს თავისი კრიტიკული მხარეები, მაგრამ არც ის უნდა დავკარგოთ რომ პირველად ივანიშვილმა გაახმოვანა პოლირტიკური პლაფომიდან სოციალური სამართლიანობსი და სოლიდარობა, ის როგორც პოლიტიკოსი ჩავიდა ზუსტად მივიწყებულ და მივარდნულ მხარეებში, ზემო აჭარაში, ქვემო ქართლოს და თანასწორად და არა ქედმაღალი პოზიციიდან დაელაპარაკა მარგინალიზირებულ ადამიანებს. ისე ხომ არ ჩაატარებდით ერთ კვევას რომელიმე მაგ. ფრანკფურტის დიდ სასტუმროში კულისებს მიღმა,ვინცობ შეგეცნით ქსენოფობისს კონტურები...რაც შეეხება კრისტოა სტიიტ დღეის ჩატარებას, ჩაათარეთ ბატონი მე არაფერი პრტენზია არ მაქვს, ვიღაცას არ მოეწონბა, და გაბრახდება, შეგეწინააღმდეგებთ, მაგრამ მერე რა, ეს გადალახვადია, 30 წლის წინ ევროპა უარსად შეუწყნარებელი იყო....დიალოგით, ერთიერტ გაზიარებით ეს გადაწყდება

ავტორი: nia
10.11.2012 05:29
მოდერატოს მაინტერსებს როგორ შეიძლება რადიო თავისუფლებაზე დაწეროს ბლოგი, რა გზით შეიძლება ამის გაკეთება?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
10.11.2012 11:36
იხ ბმული:

http://www.radiotavisupleba.ge/archive/UGC_Archive/latest/1051/3153.html

ავტორი: GERMANE
09.11.2012 23:42
ავტორი: naturali
09.11.2012 17:39

მოდით და იმაზე ნუ ვიკამათებთ, თუ მე რა შეურცხყოფა მივაყენე ჯარისკაცს, რომელზე ხელის გასვრაც ახალაიას არ მოვუწონე.

მე ხელის გასვრაზე კიარ ვსაუბრობ, არამედ ამ ფაქტით იმის მტკიცება მინდა, რომ ახალაიას სიამოვნებას გვრიდა ადამიანის ცემა. ასე რომ არ ყოფილიყო, რა ხელი აქვს მინისტრს ვინმეს დაკითხვასთან, ტან საკუტარ კაბინეტში და თან ვაშლის ჭამის დროს - წარმოიდგინეთ ეს სცენა და გაიხსენეთ კალიგულა.
აი ამაზე მაქვს საუბარი - რა უნდა მინისტრის კაბინეტში დასაკითხად ჯარისკაცს?
ამის ახსნა მხოლოდ და მხოლოდ ასეა - მინისტრს სიამოვნებს თავის პომპეზურ კაბინეტში, თეთრ გაკრახმალებულ საროჩკაში გამოპრანჭულს და განცხრომით ხილის მჭამელს დაბალი რანგის პიროვნების დამცირება და მისი სისხისღვრამდე ცემა.

აი ეს იყო ჩემი ინტენცია, როცა "ხელის გასვრაზე" ვსაუბრობდი. თუარა, ბაჩო ახლაიას ფასი, როგორც ჰომო საპიენსისა არც კი არის იმ ჯარისკაცის ფრჩხილის ფასიც კი.
ბაჩო ახლაიას ადვოკატი რომ ვიყო, ამ პიროვნების შეურაცხადობაზე დავაყენებდი თხოვნას და თან მოწმედ მის ახლობლებს, მამამისის ნაცნობებს მოვიწვევდი და მოვაყოლებდი ბაჩოს აღზრდის მეთოდებს. ვინც ახალაიების მამას იცნობს, არ უნდა უკვირდეს რომ ბაჩო ასე სადისტი გამოვიდა - ეს მისი დანაშაული არაა, ბაჩო ახლაია არის მსხვერპლი.

აქვე მინდა ნიას გამოვეპასუხო - რათქმაუნდა, ნაც მოძრაობას ჰყავდა თავისი ქოფაკები. მე უბრალოდ იმ იდეებზე ვსაუბრობდი, რომლითაც ნაც. მოძრაობა მოვიდა. ამით კი იმ იდეებს ვადარებ, რომლითაც "ოცნება" მოვიდა.
"ოცნება" მოვიდა ქსენოფობიით - უცხოელებმა იყიდეს საქართველო, ქართველებს გვამონებენ, მამათმავლების პარადები უნდა ნაც. მოძრაობას, გააზანგა ტბილისი, გაათურქა ბათუმი, აგვისენა მეჩეთები, სომხებს აძლევს ჯავახეთს, აზერბაიჯანლებმა წაგვართვეს დავითგარეჯი, ახალგაზრდა გოგონები უნდათ გააბოზონ და ქალიშვილობის ფენომენი მოსპონ, და საერთოდ - ქართველების გადაჯისება, ბურების ჩამოსახლება და ქართველების თუქეთ-ირან-ჩინეთ-აფრიკაზე გაყიდვა უნდა სააკაშვილსო. აი ეს მესმოდა მთელი არჩევნებისწინა დროს, აი ეს იყო უმთავრესი არგუმენტები სააკაშვილის წინააღმდეგ.
მე სწორედ ამაზე ვსაუბრობდი და არა იმაზე, რომ ნაც.მოძრაობამ ამ მხრივ კონკრეტულად ბევრი გააკეთა. მტავარი მაინც ის იდეაა, რომლითაც ახალგაზრდას თუ ასაკოვანს აწვდი. განახორციელებ თუარა ამ იდეას - ეს სხვა საკიტხია, მე მაინც უმთავრესად მიმაჩნია, რომ სენ შენი მსოფლმხედველობა მაინც წარმოაჩინო, გინდაც ეს ნათამაშევი იყოს.
მე პირადად ასე ვფიქრობ, რადგან, საქართველო ბევრი რეალური ნაბიჯისათვის ჯერ არაა სინაგანად მზად - მაგალიტად იგივე ჰომოსექსუალების უფლებების დაცვის აღლუმისათვის. რასაც მე პირადად მხარს დავუჭერდი.

ავტორი: ბაჟა საიდან გვწერთ: საცივიდან
09.11.2012 21:43
მე, პირადად, არასოდეს მსმენია გიორგი მაისურაძისგან, საპატრიარქოს ყველაზე მწვავედ გამკრიტიკებელი ინტელექტუალისგან, მორწმუნის დაცინვა, გაქილიკება და ღლიცინი.თქვენგან კი ასეთი რამ ნამდვილად გამოკვირდა, წულუკიანის მიმართ, ფეისბუქზე. თამარა ჩერგოლეიშვილს და მისთანებს ფრიად ასიამოვნეთ და უშურველად გილაიქეს. ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ! წულუკიანი ამოგიღიათ მიზანში, ერთ-ერთი ღირსეული და რეიტინგული პოლიტიკოსი ამ ხელისუფლებიდან. ვნახოთ, იმედია გამოჩნდება რა გამოძრავებთ, რა იყო თქვენი ასეთი უღირსი ქცევის მიზანი.

ავტორი: ანონიმი
09.11.2012 20:03
ნეტავი საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს სადაც ვითომმართლმადიდებელი და ვითომდემოკრატი ძმები ვეღარ დაბომბავენ გორის უნივერსიტეტს და საქართველოს მთავრობის სახლს,სადაც აღარ იგორავებენ ცეკას ყოფილი მდივნების წინაშე და ყველაფერი თანდათანობით გამოჩნდება.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
09.11.2012 19:51
დღეს ყველა საინფორმაციომ გამოაცხადა, რომ ნიგვზიანში მუსულმანები და მართლმადიდებლები მორიგდნენ და შეთანხმდნენ, რომ ლოცვაში მხოლოდ ადგილობრივი მუსულმანები მიიღებენ მონაწილეობას და არც ერთი სხვა მლოცველი არ ჩამოვა სხვა სოფლებიდან. და რომ ჩამოვიდეს ამით რა შავდება ვერაფრით ვხვდები. რა მნიშვნელობა აქვს თავანთ სამლოცველოში ათი კაცი ილოცებს თუ ასი? მე ვფიქრობ, ასეთი ხაზგასმა მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და გაგრძელება იქნება.

ავტორი: nia
09.11.2012 18:38
ჩემი კომენტარის მეორე ნაწილი რატომ არ გამომიქვეყნეთ? უცენზური და შეურაცმყოფელი არაფერი ყოფილა შიგ, თუ დაიკარგა?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
09.11.2012 18:56
კომენტარებს ან ვაქვეყენებთ, ან არა. თქვენგან რა ტექსტიც მოვიდა, მთლიანად საიტზეა.

ავტორი: naturali
09.11.2012 17:39
გ ე რ მ ა ნ ე

კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე

იცი რას ნიშნავს ხელის გასვრა

ვინმეზე რომ იტყვიან მაგაზე ხელს არ გავისვრიო

ნეტავ თუ ხვდები როგორ დაამცირე ჯარისკაცი

ასევე 100 საფეხურით დაბლა მდგომი ჯარისკაცზე-ო რომ ჟღურტულებ

რანგობრივად დაბლა მდგომი ასე უფრო უპრიანია თქმა თორემ განმარტების გარეშე

დაბლა მდგომი თუნდაც 1 საფეხურით გიფიქრია როგორ ჟღერს

რანგის შესაფერის ცემა თუნდაც განურჩევლად ყველას მცემელის ფონზე დიდი სიქველე ხომ არ გგონია

მე ჯარისკაცი მყავს ძმაკაცის შვილი და ასე რომ აქ არ დამიბეჭდავენ თუნდაც იმის ნაწილს რასაც შენზე ვფიქრობ

ავტორი: აკიბა
09.11.2012 17:37
გერმანე/შევეშვათ ამ ბატონობურ ფორმალობას/ მეც ძალიან მიხარია, რომ ყრუებივით აღარ ვსაუბრობთ, მაგრამ, ვშიშობ, უსინათლოთა საუბარში არ გადავვარდეთ, – ყურადღებით წავიკითხოთ ერთმანეთის ნაწერი: მე იმას კი არ ვწერდი, სააკაშვილს „არაფერი ეკითხებოდა, „ "ვისი და რისი მომყვანი იყო ეგოისტი, მუცელა, ხარბი, გაუმაძღარი, ინდივიდუალისტი, მეშჩანი მიშა?!"- ო, არამედ არავის არაფერს ეკიხებოდა, სულაც ფეხებზე ეკიდა და ჰკიდია ნაციონალური მოძრაობა–თქო.

და უბრუნდები ისევ და ისევ ახალაიას.

გეკამათები რამეს ახალაიასთან დაკავშირებით?
ბოლოს რომ ვწერდი, საერთოდ არ უნდა გაეკარებინა მიშას ბაჩო თანამდებობებისთვის–თქვა, არ წაიკითხე?!

„სადისტურად ცემებთან„ დაკავშირებით – სადისტს უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ქვეყნისთვის თუ ამ სადიტის მფარველ, ხელმძღვანელ ხელისუფალს?!.

აჰა, კონსენსუსსაც მივაღწიეთ, - გეთანხმები, რომ „თუკი ღრმად წავალთ, მაშინ ძალიან ბევრი პოლიტიკოსია დასაჭერი და გასასამართლებელი - მართლა ბევრი, ეგებ თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი!!!!„

იმაზე რას იტყვი, ყველანი სადისტ ახალიასთან რომ შეგვეყარა იქ, კამერაში?..

ავტორი: ნია
09.11.2012 17:29
Germane, თქვენი კომენტარის პირველ ნაწილ ვეთანხები. მაგრამ მინდა მეორე ნაწილში, სადაც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებზე საუბრობთ შეგეპასუხოთ საგნობრივად რა თქმა უნდა:). კი ბატონო, ნაციონალურ მოძრაობას მართლაც ქონდა ამიბიციები, რომ ინტეგრაციის პოლიტიკას წამოწყებდა და მაგრინალიზებულ უმცირესობებს, მაგ. ჯავახეთის მხარეში საქართველოს მოქალაქებს, სომხური ფესვებით და ქვემო ქართლში ქართველებს აზერბაიჯანული ფესვნებით ინტეგრაცია მოახდენედა. მაგრამ მათი პოლიტიკა რამდენიმე სასიკეთი წამოწყებისა, მაგ. სახელმძღვანელოების უმციერსობის ენებზე გამოცემისა პოპულიზმად დარჩა. იქ ძირეული გადარქმენი არ მომხდა და რაც მთავარია, სასიკეთო წამოწყებებს პირელ რიგში სწორენ ნაციონალური მოძრაობა შეეწინააღმდეგა და მოსპო, ასე მაგ. ძალიან მაინტერესებს რატომ არ კითხულობენ რა ბედი ეწია სააკაშილის მიერ დანიშუნულ ინტეგრაციის მინისტ ზინაიდას (გვარი დამავიწდა), რა ბედი ეწია ჟვანიას სახელობის ქართული ენის შემსწავლელ სკოლას, რომელიც გაუკვეველი მიზეზებით ჯავახეთის მოსახლეობისათვის რატომღაც ქუთაისში გაიხსნა, უამრვავი ფაქტი იყო პოლიციის მხრიდან აზერბაიჯანელი მოსახელობის ვალეს, ქვემო ქართლის რეგიონებში ძალის გადამეტებისა, აბუჩად აგდების შესახებ, იქ ადამიანებიც აწამეს და მკვლელობებიც მოხდა, მაგრამ ეს ფაქტები დიდწილად ვარდიფერი მედიის მიღმა დარჩა, და ნაციონალური მოძრაობის პირობებში გაფოფინებულ ვარდისფერ ინტელიგენცია, და მათთან დაახლოებულ ინტელექტუალესა ამით არ შეწუხბულა, მათ ხომ ეს თემა ახლა აღმოაჩინეს. ერთ ერთი მოკვლება სვანტე კორნელის მიერ სწორედ მიშას ეპოქას მიმოიხილას. დაშნაკუცნების გაერთიანებას მაშინაც ძალიან დიდი პრიტენზიები გააჩნიდა ნაციონალების პოლიტიკისა და უმცირესობის მოპყრობის მიმათ. რაკი ეს ფაქტები მედიის და დისკუსიის მიღმდა დარჩა არ ნიშნავს, რომ არ არსებობდა, უბრალოდ არ გახმაურებულა ტაბულის მიერ და მხოლოდ ახლა აღმოაჩინა რატომღაც ინტელექტ. ძალაუფლებისთვის მებრძოლმა ინტელექტუალებმა. პასუხიც ამ საკირხებზე ნაციონალუი მოძრაობიდან კი არა, სწორედ მათთან დაახლოებულ თუ ლატენტურად დაახლობული ინტ. მოდიოდა.

ავტორი: GERMANE
09.11.2012 16:11
უკვე არააღშფოთებულ აკიბას,

ძალიან მიხარია რომ ყრუებივით ვსაუბრობდით და ცუდია დაბლოკვა - მიხარია რომ ახლა არა ვართ ყრუები.
მე თქვენ ყველაფერში გეთანხმებით და თითქმის 100%-ით, ოოოოღონდ....
მოდით და ერთ კაცს - სააკაშვილს ნურც ისე გავაბანძებთ (არაფერი ეკითხებოდაო და "ვისი და რისი მომყვანი იყო ეგოისტი, მუცელა, ხარბი, გაუმაძღარი, ინდივიდუალისტი, მეშჩანი მიშა?!"- ო) და ნურც გავადემონებთ - "არ მითხრათ ახლა, მთელ სამეფოში, უკაცრავად რესპუბლიკაში პრემიერ–მინისტრით დაწყებული და არქიტექტორით დამთავრებული ვინმე რამეს წყვეტდა, აკეთებდა, ფიქრობდაო და ყველა და ყველაფერი მიშა არ იყო,..".

მე ვფიქრობ, რომ ახალაია კი ასრულებდა მიშას ბრძანებას (მაგ. გამოიძიეთ ამ და ამ უკვე ყოფილი "გმირის" საქმე!), მაგრამ, იმას რომ ბაჩო, ეს კაცი შენს კაბინეტში მიიყვანე და სიკვდილამდე სცემეო - ამას არა მგონია ეუბნებოდა.
ბაჩო ახლაიას 2 შანსი აქვს ახსნისა - ან ის თავად იყო უნიჭო და ვერ ხვდებოდა, რომ მინისტრმა ასი საფგეხურით დაბალ ჯარისკაცზე ხელი არ უნდა გაისვაროს.
ან კიდევ, ის მართლა სადისტია და სიამოვნებას ანიჭებდა ცემა.#
მეტი გამოსავალი მე ვერ წარმომიდგენია.
არადა, ხალხს რომ სცემდა - ფაქტია.
სააკაშვილსაც ჰყავს ერთი-ორი კაცი ნაცემი (დედანაგინები და სილაგაწნული), მაგრამ, ეს ხალხი ან მინისტრები ან მინისტრობის კანდიდატებ და ან ნამინისტრალები იყვნენ.
ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილს უბრალოდ ცემა და სისხლი ანიჭებდეს სიამოვნებას.
მე იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ნაც მოძრაობაში სააკაშვილი არ იყო არც დემოკრატიის და არც ადამიანობის შუქურა, რომ ნაც. მოძრაობა სააკაშვილის ბრძანებით ბევრ სისასტიკეს სჩადიოდა.
მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ჩემზე პიროვნულად სადისტის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და მას თუ ვინმე უცემია, ეს ნაცემი მისი რანგის შესაფერისი იყო. ახალაია კი ყველას სცემდა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა - არა ვირაცისთვის ჭკუის სასწავლებლად, არამედ უბრალოდ სიამოვნებდა.
რათქმაუნდა, სააკაშვილიც დამნაშავეა, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინასაც არაერთი კონკურენტი გადაუკიდებია ფეხებიტ ფანჯრიდან. ანუ - მე რეალობასაც ვაფასებ და ამიტომაც, ქართული რეალობიდან გამომდინარე ვამბობ - ახალაიასა და სააკაშვილის ძალადობებს შორის არის დიდი და გადამწყვეტი განსხვავება: სააკაშვილი სილას აწნიდა და აგინებდა სხვა მინისტრების დასაშინებლად. ახლალია კი საკუტარი სიამოვნებისათვის არცერთ შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ვინმე თავად ეცემა სისხში გაღებვამდე.

იმედია გამიგე.
აქ არააქვს იმას მნიშვნელობა, რომ მე პირადად ძალადობა არ მგონია რაიმეს მომტანი. მე გამოვდივარ ქართული რეალობიდან. თუკი ღრმად წავალთ, მაშინ ძალიან ბევრი პოლიტიკოსია დასაჭერი და გასასამართლებელი - მართლა ბევრი, ეგებ თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი!!!!

ავტორი: აკიბა
09.11.2012 14:14
ბატონო გერმანე, შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია, რომ ჩვენი დიალოგი უფრო და უფრო რთულ ხასიათს იღებს და ყრუთა საუბარს ემსგავსება: თქვენ არ იცით, არ გესმით, და ძალიან გაინტერესებთ, რა ფასეულობებს ვიცავდი მე, და რაღა თქმა უნდა, კატონივით, ყველგან და ყოველთვის, დაუზარებლად შეგვახსენებთ, რომ კართაგენი დასანგრევია, ანუ ახალაია დასაჭერი იყოო.

ჩემი მხრივ მეც ძალიან მაინტერესებს, სად და რატომ გადაიმალა ჩემს მიერ სიმწრით მოპოვებული, დაცული და ბატონი მოდერატორის მიერ ეგზეკუირებული/ცივილურად რომ ვთქვათ, დაბლოკილი/ პოსტი, და რატომ არ მიმართავთ თქვენებური ოპერატიულობით ამ უკანასკნელს, გაათავისუფლოს დილეგიდან უდანაშაულო პოსტი და დააკმაყოფილოს თქვენი სამართლიანი ინტერესი.

როგორც შექსპირის მიერ გაყალბებეული, უსამართლოდ გაურჩხულებული რიჩარდ მეორე ამბობს, „სადილად არ დავჯდები, სანამ ჰასტინგსის თავს არ მომიტანენ!„.

უსადილოდ დარჩენას ვერ დაგპირდებით/მით უმეტეს, დღეს ვერმიშელის დღე მაქვს, ვერმიშელის ბულიონის სახით!/, მაგრამ არცერთ ფასეულობას/კონან დოილთან დაფიქსირებულ დიდი მოგოლის ინდოურის კვერცხისხელა ბრილიანტსაც კი!/ არ გამოვაჭენებ, სანამ ჩემს დატყვევებულ პოსტს არ გაათავისუფლებენ!

რაც შეეხება თქვენს ბლოგში გამჟღავნებულ მეორე პოსტულატს/კარგია!/, რომ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოიყვანა, კარგით, რა, ბატონო გერმანე, ვისი და რისი მომყვანი იყო ეგოისტი, მუცელა, ხარბი, გაუმაძღარი, ინდივიდუალისტი, მეშჩანი მიშა?! მან ნაციონალური მოძრაობა კი არა, საკუთარი, „საჩესტე„ თავი, სხვათა ხელ–ფეხის მტვრეველი ხელები, სახოხიალო მუცელი და, სხვა ოგანოებს აღარ ჩამოვთვლი, მოიყვანა ხელისუფლებაში.

არ მითხრათ ახლა, მთელ სამეფოში, უკაცრავად რესპუბლიკაში პრემიერ–მინისტრით დაწყებული და არქიტექტორით დამთავრებული ვინმე რამეს წყვეტდა, აკეთებდა, ფიქრობდაო და ყველა და ყველაფერი მიშა არ იყო, ყველას და ყველაფერს მარტოსულად არ აკეთებდაო/საწყალს საცემების ცემაც კი საკუთარი ხელით უხდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სა, არ ვიტყვი, არ ვიტყვი/.

„გადაგორებების„, „შავკაბიანთა„ საკითხს არ შევეხები, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების თემა მართლაც ავად თუ კარგად გადაგორებულია და ამ მეორე უმცირესობის ცისფეროვანი წარმომადგენლები მთლად შავ ტალახშიც კი იქნენ გაგორებულნი; შავკაბიანები კიდევ კაბებში და კანში ვეღარ ეტევიან, ისე კარგადაა მოგვარებული მათი მატერიალური სფერო, და როგორც კეთილი ენები ამბობენ, კიდევ უფრო მოიცლიან სულისთვისო, რამეთუ ბიძინამ ეკლესიას, უკაცრავად, საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდაო.

დაბოლოს, ახალია ივანიშვილს კი არა, სააკაშვილს უნდა დაეჭირაო, სინანულით რომ იძახით კატონისგან განსხვავებით, მეც ვიმეორებ ამ შუადღეზე: მიშას ბაჩო უბრალოდ თანამდებობეზე არ უნდა გაეჭაჭანებინა!

როდის იყო, წესიერ ქვეყანაში, წესიერი ხელისუფლებისას მგელს ფარეხის უფროსად ნიშნავდნენ?!

მაგრამ, არც ერთი რომ არ იყო წესიერი ქვეყანა და არც მეორე – წესიერი ხელისუფალი?!.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
09.11.2012 12:39
ზაალ ძალიან მომეწონა შენი მულტსერილის პერსონაჟები).მე შენზე რა წარმოდგენის ვარ იცი შენ)

ავტორი: GERMANE
09.11.2012 11:59
ბატონო აკიბა, მართლაც ძალიან მაინტერესებს, თუ რა ფასეულობებს იცავდით - ძალიან მაინტერესებს.

ჩემი წინა პოსტი კი ახალაიას კიარ ეხებოდა, არამედ იმ იდეებსა და ოცნებებს, რომლითაც სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა ნაც.მოძრაობა.
რელიიგიური ტოლერანტობა კი ამ თემებში საკმაო როლს თამაშობდა, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვა.

რელიგიური და სხვა უმცირესობების თემა ნაც.მოძრაობამ ასე თუ ისე ავად თუ კარგად გადააგორა, ყოველგვარი დიდი ექსცესების გარეშე (თუარ გავითვალისწინებთ) რამდენიმე წვერიან-შავკაბიანის ექსცესებს. ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროსი კი აქამდელი ხელისუფლება ასი პროცენტით ჩავარდა. და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მინისტრის მიერ ჯარისკაცის სიკვდილამდე ცემა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ქართველი ხალხი რუსეთის ბატონობისაგან ან კგბ-ს აგენტებისაგან ეხსნა.

რელიგიურ თემებზე ჰქონდა ნაც. მოძრაობას გარკვეული პასუხები და მოახერხა ისიც, რომ სადისკუსიო თემად გახადა მაგალიტად მეჩეთის შენება ბათუმში.
"ოცნებამ2 ამ თემას სამწუხაროდ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო ეპოქაში ძალიან ცუდი ადგილი მიუჩინა - სააკაშვილი იესოს მწვალებლების და უწმინდურების პრეზიდენტიაო - ასე გაჰკივოდნენ მათი ორატორები, საქართველო თუქებზე და არაბებზე გაიყიდაო, თურქული უნივერსიტეტები და მეჩეთები იხსნებაო - აი ეს იყო "ოცნების" პროპაგანდა და ახლა იმკის შედეგს.
თუმცა ეს თამა არავიტარ კავშირშია იმასთან, რომ ახალაია არ უნდა დაეჭირათ. ახალაია სააკაშვილს უნდა დაეჭირა, მაგრამ არ ეყო ვაჟკაცობა და ძალა. ახლა კი ალბათ გაეხარდებოდა შინაგანად, რომ ეს საქმე ბიძინამ გააკეთა. თუკი დააკვირდით მიშას "აღშფოთებულ" გამოსვლას, როგორ უბრწყინავდა სახე.
მე მაშინ ვიყვირებ, როცა ახალაიას სცემენ - ეს არ უნდა მოხდეს და ამ ადამიანს საქართველომ უნდა დაანახოს, რომ ციხეში მოპყრობა სხვანაერადაც შეიძლება.

ავტორი: აღშფოთებული აკიბა
09.11.2012 08:41
ბ–ნო მოდერატორო, გუშინდელი ჩემი კიდევ ერთი პოსტი წარმატებით დაბლოკეთ. სავარაუდოდ, იმ მოტივით, ალბათ, რომ „ბლოგში წამოჭრილ საკითხს არ ეხებოდა„. არადა, ვაჩვენებდი/და ვაკრიტიკებდი/ თუ როგორ „იცავს„ ქ–ნი ია ანთაძე ბლოგში აღნიშული ფასეულობებიდან ერთ, დემოკრატიის/დემოკრატიულ ფასეულობას/.

ამ ოპერაცია „ბლოკის„ შემდეგ კი ასევე წარმატებით გამოაქვეყნეთ გერმანეს კიდევ ერთი, კაი მოზრდილი პოსტი, რომელშიც ისე და ისევ ნახევარი სიტყვითაც კი არაა ლაპარაკი ბლოგის თემა–პრობლემაზე.

გერმანეს კი არ ვერჩი, მე ის მაღშფოთებს, ასეთი აშკარა, თვალშისაცემი უსამართლობა ანუ შერჩევითი სამართალი რომ ხდება მთელი ფორუმის თვალწინ.

პ.ს.

სხვათა შორის, ამ ბოლო პოსტშიც მახსენებს გერმანე და კვლავაც ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის მკითხველს, თითქოს ბაჩო ახალაიას დამცველი ვარ. თქვენ კი პასუხის საშუალებას არ მაძლევთ. თქვენ ხომ მაინც მოგეხსენებათ, რომ იმ დაბლოკილ პოსტში ახალაიას კი არა, სრულიად სხვა ღირებულებას ვიცავდი...

ავტორი: ანონიმი
08.11.2012 23:17
"მოკლე და ძალიან................ მოღვაწეობიდან."
-------------------------------
რა, უკვე დახურეთ "ტაბულა"?


"ინტერპრეტაციები" მე9 არხისა და მაესტროს ფანებს, გიკვირთ? :)))))))))):)))))))))))):)))))))))))

ავტორი: GERMANE
08.11.2012 22:12
ჩემს "კეთილისმსურველს" მივმართავდი - კეთილისმსურველობის საკიტხთან სხვადასხვა ასოციაციები მებადება - მაგალითად: "გირჩევ ძმაო გაჩერდე, დაასტოპე..."
ყოვლისმცოდნეობაზე მართლაც არ მაქვს პრეტენზია.
თუკი ვიმეს ეეჭვება რამე ფაქტებისა, მაგალიტად აღშფოთებულ აკიბას, მაშინ ასე ვიტყოდი - მიმართეთ სოზარ სუბარს. ამ პიროვნებამ თავისი თვალიტ დააფიქსირა ყოფილი მინისტრის სადიზმი. მან არაერთხელ თქვა საჯაროდ, ტუ რა მდგომარეობაში იყო ის პირი, რომელიც ამ მინისტრმა "დაკითხა". ამ ჩვენებას სოზარ სუბარი ყოველგვარი სასამართლოსა და ფიცის წინაშე გაიმეორებს. არსებობს ტომებიო, როგორც სუბარი ამბობს, კონკრეტული ფაქტები, როცა ადამიანებს სხეულის, კანის ყველა კუნწული ჩალურჯებული ჰქონდათ ამ "დაკითხვების" მერე.
და საერთოდ, რაზეა საუბარი?
მინისტრს რა უნდა ვინმეს საკანში დასაკითხად?

მე მივმართავ იმ ადამიანებს, რომელთაც ნაციონალური მოძრაობის იმ იდეებისათვის, რომლითაც ის ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა რაღაც სიმპათიები გააჩნია. თუ გახსოვთ ეს იდეები იყო:
- ცალსახა და უკომპრომისო ორიენტაცია დასავლეთისაკენ.
- ორგანიზებული კრიმინალის მოსპობა და იმ აზროვნების მოსპობა, რომ კანონიერი ქურდი უფრო სამართლიანი და ავტორიტეტულია, ვიდრე სახელმწიფო.
- მასობრივი კორუფციის მოსპობა
- საშემოსავლო გადასახადის, როგორც სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი წყაროს გათავისება, იმ აზროვნების პოპულარიზაცია, რომ თული არ იხდი, ამით ჰპარავ საკუტარ სვილს სასკოლო თანხას, საკუტარ მსობელს პენსიას და ინვალიდს დახმარებას.
- საზოგადოებრივი ტოლერანტობა და კერძოდ ის, რომ რელიგია, რწმენა, სქესობრივი თუ სხვა პიროვნული ორიენტაცია სწორედაც რომ პიროვნულია და არ შეიძლება ლინჩის წესებით, ხევისბერული წესებიტ პიროვნებების სტიგმატიზაცია.
და ბოლოს და ალბათ უპირველესად ის იდეა, რომ საქართველოს აქვს ძალა, უნარი, საშუალება და სურვილი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო - დამოუკიდებელი საკუტარი დიდი მეზობლის დიქტატისაგან, დამოუკიდებელი და თავისუფალი ჩრდილოელი "ძმის" მონობისაგან.

ამ 8-9 წლის მანძილზე ბევრი ეს იდეა რეალობად იქცა.
სამწუხაროდ ბევრი იდეა გაკოტრდა და გაბანძდა სწორედაც ახალაია-რურუების წყალობით. ამ გაკოტრებულ იდეებსია: კერძო ბიძნესის გათავისუფლება პოლიტიკისაგან, ადამიანის (პატიმრის და უმცირესობების) უფლებების დაცვა, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა.

ამიტომაც გთხოვდით ყველას, ვისაც ჯერ კიდევ გაქვთ სურვილი, რომ საქართველო არ გახდეს რუსული ცექმის სათამაშო იაფფასიან ბურთად - მოეშვით ახალაიებისთანების დაცვას. მოიკვეთე ხელი შენი, თვალი შენი, ტუკი გაცდუნებდესო - აი ის "ხელი", რომელიც ახლა წინასწარ გამოძიების საკანშია, მოსაკვეთია და რაც უფრო უმტკივნეულოდ ვიზავთ ამას, მით უკეთესია ყველასთვის. მე სააკაშვილს ვურჩევდი, რომ პრემიერს ის თხოვოს, რაც შეიძლება კანონიერად მოეკიდოს ნებისმიერი სისხლის სამართლის და ადამიანობის, ჰუმანიზმის წინაშე დარღვევას.
მე არ მინდა ისეთი მინისტრი, რომელიც მასზე ასი რანგით დაბალ ხელქვეიტს თავში დანის ტარს ურტყავს. ეს არც სააკაშვილს უნდა უნდოდეს და ამ კავის დაჭერისათვის ბიძინას მადლობა უნდა უთხრას.

ავტორი: achiko საიდან გვწერთ: batumi
08.11.2012 18:22
მოგესალმებით ყველას
მინდა მოგახსენოთ რომ ხშირად შეცდომაში შეგვყავს მკითხველი და ალბათ საკუთარი თავიც იმ საკითხთან დაკავშირებით რომ თითქოსდა ქრისტიანობა ან ისლამი რომელიმე ერისა ან ეროვნების საკუთრებაა. ხშირად ისმის გამოძახოლები თითქოსდა ქრისტიანობა ქართველების რელიგიაა (არ დაგვავიწყდეს ის საკითხი რო თვით იესოც არ იყო ქართველი და იყო ებრაელი რომელიც თვით ებრაელებმა არ იწამეს და ასევე არაბაები და ებრაელები ერთი შტონი არიან ანუ ბიძაშვილები) და ისლამი თურქების ან არაბების ეს სრულიად აბსურდია და ამას ვინც ემხრობა ის რადიკალია და ალბათ ყველაზე საშიში ჩვენი ქვეყინისათვის. მინდა ვკითხო მკითხველისა და კომენტარების გამკეთებელთ მივიჩნევთ თუ არა აჭარლებს ქართველებათ მიუხედავათ მათი მრწამსისა? მოდი ერთდასამუდამოდ გავარკვიოთ მათუ სტატუსი არიან თუ არა ისინი სრულფასოვანი ქართველები.

ავტორი: მიშა
08.11.2012 18:06
სავსებით სწორია, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იგივე მთავრობამ მსგავსი ინციდენტებისას მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავის გზავნილი და მიანიშნოს რომ უფლებებს იმის შესახებ თუ ვინ სად და როდის ილოცებს ცივილური კანონები განსაზრვრავს და არა ეკლესია, ან სოფლის გნებავთ ქალაქის, რომელიმე უმრავლესობა თუნდაც უმცირესობა.

ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებმა ნათლი გზავნილი უნდა მისცენ ხშირად თავგასულ და გაიძვერა სამღვდელოებას,
რომ "თამაშის წესებს" "აქ" თანამედროვე ცივილური, სამართლებრივი სახელმწიფო განსაზღავრავს და არა რომელიმე გავლენიანი რელიგია.

ცივილური და ჰუმანური, გნებავთ ლიბერალური ღირებულებების/ფასეულობების და დემოკრატიის კონფლიქტი რაღაც ფორმებით ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს.

მეტ-ნაკლებად როგორ უნდა მიუახლოვდეს ადამიანების ღირებულება საერთო "უნივერსალურ" ჰუმანურ, ლიბერალურ ღირებულებებს ამაზე წინა ბლოგში დავწერე.
ერთერთი პატრა, მაგრამ შედარებით სწრაფი ეფექტის მქონეა სატელევიზიო სივრცეშ გამართული დისკუსიები.
არსებობს სხვა საშუალებებიც ამაზე სხვა დროს დავწერ.

************
კონკრეტულად ისევ ამ, ან მსგავს ფაქტებს, ამ პრობლემებს რომ მივუბრუდეთ, მიკვირს, რატომ არის ბლოგში ინფორმაციის წყაროდ ჟურნალი "ტაბულა".
მე ამას არ გავაკეთებდი, გამომდინარე ამ ჟურნალის ჯერჯერობით მოკლე და ძალიან უსინდისო
მოღვაწეობიდან.

შეიძლება მოყვანილი ინფორმაცია აბსლოუტურად ზუსტიც იყოს, მაგრამ ასე "ასავალ-დასავალიც" წერს "სიმართლეს". იმის მიხედვით-როდის როგორი ინტერპრეტაციით აწყობთ.

მით უმეტეს, ამ პრობლემის და ამ თემის არა ნაკლები სიმწვავით დასახასიათებლად ინტერნეტის წყალობით ალბათ სხვა წყაროს, ან ვიდეოს ნახვაც არ გაჭირდეობადა.

ავტორი: სასტიკად აღშფოთებული აკიბა
08.11.2012 17:06
და ეს არის თქვენი „ლოგიკური ახსნა–განმარტება„ ჩემს „პრეტენზიებზე„, ბ–ნო მოდერატორო?!

თუ მართალი იყავით ჩემი პოსტების დაბლოკვისას, რატომ აღარ „აწვებით„ პირველ „ჩვენებას„, ბლოგში წამოჭრილ საკითხს არ ეხებოდნენ და ფორუმის წესებს არღვევდნენო?!

ვიმეორებ, გამოდით მაგ „ძალის პოზიციიდან„/„უკან ხომ არ დავიხევ?! რას იტყვის ხალხი?!„/ გამოაქვეყნეთ და მარტო თქვენ ერთმა კი არა, სხვებმაც განსაჯონ ვინ არღვევს რამეს, მე თუ თქვენ/თქვენ – როგორც იტყვიან, „ძალაუფლებას იყენებთ ბოროტად„, რაც არანაკლები დარღვევაა/.

„მიგიხვდით ჩემო მოხევე„, მიხვდით, რომ არ ხართ მართალი, მაგრამ მუნდირის ღირსებას უფრთხილდებით, ხომ?!

როგორც ამ დალოცვილ, ალაგ–ალაგ ნიგვზიან და უფრორე კი უნიგვზო და უპატრონო საქართველოში იტყვიან, მუნდირი კაცს, და კაცი ფორუმსო!

ავტორი: offshore საიდან გვწერთ: Tbilisi
08.11.2012 17:02
დიახ ბატონო, მართმადიდებელ ქართელებს გარკვეული უპირატესობა ქონდათ, აქვთ და იმედია ექნებათ ქართულ სახელმწიფოში. ეს სურვილი კი არა, ისტორიულ-სოციალური ფაქტია, რომელიც აღიარებას იმსახურებს, ისევე როგორც ქართული ეთნოსის წამყვანი როლი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში. ვისაც არ აწყობს ნაციონალურ სახელმწიფოში ცხოვრება, გაეშუროს ევროკავშირში და იცხოვროს ტკბილად გადაბერებულ და გადახრწნილ ევროპელებთან ერთად. გზაც დაგვილოცია..

ავტორი: GERMANE-ს კეთილისმსურველი
08.11.2012 16:49
GERMANE, ძალიან ცდილობ, რომ აქ კაი ტიპი გამოჩნდე და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელი გახდი შენი ყოვლისმცოდნეობით. ცოტა დაასტოპეეეე.........

ავტორი: აკიბა
08.11.2012 16:32
ბ–ნო მოდერატორო, არა მგონია ჩემი ეს პასუხის პასუხი გამოაქვეყნოთ, მაგრამ მაინც...

რა არაფერი საერთო ბქონდა ბლოგში წამოჭრილ პრობლემებთან, როცა ერთი გამოქვეყნებული გზავნილის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა, და სწორედაც ბლოგში წამოჭრილ პრობლემებს ეხებოდა, მეორე კი, გერმანეს პოსტზე კორექტული პასუხი იყო. რა, გავლანძღე, ვაგინე? დადეთ ფორუმზე და თუ ვინმე იტყვის რომ რამე წესია დარღვეული, კი ბატონო, ბოდიშს მოვიხდი.

საერთოდ, აქ, საიტზე მაგარი ფარი და მახვილი გაქვთ მომარჯვებული „ფორუმის წესების„ სახით. გამოაცხადებთ უაპელაციოდ, წესებს არღვევსო, და მორჩა!

მგონი, თავად აღარ გახსოვთ კარგად ეგ წესები.

რა, ყველა პოსტი ასპროცენტიანად ყოველთვის მხოლოდ ბლოგში წამოჭრილ პრობლემებს ეხება?! რა, „უწესო„ ლანძღა–შეურაცხოფები ჯერ არ გამოგიქვეყნებიათ უპრობლემოდ?!

ან ის არ იცით, გამოგზავნილი პოსტები ლამის 24 საათიანი ინტერვალებით რომ ქვეყნდება ხშირად?!
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
08.11.2012 16:40
"ლანძღვა-შეურაცხოფები" თუ გამოგვიქვეყნებია, ძალიანაც შევმცდარვართ. ვეცდებით, შეცდომა აღარ გავიმეოროთ.

ავტორი: აკიბა
08.11.2012 15:50
ბატონო მოდერატორო, რატომ არ ქვეყნდება ჩემი პოსტები?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
08.11.2012 16:01
მიზეზი მარტივია: ერთს არაფერი აქვს საერთო ბლოგში წამოჭრილ საკითხებთან, მეორეში კი დარღვეულია ფორუმის წესები.

ავტორი: მელანი საიდან გვწერთ: ზესტაფონი
08.11.2012 14:11
მადლობა ბატონ ზაალს.რაც შეეხება ილიას სწავლებებს,ხშირად მას ისე ირგებდა საზოგადოება,როგორც თავად აწყობდათ.ეს ალბათ არც ილიას გაუკვირდებოდა,რადგან კარგად სცნობდა ,,ნიჭიერ ერს''არადა მისი აზრი ძალიან ნათელი და გასაგებია:,,სამშობლო ქვეყნის სიყვარული უნდა გამომდინარეობდეს კაცობრიობის სიყვარულისაგანო.ჭეშმარიტი პატრიოტი უცხოს თვალის ასახვევად არ დაიჩემებს-ჩემი სამშობლო ყველაზე უნაკლოა მსოფლიოშო,ბაქიაობას არ დაიწყებს,,დიდებული''წარსულის შესახებ,არამედ დღევანდელ სიმახინჯეებს და იარებს დაგანახებთ და პირუთვნელად გეტყვით სიმართლეს.''ამას ამბობდა ილია და იგი ჩემთვის დღესაც აქტუალურია არა,როგორც ქართველისთვის,არამედ მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენლისთვის.

ავტორი: GERMANE
08.11.2012 13:43
ბატონო და აღშფოთებულო აკიბა,
დიახ, მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ბაჩო ახალაია ალბათ ვერ გამოვა ციხიდან, ვიდრე ხელისუფლებაში ისევ ნაც.მოძრაობა არ მოვა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ნაც. მოზრაობა 4 წელში ბაჩო ახალაიაზე ტავს შეიწუხებს.

ბატონო აკიბა, ჩემი სიხარული რომ წარმოიდგინოტ ასე გეტყვით:
წარმოიდგინეთ მეზობელი, ასე 57 წლის კაცი, თავჭაღარა, წვერჭაღარა და კარგი ადამიანი როგორც სამეზობლოში, ისევე სანათესაოსი.
ეს კაცი მიჰყავს სამხედრო პოლიციას დასაკითხად. ამ კაცის საკანსი რამდენიმე საათი არის პირადად ბაჩო ახალაია. ეს კაცი კვდება - ტვინის შეშუპებით, ასევე დალურჯებული და შეშუპებული აქვს მთელი სხეული, ექიმე დიაგნოზად გულის ინფარქტს ეუბნებიან საახლობლოს და ამ კაცის ცხედარი მოაქვთ უკან სახლში.

მე ვიცი. რომ უდიდესი დემოკრატი ქვეყნების ძალოვანი ორგანოებიც იყენებენ ძალას დაკითხვისას - ეს ძალა ხშირად უკვალოა, თუმცა ასევე საშინელია. მე ვიცი რომ ხშირად, იმის მიხედვით თუ რაა ბრალდება და რამდენად დასაბუთებული, ზალა გარდაუვალი ხდება - აგერ ბინ ლადენიც ჩააკლა დემოკრატიის შუქურამ.
ჩემი პრობლემა არის მხოლოდ სადისტი მინისტრი.
ბინ ლადენის მოსაკლავად არც ობამა წასულა, არც დაზვერვის და არც ეფ-ბი-აის უფროსი - იქ კაციჭამია ხალხი გაუსვეს. ასეთი ხალხი იმიტომ არსებობს, რომ მინისტრები თუ პრეზიდენტები არ არიან სადისტები და არ ჰგვრით სიამოვნებას იმის ცქერა, თუ როგორ ღაფავს სულს გინდაც მტერი.
ბაჩო ახლაია სადისტია, ბაჩო ახალაია ავადმყოფია, ბაჩო ახალაიას ყოველნაერი საშუალება ჰქონდა იმ საძაგლობებში, რაც მოხდა თავად არ მიეღო მონაწილეობა. მაგრამ ასე არ მოიქცა. მას სიამოვნებას ანიჭებდა ჩაკლული ახალგაზრდის ყურება და კალაშნიკოვის ტყვიით გადაგლეჯილი ტავის ცქერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდა ავტომანქანის გატაცების მიზეზით იდევნებოდა და ხელაწეული გადმოვიდა მანქანიდან საკუტარი სახლის წინ. აი ასეთი რამეები ბაჩო ახალაიას სიამოვნებას ანიჭებდა.
ამიტომაც არის მისი ადგილი ჯერ ციხეში და მერე კი დახურულ ფსიქიატრიაში.
დამიჯერეთ - ბაჩო ახლაია სადისტია.
თუარადა, დამისახელეთ ერთი მიზეზი მაინც, თუ რატომ ისვრის ხელს მინისტრი კაცის უმოწყალოდ ცემაში?

მე მართლაც ვიმედოვნებ, რომ ნაც-მოძრაობის ნორმალური ნაწილი ბაქრაძესთანების მეთაურობით თავს და საკუთარ იდეებს არ გადააყოლებენ ბაჩო ახალაიასთანა, რურუასთანა სადისტებზე ზრუნვას.
სადისტი უნდა გასამართლეს კანონის სრული დაცვით და სრული გამჭირვალობით.

ავტორი: ლალა საიდან გვწერთ: ...
08.11.2012 10:57
ქლ-ბნ ნინო.. ჯერ ერთი, რას ნიშნავს, აუჩნდდბეათ ტერიტორიაზე უფლება???!! მუსლიმ აჭარელს ისევე ეკუთვნის საქართველო როგორც ნებისმიეერ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს საერთოდ.. ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი უვიცი და გაუაზრებელი ფანატიკური დამოკიდებულებით, თქვენ და თქვენსავით მოაზროვნეები, ხელს უწყობთ ერისა და ქვეყნის გახლეჩვას., ერის დენაციონალიზაცას.. გირჩევთ წაიკითხოთ "ქართველთა დენაციოანლიზაცია"-ავტ. მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე. მერე ასეთ ერისა და სახელმწიფოესათვის ძირის გამომთხრელ აზრებს აღარ გაახმოვანებთ დამერწმუნეთ.. პ.ს. რაც შეეხება მუსლიმების დამოკიდებულებას მართლამდიდებლების მიმართ, ოდესმე ყოფილხართ თურქეთში? ? ? !!! დღეს არავინ , არავის არაფერს არ უშლის.. თურქებისთვის მორწმუნე კაცი< ნებისმიერი რელიგიის< პატივსაცემი და მისაღებია, მათ უღმერთო და მოძლადე ადამიანების ეშინიათ და არა სხვა აღმსარებლობის ადამენიების..

ავტორი: აღშფოთებული აკიბა საიდან გვწერთ: ნიგვზიანი სქართველოდანა
08.11.2012 10:34
ა, უყურე ეხლა ამას შენე! რასაა, რო წერ და გვახვევ თავზე, ვიღაცა ხარ, ვინცხა ?!

წავიკითხე რავარც იქნა სულის მოთქმითა და კაპლებით/რა გჭირთ ამ ბლოგერებს ეამოდენა ბლოგების წერა, მეტი საქმე არ გაქვენ?/ და დიდუ, დიდუ და დიდუუუუ!

აბა, ციხე, თუ მართლა შიგნიდან არა ტყდება განა!?!

ამითანა მეციხოვნეებისა და მესაბოტაჟე ძირგამომთხრელების ხელშიდა კიდე კაი ციხე და საქართველოს ქვეყანა გვქონია!

დიახ, შენ არამართლმადიდებელო და უმადურო ანდრონიკაშვილო/შენა გირჩევნია, ჯერ ის გაარკვიე , ანდროშვილი ხარ გვარადა თუ ნიკაშვილი!/, შენ ურწმუნო თომას/გინახავს შენ წიგნი ბიჩერ სტოუსი?! ამ წიგნზე ვიზარდეთ, გამოვიზარდეთ!/, რომ მიუშვი და მოუშვი ასეთი ნიღილიზმის, ცილისწამებების ლაფი, ტალახი, მღვრიე წყალი გამეტებითა, გავეშებითა, აურწყველადა და აუწონავადა/სიტყვასა ჯერ აწონვა უნდა და მერე კაი გაყიდვაო, ემაინც არ გაგიგია, შე გაუგებარო?!/, ან ბემბის კინო არ გინახავს ან ბაკულას ღორები, ასე რამ გაგაბოროტა და გაგარობოტა მშობელ ერსა და ქვეყანაზადა, რო გაუზრდიხარ, მოუპატივებიხარ მშვენივრადა, დაუსვიხარ ბედნიერადა ბედნიერ გერმანიაშიდა მორჭმითა და აწ და წინა ბლოგებშიდაცა ლანძღავ, თათხავ მონდომებითა და ენთუზიაზმითა ამა სამშობლოსა, გამზრდელსა, გამპატივებელსა, გამგზავნელსა იქანა, გამაბედნიერებელსა, რაა, ბნელა ამ ახალ საქართველოშიდა?!

დიაღ!

მერე, რა დროსა, ხალხნო და ჯამაათნო, რა ახალ ეპოქაშიდა, როცა დრაკონი რეზიდენციაში მიგვიმწყვდევია, მალე გავთიშავთ დენიდანაცა, ბენზინიდანაცა, სალიარკიდანაცა, სუშიდანაცა, ვისკიდანაცა, გამოვაგდებთ მალე იმ რეზიდენციიდანაცა, შიშველსა, გადარეულსა, შევაგდებთ იქანა და გავცოცხავთ ბარაქიანადა!

დიაღ, დიაღ!

როცა მთელი ჩვენი შეგნებული, მოწინავე, განათლებული, სამართლიანი და ტოლერატული ხალხი და მოსახლეობა/დიაღ, ანდრონიკაშვილო, ტოლერანტული! კარგად მოისმინე და შეისმინე ორთვ ყურითა!/ ფეხზე დგას და სამართლიანად ითხოვს სამართლის აღსრულებასა, იმ სასიკვდილეების დაჭერასა, დაცოცხვასა, დახვრეტასა, ჩამოღრჩობასა, ჩაქოლვასა, როცა თვით ამ საიტის ალფა და ომეგა, სინდისი და ნამუსი, დემოკრატი და დემონსტრანტი GERMANE –ც კი მეცხრე ცაზეა სიხარულით აფოფინებული, დაჭერები დაიწყო ჩემს საყვარელ საქართველოშიო!/, როცა მთელი პირდაღებული მსოფლიო /ერა მაგარი არჩევნები ჩაატარეთ თქვე მართლა დემოკრატიულებო და სამართლიანებოო! / აღიარებს ჩვენს გამორჩეულ და უნიკალურ ტოლერატობასა, კაცთმოყვარეობასა, მიმტევებლობასა, შემწყნარებლობასა და ა.შ. როცა ლაპარაკიც აღარ უნდა, რომ ჩვენისთანა ტოლერანტი არის განა სადმე ერიო, დამდგარხა შენა აქა, ესე იგი, იქა და ეჭვის ქვეშ აყენებ ამ საყოველთაოდ აღიარებულ და დამტკიცებულ პოსტულატსა, აქსიომასა და ჰიპოთეზასა, შენ არქიმედეს არმცნობო, შენა!

თუმცა, რაღა ეჭვის ქვეშ დაყენებაი, გამობრძანდა ამასწინათა მერებ მეტრეველი მაესტროს კვირის აზრებშიდა ამ ნიგვზიანის ამბებთან დაკავშირებითა, არც აიღო, არც დაიღო იმ ერეტიკოსმა და პირდაპირ დააბრახვა იმოტოლა სტუდიაშიდა, თქვენ ხო გლახადა ხართ, არაფერი ტოლერანტი ქართველი ერი არააო! აბა!..

ავტორი: ფრაუ A საიდან გვწერთ: tiflis
08.11.2012 09:23
4 ნინო: ამ პრობლემის მოგვარება არ არის ეკლესიის კომპეტენცია, და საერთოდ რა პრობლემა გინახავთ ამ ეკლესიის მოგვარებული ბოლო წლებში საკუთარი დაფინასების გარდა სახლმწიფო ბიუჯეტიდან! ეკლესიის კომპეტენცია არის თავისი მრევლის სულიერებაზე და განთლებაზე ზრუნვა და ისტორიულად ასევე კარიტატიული ფუნქციაც აკისრია. და კიდევ: ყველა მართმადიდებელი არ თვლის თავს მოვალედ მეგობარს, მეზობელს, გამვლელს და ა.შ. გაუზიაროს თავისი რელიგიურობა. ასეთი ადამიანები, როგორც წესი მეზობლის ფანჯარაშიც არ იხედებიან, და ზუსტად ამაში მდგომარეობს მათი ჭკუა, რომელიც, თქვენი თქმით, დაგამახსოვრდათ.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: germania
08.11.2012 04:51
ზაალ ამ პრობლემას სხვა კუთხით შეხედე. ჯერ ჩამოსახლდებიან, მერე მეჩეთის ცენტრებს მოითხოვენ და ბოლოს ტერიტორიებზე უჩნდებათ პრეტენზია. (თუ იქნებადა ისტორიიდან არ გვახსენდება). ცივილიზებულმა გერმანიამ თუ შეიფარა მუსულმანი და მეჩეთი აუშენა რა დაიჭირა ამით, ეხლა გამოდიან ქუჩებში და კათოლიკურ საკათედრო ტაძრებზე მაღალი მეჩეთის აშენებას ითხოვენ. ამასობაში გემოვნება ისე დაეხვეწათ, რომ გერმანიის კანონმდებლობაში მუსულმანური კანონების შეტანას ითხოვენ. შენ თუ გაგიგია მუსულმანი თავიანთ მიწა-წყალზე მართლმადიდებელს თავისუფლად ლოცვის საშუალებას აძლევდეს? მე არა. უფრო მეტიც, მუსულმანურ ქვეყანაში არსებულ საუკუნოვან მართლმადიდებლურ ტაძრებში მართლმადიდებლებს არ უშვებენ არა მარტო მოსალოცად, დასათვალიერებლადაც კი. ზაალ შენ ყოველთვის ჭკვიანი ბიჭი იყავი, მაგრამ მორწმუნე მართლმადიდებლად არ მახსოვხარ, გერმანიიდან გიცნობ. ამიტომ ვერ გაიგებ რატომ არის ამ პრობლემის მოგვარება ეკლესიის კომპეტენცია. მეც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. სწორედ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ გახადა შესაძლებელი ასეთი მცირერიცხოვანი ერის დღემდე არსებობა. ამ სარწმუნოებას კი შენარჩუნება, შესაბამისად დაცვა სჭირდება. ამ შემთხვევაში პრობლემის სირთულეს გლეხკაცი უფრო განიცდის ვიდრე მრავალმხრივ გათვითცნობიერებული, ცივილიზებული ახალი თაობა.

ავტორი: ანონიმი
07.11.2012 23:38
შეიყვარე მეზობელი!
მუსლიმების მიმართ მტრულად განწყობილებმა ჩვეზე კონტროლის დაწესებას გიჯობთ, ჯერ ის გააკონტროლოთ რას ეთაყვანებით და რამდენად გულწრფელნი ხართ ქრისტეს რჯულის მიმართ( არა შეიქმნა თავისა შენისა კერპიო ბრძანებდა იესო) ,(არაბულად ისა ღალეისალამ), ხოლო გულწრფელობაზე როცა დადგება საქმე მაშინ იმათ შერცხვებათ, ვისაც სინდისი დარჩა, აქ მუსლიმთა ლოცვის მოწინააღმდეგე ხალხს, ეშმაკისათვის ყველაზე საყვარელი თვისების, სიამაყის გამო გაუჩნდა პრეტენზია, უცხო არავისთვისაა, რომ საუკუნეების მანძილზე აჭარელ მუსლიმთა რელიგიურ გულწრფელობას აბუჩად აგდებენ საქართველოში, დღეს კი თურმე როგორ გაბედეს ამ მდაბიო აჭარლებმა საკუთარი სალოცავის აღმართვა.
ქვაბავაზაკ მამა ოხროხინეს( შეიძლება სახელი მეშლება) მიმდევრებს ეტყობა, უფრო იმის ეშინიათ, ქრისტიანებმა არ გაიგონ, რაოდენ გულწრფელი და ღვთისმოსავი ხალხი ყოფილან მუსლიმები, ან თუნდაც, რამდენად დიდად ფასობს ისლამში, მშვიდობა, სულიერი ძმა, თვითონ სულიერება, სამშობლო, უანგარო მსახურება ალლაჰის მიმართ, რატომ არ იშურებენ ალლაჰისა და მისი ბოლო წინასწარმეტყველის( ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) ნაქადაგები და სრულყოფილი სარწმუნოების დასაცავად თავიანთ სიცოცხლეს ისინი, დიდება ალლაჰს! მათ შორის თურმე აქტიური მუსლიმი ქართველები.
მარადიული და ერთადერთი ღმერთის, ალლაჰის მიმართ ლოცვისა და მლოცველების მოწინააღმდეგე ხალხი საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებენ. რაც შეეხება მღვდელ ოხროხინეს დაიმახსოვრე, ჩვენს ალლაჰის გარდა ვერავინ შეძლებს, ინშაალლაჰ! შენ თუ შეგიძლია თავი გააკონტროლე...

ავტორი: მითრიდატე საიდან გვწერთ: ფოთიდან
07.11.2012 23:10
ჯოოო... თქვენ გადამრევთ მე რა!! სტრიპტიზ ბარების "ბორდელების" და მაგვარი გარყვნილობის ბუდეთა მშენებლობათა კასკადს რად არ გააპროტესტებთ ჰა?! რელიგია თავს რად არ დაანებებთ ჰა?! ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მრავალღმერთიანობასთან ერთად მრავალრელიგიულობაცაა მარა ეგეთი უაზროება არ გამიგია(მეგობრები მყავს იქ). თქვე რა დაგემართათ ჰა?! არ გინდა წყნარ ქვეყანაში ცხოვრება?! "ვაა...ეს რა ჭირი გვჭირ ტოო"!..

ავტორი: ანონიმი
07.11.2012 19:59
ნუ, ეხლა ქვყანაში სადაც ახალაია აგვისტოს ომის გმირი ყოფილა, სადაც კვესიტაძე ამას ისტერიული ტონით არაერთხელ იმეორებს, იქ ფასეულობებსა და რელიგიაზე საუბარი ცოტა უხერხულად კი არადა, ცოტა სასაცილოდაც მიმაჩნია.

ავტორი: GERMANE
07.11.2012 19:47
ბატონო ზაალ, ჩვენი, თანამედროვე ქართველების პრობლემა ერთია - წარსულში ვცხოვრობთ, წარმოდგენითსა და შელამაზებულ წარსულში.

კონკრეტულად კი - მოვიყვანტ ხოლმე ილია-აკაკი-თაყაიშვილებს მოწმეებად და სამაგალიტოდ. არადა, გვავიწყდება, რომ მეორე მხარე, ანუ ის მხარე რომელიც ცდილობს საქართველო ჰომოგენურ, ქრისტიან და გმირების ქვეყანად დაგვიხატოს - არაა წერა კითხვის უცოდინარი და იგივე ილია მათაც წაკითხული აქვთ. ისიც გვახსოვს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სსრკ-ს დროინდელ საქ. სრ-ში ილია ჭავჭავაძის სწავლებას, განსაკუთრებით მის თეორიას - ენა, მამული, სარწმუნოება.

მე ვისურვებდი, რომ დაგვეყენებინა საფლავში ის ხალხი, ვინც 200 წელია გარდაცვლილია და 21-ე საუკუნეში თავადვე აგვეღო ხელში აზროვნება.
აზროვნება კი ასეთია - ვის რაზეც უნდა და თავის კუთვნილ სახლში თუ შენობაში სადაც უნდა ილოცოს. ეს უფლება ყველას უნდა ჰქონდეს გარანტირებული და სახელმწიფო ძალოვანმა სტრუქტურამ თუ სოციალურმა სტრუქტურებმა უნდ გახადონ უზრუნველყოფილი ამ უფლების რეალიზაცია.

ერთ გერმანელ ახლობელს, ასევე დიდი ხანია საქართველოში მოღვაწეს, ძალიან კარგი და ძირეული კვლევა აქვს იგივე ილია ჭავჭავაძეზე - ქართულადაც გამოცემული, მართლაც საინტერესო.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
07.11.2012 19:33
დიდი მადლობა ბატონო ზალიკო სტატიისთვის! კოალიცია ძალიან ჭრელია, მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისით.
როგორ დალაგდება პრიორიტეტები საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცადოთ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში.

ავტორი: მემე საიდან გვწერთ: ....
07.11.2012 19:14
რით ვართ მართლამადიდებელი ქრისტიანები მუსლიმებზე, ან კათოლიკებზე, (და ა.შ. უკეთესი ქართველბი?!
(ანუ, რატომ ვეღარ გამოვედით სახელმწიფოსა და ერის ერთიანობსათვის დამღუპველი, შუა საუკუნეობრივი იდეოლოგიიდან, რის მიხედვითაც რელიგიური მრწამსი განსაზღვრავს ეროვნებას?!)

ბოლოს განვითარებულმა მოვლენებამა გურიაში, „ქრისტიანბების“ მიერ მუსლიმებისათვის ლოცვის აკრძალვის ფაქტმა ძალიან შემაწუხა და მინდა ამ პრობლემას შევეხო , უბრალოდ საკუთარი აზრი გამოვხატო, არავის არ ვახვევ ჩემს მოსაზრებას თავს, და მითუმეტეს არც ჭკუას ვასწავლი. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, ყოველგავრი პოლიტ- სოციალური იარლიკებისაგან დამოუკიდებელი. უბრალოდ გაჩუმებაც დანაშაულად მიმაჩნია.
რაც გურიაში ხდება, ბევრი ჩემი მეგობარი ფიქრობს, ( მეც ვიზიარებ ამ აზრს) რომ ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია, ოღონდ, მე ვერ ვხდები რომელი მხარე პროვოცირებს, ისეა ჩახლართული სიტუაცია, მიჭირს დასკვნების გაკეთება. ამასთანევე, შესაძლოა რელიგიურ ნიადაგზე სიტუაციის დაძაბვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აწყობდეთ, რათა დაფინანსება და გრანტები მოიპოვონ… მოკლეთ ასე, თუ ისე, რეალობა ერთია- ირღვევა მუსლიმი ქართველების უფლებები, როგორც კანონიერი, ასევე -მორალური. კარგად მესმის, როგორი ფსიქოლოგიური სტრესია, საკუთარ სამშობლოში, რომელი ქვეყნის განუყოფელი ნაწილიც ხარ და ასევე ეს ქვეყანაც შენი ბუნებრივი, განუყოფელი ნაწილია, მოდის ისევ შენი და-ძმა და ლოცვას გიშლის.. არ გთვლის საკუთარი ოჯახის წევრად მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა სალოცავში ლოცულობ…
მე ძალიან მრცხვენია ამის და პირადად გიხდით ბოდიშს, მუსლიმ ქართველებს და სოლიდარობას გიცხადებთ!
რატომ აძლევს, ასეთი ამორალური საქციელის ჩადენის უფლებას ქართველი „მართლამადიებელი ქრისტიანების“ ნაწილი საკუთარ თავს?! რატომ თვლიან ისინი უკეთეს ქართველბად თავს?!
პასუხი ისევ და ისევ შუასაუკუნეობრვ იდეოლოგიასთან მიგვიყვანს, ანუ ქართველთა დენაციონალიზაციის პროცესთან, როდესაც ეროვნება განისაზღვრებოდა რელიგიური მრწამსით. კათოლიკე ქართველს ფრანგს უწოდებდნენ, გრიგორიანელ ქართველს- სომეხს, მუსლიმ ქართველს -თათარს, ბერძნული ეკლესიის ქართველ მრევლს-ბერძენს. ასე მოხდა გასომხება, გაფრანგება, გაბერძნება და გათათრება.. თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მხოლოდ მუსლიმმა ქართველბმა შეინარჩუნეს დენაციონალიზაციის პროცესში ქართული ენა და შესაბამისად ეროვნული იდენტობა. სომხური და ბერძნული ეკლესიის ქართველმა მრევლმა დაკარგა ქართული ენა და შესაბამისად ეროვნული იდენტობაც.
მოკლეთ, ის ვინც ფიქრობს, რომ ერი და სახელმწიფო რელიგიამ უნდა გააერთიანოს, უნდა გაიაზროს, დღეს ეს იდეა, პირიქით, საპირისპირო შედეგს გამოიღებს და რელიგია კი არ გააერთიანებს, არამედ ერსაც და სახელმწიფოსაც გახლეჩს და დაასუსტებს. ერისა და ქვეყნის გამაერთიანებელი ფუნქცია რელიგიას კი არა, არამედ სახლემწიფო ენას უნდა დაეკისროს, რადგან ენას შეუძლია ერთიანი კულტურურული სივრცის ქვეშ მოაქციოს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა. ვინც ფიქრობს რომ მართლმადიდებლობამ უნდა გააერთიანოს ერი და ქვეყანა, მაშინ მითხარით, ის მილიონობით მუსლიმი ქართველი ვინც თურქეთსა და ირანში, ასევე აზერბაიჯანში ცხოვრობს, რა ეს ხალხი ჩვენი ერის ნაწილად არ უნდა ჩავთვალოთ?? იმ ხალხმა ვინც საუკუნეების მანძილზე შემოინახა ქართული ენა და ეროვნული თვითშეგნება, საქართველოს დიდი სიყვარული, ისინი ჩვენზე ნაკლები ქართველები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ მუსლიმები არიან?!- ხომ ხვდებით რომ მაგრად მიჰქარავთ , თუ ასე ფიქრიბთ.
მეჩეთებისა და მუსლიმი ქართველებით ძილდამფრთხალ ფსევდო ქრისტიანებს მინდა ვთხოვო, მეზობლებისათვის ლოცვის დაშლას, იქნებ წახვიდეთ ტაძარში და იქ ილოცოთ .. ღმერთს ეს საქციელი უფრო ეამება, ვიდრე მოყვასის დაჩაგვრა და დამცირება. გაიხსენეთ ქრისტე რას გვასწავლის, გიყვარდეთ უფალი და გიყვარდეთ მოყვასი. როცა ჰკიტხეს იესოს , მოყვასი ვინააო, ის იგავიც გაიხსენეთ…მომაკვდავი კაცი სრულიად უცხო ადამიანმა, სხვა ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის კაცმა გადაარჩინა… ძალიან მტკივნეულია ჩემთვის , როგორც ქრისტიანისათვის, როცა სასულიერო პირის მე ვახსენებ სახარებას და ქრისტეს სიტყვებს!!
კიდევ ერთხელ გიცხადებთ სოლიდარობას მუსლიმ ქართველებს!

ავტორი: თამუნა
07.11.2012 17:49
ბუნების ყველაზე დიდი სასწაული არის, მისი ქმნილება, ადამიანის ტვინი, რომელიც მის შემქმნელს ისე აბურთავებს, როგორც უნდა, და საბოოლოოდ თვითონ რჩება მაგარი გაბურთავებული... :) . ვაი, ვაი, უი,უი! ....

ავტორი: ანონიმი
07.11.2012 16:23
ქართული მატიანეების თანახმად წმინდა ნინოს გამოჩენამდე საქართველოში იყვნენ კანიბალები რომლებიც წმინდა ნინოს გამოჩენიდან ბოლშევიკების და საბჭოთა დემოკრატების გამოჩენას შორის არსებულ პერიოდში გაქრნენ. თუ იმას შევხედავთ თუ რა გულგრილად ხოცავდნენ საქართველოს დემოკრატიზორები უდანაშაულო და უიარაღო,უმწეო ქართველებს ეს არსებები ისევ გაჩნდნენ. ხოდა დანარჩენი მერე. კალი იუგაც გათავდება.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასა და სირიის ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლაზე.
გაგრძელება

აუდიო ქრის უოკერი: „მკაფიო ნორმების არარსებობას რუსეთი თავის სახეიროდ იყენებს“

გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ესტუმრა აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფერ უოკერი, რომელიც "მეათე სტუდიაშიც" მოვიწვიეთ.
გაგრძელება

აუდიო „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

​უკვე 20 წელია, რაც საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული