კვირა, 05 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 13:52

ბლოგები / ნიკო ნერგაძე

განმეორებითი ჩვენება: სნობი 2 (კაცი, რომელსაც ვითომ ლიტერატურა უყვარდა)

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
ორი კვირით უინტერნეტო ადგილას მივდივარ და, რადგან კომენტარებს ვერ წავიკითხავ და პასუხსაც ვერ გავცემ, სამსჯელო საკითხებისგან თავი შევიკავე. ასე, რომ „პლეიბოის“ ამბებზე, რომ ჩამოვალ, მერე დავწერ. მანამდე კი აჰა, თქვენ „ანაბეჭდში“ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული სტატია. „მუსიკალური სნობის“ ერთგვარი გაგრძელებაა.

ზოგისათვის კითხვა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება. რაღა გასაკვირია, რომ ხალხი, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, ხშირად ლაპარაკობს წიგნებზე, არჩევენ სხვადასხვა, ძველ და ახალ მწერლებს და მათ ავ-კარგს. ამ დროს შენც იქ დგახარ, ბუზებს ყლაპავ და ფიქრობ, სად ასწრებს ეს ხალხი ამდენის წაკითხვასო. არადა ლიტერატურაზე გამართულად ლაპარაკს, მუსიკისა არ იყოს, ცოდნა სულ არ სჭირდება. ჩვენი სახელმძღვანელო დაგეხმარება, მხოლოდ მონაწილეობა კი არ მიიღო ამ საუბრებში, არამედ თავი ისე აჩვენო, თითქოს წიგნით ხელში დაიბადე. ეს ყველაფერი წიგნის ერთი ფურცლის გადაშლის გარეშეც შესაძლებელია.


პირველი სემესტრი: ბავშვობა

ვიდრე ლიტერატურაზე საუბრის სიღრმეებში გადაეშვებოდე, საჭიროა, ჯერ თავის დაჭერა ისწავლო, თავად დაიჯერო, რომ იცი, რაზეც ლაპარაკობ. გაიღიმე მცოდნე სახით და ელაპარაკე მოსაუბრეს, როგორც თანასწორს. დასაწყისისთვის საკმარისია, საუბარი დაიწყო იმით, თუ როგორ მოგწონს რამე წიგნი. გამოდგება ნებისმიერი ნაწარმოები, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, სიტყვა ნაწარმოები არ იხმარო. აგრეთვე დაივიწყე სიტყვები რომანი, ნოველა, ლექსი, რეცეპტი, ნარკვევი, ანეკდოტი, სარჩევი. ყველაფერი არის ტექსტი. შეცდომაა: “მკვდარი სულები” შესანიშნავი რომანია ან “მკვდარი სულები” შესანიშნავი პოემაა. სწორია: ”მკვდარი სულები” მაგარი ტექსტია. შეგიძლია მოიწონო ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”, “შაგრენის ტყავი” თუ “მე, მარგარიტა”. ამაზე ვერავინ გაგიხურებს, მოგწონს და მორჩა. ტაბუ დადებულია მხოლოდ სამ წიგნზე, რომელთა ხსენებაც მყისვე გამოააშკარავებს, რომ კითხვა ახალი დაწყებული გაქვს. ეს სამი წიგნია, “ოსტატი და მარგარიტა,” “მარტოობის 100 წელი” და, რაც მთავარია, “სამოსელი პირველი.”

ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ რომელიმე ამ წიგნს რამე აქვს დასაწუნი. პირიქით. არაერთი კარგი საღამო შეიძლება გაატარო მეგობრებთან ერთად ჩაის სმაში და ბულგაკოვის ან დოჩანაშვილის გმირებზე საუბარში. მაგრამ ეს მეგობრებთან. ხოლო, როდესაც გინდა ახალგაცნობილ ადამიანზე მოახდინო შთაბეჭდილება, არ უნდა დაიწყო ლაპარაკი იმით, რაც თავისთავად ცხადია. თუ ლიტერატურის ცოდნის პრეტენზია გაქვს, მაშინ სამივე წიგნი კარგა ხნის წინ წაკითხული და განხილული უნდა გქონდეს. ასე რომ, ბუენდიების ოჯახზე საუბრით თავს ვერავის მოაწონებ. მოსაუბრე იფიქრებს, რომ წიგნი ახლახან წაიკითხე, რაც ნიშნავს, რომ “სალაგა” ხარ ან, იქნებ სხვა არც წაგიკითხავს არაფერი და შენთან ლაპარაკიც კი არ ღირს, ამ ეტაპზე დიდხანს არ უნდა გაჩერდე. ჭეშმარიტი სნობი ვერასოდეს გახდები, თუ მხოლოდ ქებით შემოიფარგლე, ნამდვილი სნობი არასოდესაა ბოლომდე კმაყოფილი. თავიდან ეს შეიძლება რთული მოგეჩვენოს, ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, დაიწუნო ის, რაც წაგიკითხავს კი არა, არც კი გაგიგონია. ნუ ღელავ, თავიდანაა რთული, თორემ მერე, მუღამში რომ შეხვალ, გაჩერება აღარ მოგინდება.


მეორე სემესტრი: ყრმობა


შეიძლება თავიდან გაგიჩნდეს ცდუნება, რომ კლასიკოსებს დაერიო. ყველას ჰყავს ნაცნობი ან მეგობარი, რომელიც მეხუთე კლასში “ვეფხისტყაოსანს” იწუნებდა, ისეთი მაგარი არ არის, როგორც გვეუბნებიანო, მესამე კურსზე კი შექსპირსაც გადასწვდებოდა, მოძველდა და აღარ არის აქტუალურიო. ამით მხოლოდ მეორეკურსელ ფილოლოგ სტუდენტს თუ დააბოლებ, ისიც, განსაკუთრებით სულელს.

აგრეთვე, არასოდეს გალანძღო პირველმა ქართველი მწერალი. თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას ნათესავია და ყველა ყველას ძმაკაცია. აცალე მოსაუბრეს, თვითონ გამოხატოს აზრი და შემდეგ ნახევრად დაეთანხმე. თუ იტყვის, ნიცა ნასრაძე კარგი მწერალიაო, დაეთანხმე და დაამატე, მისგან მაინც მეტს ველი, ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ მაგრამ სხვებს ნამდვილად ჯობიაო. თუ იტყვის, ეს ნიცა ნასრაძე ვინაა, საიდან მოვიდაო, არც ამაზე გაუტეხო გული, კვერი დაუკარი, მაგრამ აუცილებლად აღნიშნე, კია ნაგავი, მაგრამ მაგისგან კიდევ შეიძლება რამე დადგესო. მოკლედ, მთავარია მიხვდეს, რომ პრინციპული ადამიანი ხარ და საკუთარი აზრი გაქვს.

ბევრი სნობი ამ ეტაპზე იყინება. სჯერდება იმას, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია და წინსვლაზე აღარ ფიქრობს. ბევრს ეშინია კიდევაც. ისევე, როგორც კომპიუტერულ თამაშებში, რაც უფრო ვითარდები, მით უფრო რთული ამოცანები გესახება. იზრდება შანსი, რომ რომელიმე წიგნის ჭია ტყუილში გამოგიჭერს და მერე დაემშვიდობე სისხლითა და ოფლით მოპოვებულ რეპუტაციას. მაგრამ რჩეულნი მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. რჩეულნი წვრთნიან სხეულსა და სულს, რათა უმაღლესი დონის ლიტერატურულ სნობებად ჩამოყალიბდნენ.


მესამე სემესტრი: ახალგაზრდა სნობის პორტრეტი


თუმცა, სანამ მაღალი დონის ლიტერატურულ ორდენში მიგიღებდნენ, აუცილებელია, სულიერადაც სათანადო დონეზე იყო. აიღე მაგალითი ფრენკ დიუქსისგან, რომელიც, მოგეხსენებათ, ჟან კლოდ ვან დამის პერსონაჟია ფილმში “სისხლიანი სპორტი”. მას ბრძენი ტანაკა ასწავლის საბრძოლო ხელოვნებას, სხვადასხვა ილეთთან და ხრიკთან ერთად აღმოსავლურ ფილოსოფიასაც აცნობს. ეს იმიტომ, რომ, როგორც ერთი დიდი ადამიანი იტყოდა, დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. “სისხლიანი სპორტი” ტიპური ფილმია, სადაც მთავარ გმირს ბრძენი დამრიგებელი აფრთხილებს, რომ მან თავისი ძალა ჭკვიანურად გამოიყენოს. ლიტერატურულ სნობსაც კომპლექტში უნდა მოჰყვებოდეს ასეთი ბრძენი დამრიგებელი. სათანადო სულიერი მომზადების გარეშე, სნობები, ისევე, როგორც ჩონგ ლი, ვან დამის მოწინააღმდეგე “სისხლიან სპორტში”, სასტიკნი ხდებიან, ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, და მოსაუბრის ჩაგვრაზე გადადიან. ეს ერთხანს გასდით, მაგრამ ბოლოს “ბოროტსა სძლია კეთილმან” ხდება და გაკადნიერებულ სნობს ვინმე ვან დამისებრი მიწასთან ასწორებს.

ჭეშმარიტი სნობი ვიკინგივით არ მიეჭრება მოსაუბრეს და უცხო სიტყვებითა და გვარებით ჯიქურ არ გამოათაყვანებს. ჭეშმარიტი სნობი ნინძა უფროა, მსხვერპლს უღიმის, ხელს ართმევს და სიტყვებით აბრუებს. მოსაუბრე ასეთი სნობით ყოველთვის აღტაცებული რჩება - რამდენი იცის და მაინც არა აქვს თავში ავარდნილიო – ფიქრობს.


მეოთხე სემესტრი: სიჭაბუკე


დასრულებულ, სრულყოფილ ლიტერატურულ სნობს სხვებისაგან გამოარჩევს შესაძლებლობა, ძალდუტანებლად მოახდინოს კულტურული სინთეზი, დააკავშიროს ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული ხელოვანები და ახლებურად დაანახვოს მოსაუბრეს სამყარო. ან მაგრად გაერთოს მაინც.

კულტურული სინთეზის შეთხზვა არის სნობის ყველაზე ძლიერი, და ამავე დროს, ყველაზე უსაფრთხო ილეთი. თუ მოსაუბრე კარგად ერკვევა ლიტერატურაში, მას სავარაუდოდ მეტი არაფრისათვის არ რჩება დრო. ამიტომაც სულელური მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ჰგავს ბეროუზის შემოქმედება „რეინქოუთსის“ მუსიკას ჭკვიანურად აღიქმება. ძალიან მცირე შანსია, რომ მოსაუბრემ ბეროუზიც იცოდეს და „რეინქოუთსიც“. რომც იცოდეს, მერე რა. გამოვა, რომ შენ უხილავი კავშირი აღმოაჩინე, რომელიც მას აზრადაც არ მოუვიდა დაენახა.

აი, როგორ ხდება ეს. უნდა აირჩიო საკულტო, მაგრამ ბევრისათვის უცნობი მწერალი და მასზე მცირე ინფორმაცია მოიძიო. ბიბლიოთეკაში წასვლა ამისათვის საჭირო არ არის, საკმარისია 10 წუთი იქექო ინტერნეტში. ნახე ვინ მოახდინა გავლენა მწერალზე, რა აქვს დაწერილი და ვისი მეგობარი იყო. ლიტერატურაზე საუბარი რომ ჩამოვარდება, დაიწყე მასზე ლაპარაკი და დააკვირდი ეფექტს. მაგალითად შეიძლება ამ შაბლონის გამოყენება: „არა, რა, კეიტი ეკერი მაინც ძალიან მაგარია. იცი, რაზე ვგიჟდები, როგორ ახერხებს თან ბეროუზის გზა გააგრძელოს, თან რემბოს მიჰყვეს და ამავე დროს ასეთი ორიგინალური იყოს. ვიცი, პოსტ-პანკი „ნა ლიუბიტელია“ არის, მაგრამ საჩემოა რა. იცი, ეკერი „პერე უბუს“ მუსიკას მაგონებს ძალიან. ამას წინათ ვკითხულობდი ეკერის ბოლო სტატიას, სადაც ლაპარაკობს, თუ როგორ დაკარგა რწმენა ტრადიციულ მედიცინაში. მეც ეგრე ვარ, არ ვენდობი ექიმებს, მით უმეტეს საქართველოში. ყოფილხარ საავადმყოფოში ამ ბოლო დროს? იცი რა ხდება იქ?“

ეს უკანასკნელი წინადადება უკანდახევის საშუალებას გაძლევს. მივედით, მივაყენეთ დარტყმა და ბოლოს საუბარი ნეიტრალურ თემაზე, თანამედროვე ქართული ჯანდაცვის სისტემაზე გადავიტანეთ. ნაკლებად სავარაუდოა მოსაუბრე ეკერს დაუბრუნდეს და საავადმყოფოებზე საუბრისას სულ იმას იფიქრებს, რამდენი სცოდნია ამ კაცსო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსაუბრეს არ ჰკითხო, გაუგია თუ არა მას ესა თუ ის გვარი. უნდა აგრძნობინო, რომ პატივს სცემ მას და იცი, რომ ყველაფერი წაკითხული აქვს. ეს მოსაუბრეს საშუალებას აძლევს, რომ ღირსება შეინარჩუნოს და ამავე დროს, თუ მას გვარი არ გაუგია, საკუთარ უპირატესობასაც აჩვენებ, აი შენ ასე მარტივად ლაპარაკობ მწერალზე, შენთვის ეს ჩვეული ამბავია და გგონია, რომ სხვებიც ასე არიან.

მთავარია გახსოვდეს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა წაგიკითხავს, არც იმასა აქვს მნიშვნელობა რას ამბობ, მთავარია როგორ შთაბეჭდილებას ახდენ სხვაზე. ჭკვიანი სახის მოკერვა წიგნების კითხვაზე ადვილია. ამ სტატიის ავტორს შაბლონში მოყვნილი არც ერთი ავტორი წაუკითხავს, არც „მსოფლიოს ერთადერთი ექსპრესიონისტული როკენროლ ჯგუფი“ „პერე უბუ“ მოუსმენია, არც საავადმყოფოში ყოფილა ამ ბოლო დროს და წარმოდგენა არა აქვს იქ რა ხდება. მიუხედავად ამისა, შაბლონში მოყვანილი ყველა სიტყვა სიმართლეა. შეამოწმე, თუ არ გჯერა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: kika საიდან გვწერთ: plexanovi
02.09.2009 12:47
ისე ერთი ჭინადადე3ბა რომ დაეწერა ამხელა სტატიის წერას უპრო გასაგები არ იქნებოიდა, მაგალითად: შინაგანი ინტელექტი არ იყიდება! ლოზუნგინც გამოუვიდოდა და სტატიაშიც ჩაეთვლებოდა

ავტორი: მოდერატორი
02.09.2009 12:47
მაგ ჭინადადებას არ ვეთანხმები (ბოდიში, თავი ვერ შევიკავე:) )

ავტორი: luka საიდან გვწერთ: tbilisi
01.09.2009 17:49
ხარბედია სნობია?

ავტორი: ნიკო ნერგაძე
01.09.2009 17:49
არა.

ავტორი: სანდრო თარხან-მოურავი
30.08.2009 02:51
ძალიან კარგია.
ეგეც და მუსიკალური სნობიც.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
28.08.2009 22:10
თუ სნობები მკითხველთა მცირე პროცენტს შეადგენს, მაშინ მე, fermina-ს მსგავსად, მეტ სნობს ავიტანდი მეტი მკითხველის ხათრით.

მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, მგონი სნობების ზრდის პროცესი მკითხველების კლების პარალელურად მიდის და მგონი მკითხველების 100% სნობებად ჩამოყალიბდა. თუ ეს მართლა ასეა, ნიკოს სტატია სწორედ რომ დროულია.

უბრალოდ, იმის მეშინია, სულ არ დაანებოს ყველამ კითხვას თავი, ემანდ ნერგაძის ”სასტავმა” სნობი არ დამიძახონო :))

ავტორი: მოდერატორი
28.08.2009 22:10
ჩემი სასტავი მზადყოფნაშია! დღეიდან რეგიონებში გავლენ სნობების გამოსავლენად.

ავტორი: mandarini საიდან გვწერთ: uk
24.08.2009 15:12
კარგი რამე იყო, მიზანში ნასროლი :))

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
23.08.2009 21:26
(მე-2 ნაწილი) მე, ასეთ შემთხვევებში, მოსაუბრის გასანეიტრალებლად ჰენრი მილერს, ან, ვთქვათ, "მითს ბენილუნგების შესახებ" ვიყენებ. გააჩნია ტიპაჟს. ვახერხებ ხოლმე გამოვიცნო, ვის რა უფრო დააბნევს. მილერის რამდენიმე მოთხრობა თინეიჯერობაში წამიკითხავს, "მითი" - არასოდეს და არც ვაპირებ. ასე, ტვინის ბურღვის საწინააღმდეგოდ ვხმარობ ხოლმე.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
23.08.2009 21:24
მაგარი მკითხველობა რა შუაშია? აქ ხო სნობისმზე და კერძოდ ლიტერატურულ სნობიზმზე ლაპარაკობენ. ანუ იმ შემთხვევებზე, როცა სვეტსკად ინტელექტუალური სახით რაიმე ძალიან ჭკვიანურს გიამბობენ. შესაძლოა თქვენ იცოდეთ რაზეა საუბარი, მთხრობელი კი აინუშშიც არ იყოს და მსგავსი რამ არც პერსპექტივაში ქონდეს.

ავტორი: snobismoyvare
23.08.2009 20:45
ბგრძნოობთ !

ავტორი: gombesho საიდან გვწერთ: pskeri
23.08.2009 19:30
თქვენ ყველა, ასეთი მაგარი მკითხველი ხართ? საკუთარ თავში ვერ გრძნობთ სნობიზმს?

ავტორი: gombesho
23.08.2009 19:27
აუუუუუ.... ყველა რა მაგარი მკითხველი ყოფილხართ?

ავტორი: cnobismoyvare da zogjer snobismoyvarec
22.08.2009 20:35

არ ვიცი სნობობაა თუ სნ-ობობა, მაგრამ ამბობენ
რომ 1960-ანი წლების საპროტესტო თუ პროტესტული, მოკლედ თანამედროვეობით უკმაყოფილოთა მოძრაობები გაჩნდა ბიჭუნათა და გოგონათა მოწყენილობიდან. ამ მოძრაობათა ნაწილი კი ფილოსოფიური საფუძველს ეძებდა, მათ უარყვეს მშობელთა ტექნლოგიურ- მომხმარებლური
მილიტარისტული საზოგადოება და " სიყვარული და მშვიდობის" დევიზებით მცხოვრებ ავტონომიური საზოგადოებების გვერდით შექმნეს ბუნეასთან ჰარმონიული ცხოვრების მაძიებელი, დედა-მიწის,
დედა-ქალღმერთის თაყვანისმცემელი ნეოწარმართული მოძრაობები, ნეოდრუიდული იქნება ეს თუ სხვა...

ამას წინა ამეკიდა ერთი ნეოდრუიდული, ინგლისელთა, უფრო კონკრეტულად უელსელთა ნეოდრუიდული ლოცვა.
ვიფიქრე იქნებ ჩვენს ღვთის პირიდან გადავადნილ თანამედროვეობაში ვინმეს გამოადგეს მეთქი. მასში არის რაღაც ნაცნობი მოტივებიც :

" უფალო მომეცი თავშესაფარი,
და თავშესაფარში ძალა;
და ძალაში გაგება;
და გაგებაში ცოდნა;
და ცოდნიდან ცოდნა იმისა თუ რა არის კარგი;
და აქედან გამომდინარე მომეცი სხვათა სიყვარულის უნარი;
და სინაზიდან ღმერთის სიყვარული,
სიყვარული ღმერთისა და და ყოველგვარი სიკეთისა".

სულ ესაა და ეს. ამ ნეოწარმართების მოდელია
იდეალიზებული ნეოლითის ხანა როდესაც ადამიანებს
თითქოს უნდა ეცხოვრათ ბუნებასთან ჰარმონიაში.
ასე რომ მათი ნამდვილი დევიზია " წინ ნეოლითისაკენ", " წინ ქვის ხანისაკენ", მაგრამ ქრისტიანული თუ პოსტქრისტიანული ხანიდან ქვის
ხანისაკენ მიმავალი ადამიანების ლოცვაში აშკარად ჩანს ქრისტიანობის კვალი,თუნდაც იმიტომ რომ მეცნიერთა ბოლო დასკვნებით ნეანდერტალელი კაცი უნდა გამქრალიყო იმიტომ რომ ის კრომანიონელმა კაცმა შეჭამა და ამ ლოცვაში კი არაა კანიბალიზმის კვალი...

ავტორი: literaturaTmcodne
22.08.2009 11:20
XX საუკუნის მსოფლიოს უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის შესახებ დაწერილ ერთ საინტერესო რუსულ რომანს წავაწყდი (ოკოლონოლია,ნოლის ახლოს, ავტორი ნ დუბოვიცკი),
ციტატა :

" ლაქიებს უხარიათ: ხაზეინი ჩაძაღლდა. პრობლემა მხოლოდ იმაშია რომ სახლში ლაქიების მეტი არავინაა. თავისუფალი აღმოჩნდა სამასი მილიონი აქია...".
ნდაა !!!

იცოცხლეთ დაგაგიმარჯოთ, ამათ ჯინაზე მაინც გაიხარეთ


ავტორი: Jobs საიდან გვწერთ: Cupertino
22.08.2009 06:27
მაგრად ჩაუ*ვით ამ ბლოგით მაესტროს ნაპრემიალ გალიის მომავალ სტუმრებს - რაღაზე ილაპარაკოს ბასსამ, როგორ გაიხსენოს "ტრიპიდისიატიანი" არაყი და 37 მანეთიანი ავია"პერელიოტი" თაბუკაშვილმა, რა თემაზე ჩამოუშვას წვინტლები მიშა მესხმა და დამხობილმა "მართლმადიდებელმა" "დიდმა" რეჟისორმა...

ШЕВЧУК

Я чествую вас, сыновья дипломатов,
Юристов, министров и профессоров.
Ожиревших актрис, журналистов-магнатов,
Многотомных поэтов и суперпевцов.
Короче, тех, кого всегда у нас вызывают на "бис".
Тех, кто везде легко пролезет без виз.
Раскройте рты, сорвите уборы -
По улице чешут мальчики-мажоры.
Кичевая дрянь задернута в тело.
Душа это? Нет? Какое вам дело?
И так все легко соплякам и просто -
Папаша добьется служебного роста.
Папаша попросит весь зал кричать ему "бис".
Папаша исполнит любой сыночка каприз.
Раскройте рты, сорвите уборы -
На папиных "Волгах" - мальчики-мажоры.
Зарывшись в объемах секс-бюрократок,
Уткнувшись в плюющее спермой видео,
Нежась в минорах новомодных кастратов,
Мажоры грустят по испанской корриде.
И хочется бедным в Майями или в Париж.
Сан-Ремо, Флорида - о, да, о, это престиж.
А те из них, кто подрос немного,
Лепят фильмы о счастливом быте,
Варят статьи о прямых дорогах
Или открывают дверцы в МИДе...

ავტორი: tea საიდან გვწერთ: kutaisi
21.08.2009 04:03
აუ ნიკო რა მაგრად მოჭერი ბოლოს საკაიფოდ:))

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
20.08.2009 17:34
ეს წერილი იმ ხალხზე წალაზღანდარება არის,... ვინც თქვენსავით არ კითხულობს ლიტერატურას და თქვენ მოსაწონად არ ლაპარაკობს ამ საგანზე?

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
19.08.2009 23:08
ნიანუ_ს: სრულიად გეთანხმებით და როგორც ჩანს ერთნაირ ადამიანებს ვაწყდებით ხოლმე... მეც არაერთხელ გამიგონია როგორ მოაქვთ თავი დოეტოევსკის იდიოტით თუმცა საუბარი რომ დაუწყო (ისე ვერ გავუშვებ რადგან იდიოტი ჩემი საყვარელი წიგნია)გაგაგიჯებს და სულ დაგავიწყებს დოეტოევსკს და სხვა დანარჩენებსაც ოდესმე რამე თუ წაგიკითხავს...

ავტორი: ლექსო საიდან გვწერთ: თბილისი
19.08.2009 19:09
ნიკო, ხომ არ იცით, იური ვაჩნაძე კითხულობს ამ ბლოგს და კომენტარებს? ისე, სნობიზმზე გამახსენდა :)

ავტორი: არმანდუჩი ფეროსოლი
19.08.2009 18:18
ავტორი: rusa საიდან გვწერთ: tbilisi
19.08.2009 00:08
ძალიან ვიხალისე.საინტერესოა რამდენმა სნობმა ამოიცნო თავი ამ სტატიის წაკითხვისას..

ეჰ, ჩემო რუსა!..ქაჯების დოღს მიაქვს საქართველო!! ნობლს ვერ ნახავ ქვეყანაში ვერავის,..და სნობები ....საიდან???! ჩვენთვის სნობიზმი კიდევ კარგა ხანს იქნება ფუფუნება!
ეს რა თქმა უნდა სხვის აზრს გეუბნები, ერთ ადგილზე ამოკითხულს, რასაც ვეთანხმები! (გმადლობ თემურ!)

ავტორი: dato gabunia
19.08.2009 14:18
ეხ, ნიკო, ისე გაგვიხდა საქმე, "სამოსელი პირველი" და "მარტოობის 100 წელი" წაკითხულო ჰქონდეს ხალს, რა გვიჭირს. აქ კიდევ, საიდან ამდენი სიძულვილიო... ე, განა ვერა ხედავთ, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია? ლოლ

ავტორი: fermina საიდან გვწერთ: Tbilisi
19.08.2009 10:06
ნიკო, არ დააფრთხო ეს ხალხი, თორემ იმასაც აღარ გაამხელენ კითხვა რომ იციან:))))ეეჰ,ოღონდ იკითხონ, იმდენი მაინც, რომ კითხვა არ დაავიწყდეთ და ჯანდაბას, იყვნენ სნობები!!!!

ავტორი: rusa საიდან გვწერთ: tbilisi
19.08.2009 00:08
ძალიან ვიხალისე.საინტერესოა რამდენმა სნობმა ამოიცნო თავი ამ სტატიის წაკითხვისას..

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumidan
18.08.2009 20:12
es werili komentarebiTurT aranakleb snoburia:)

ავტორი: ნინო ჭარხალაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
18.08.2009 19:16
ამ ბლოგზე მომეტებული ინტელექტუალური პოსტების და კიდევ უფრო დიდი კომენტარების მერე ეს პოსტი (თუ სტატია?:)) სიამოვნებით წავიკითხე.
რომ ჩამოხვალ დაგხვდება ბევრი კომენტარი, ზოგიც (ბევრი) სნობის...

ავტორი: ნიანუ საიდან გვწერთ: თბილისი
18.08.2009 18:29
ნკო, აბსოლიტურად გეთანხმები რაც სამოსელი პირველზე, ოსტატი და მარგარიტაზე და მარტოობის ას წელიწადზე. ოსტატი და მარგარიტას ძალიან დიდი ხანი სწორედ იმიტომ არ ვკითხულობდი, რომ ყველა ვისაც თავისი ინტელექტის თავი მოჰქონდა მაგ სამი წიგნით და კიდევ დოსტოევსკის იდიოტით ტვინს ბურღავდნენ. ოსტატი ამ ზაფხულის შვებულებისას წავიკითხე, მაგრამ ისეთი განწყობით, რომ რას ვერჩი ბულგაკოვს:) ჰო, კიდევ იცი, რა მაგიჟებს? ზოგი ისე იჭრება როლში ასე ამბობს მასწერ ი მარგარიტა, არადა შეიძლება რუსული კითხვაც არ იცოდეს:) გავგიჟდიიიიი

ავტორი: არმანდუჩი ფეროსოლი
18.08.2009 18:25
ავტორი: იოანე საიდან გვწერთ: სანაპირო
კი! ....იმედი მაქვს რომ ვიცნობ!

ავტორი: იოანე საიდან გვწერთ: სანაპირო
18.08.2009 17:50
:)))
კაი იყო, განსაკუთრებით კულტურული სინთეზი.

არმანდუჩი, თქვენ იცნობთ ადამიანებს? ქართველ ადამიანებს?

ავტორი: tamari საიდან გვწერთ: tbilisi
18.08.2009 16:48
ძალიან ვიხალისე!!

ავტორი: არმანდუჩი ფეროსოლი საიდან გვწერთ: ნეაპოლი
18.08.2009 14:39
ადამიანებისადმი ამხელა სიძულვილი. საიდან??!!

ავტორი: Una საიდან გვწერთ: Tbilisi
18.08.2009 13:29
არაფერი იცვლება ავტორების გარდა.

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
18.08.2009 05:52
ნიკო, რა საყვარელი ხართ! საჭირო სტატიაა ესოდენ სნობური ქართული საზოგადოებისათვის, თანაც იუმორით გაჟღენთილი.

ავტორი: Larry King საიდან გვწერთ: CNN
17.08.2009 19:31
პრიკოლია, როგორც ყოველთვის.

პ.ს. იქნებ "სნობი 3" -იც დაწერო იუზერებზე, ანუ: "ყველაზე ჭკვიანი იუზერი" ან "როგორ დავწეროთ ბლოგთან შედარებით სამჯერ დიდი კომენტარი" ან რამე ეგეთი :)

ყველაზე პოპულარული