ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014 თბილისის დრო 16:20

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

„ყბადაღებული“ MAP-ის დაბრუნება!

ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაშიანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში
x
ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში
ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში

მულტიმედია

აუდიო
საქართველოში „პოლიტიკური ოპონენტების“ დაპატიმრების გამო ნატოს გენერალური მდივნის მიერ გასულ კვირაში გამოთქმულმა შეშფოთებამ საინფორმაციო სივრცეში გადაფარა პრაღაში ჩატარებული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები. არადა, სწორედ 12 ნოემბერს მიღებულმა რეზოლუციამ დაუსვა წერტილი მრავალწლიან სპეკულაციებს თემაზე – სჭირდება თუ არა საქართველოს MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის)  მექანიზმი ალიანსში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ პრაღაში მიიღო 349-ე რეზოლუცია, რომლის ბოლო პუნქტი ალიანსში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად ალიანსის წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლების შენიშვნებისა, რაც გასულ კვირაში მთავარი განხილვის თემა იყო საქართველოში, - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მოუწოდეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს და საკანონმდებლო ორგანოებს, რათა განიხილონ საქართველოსათვის MAP-ის მინიჭების საკითხი, როგორც შემდგომი ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

ეს მნიშვნელოვანი ჩანაწერია ალიანსის მინისტერიალის წინ, რომელიც 3-5 დეკემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. რეზოლუციაში ბევრად უფრო მეტი კონკრეტიკაა არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მიმართ ალიანსის დამოკიდებულება უცვლელია, არამედ ისაცაა ნათქვამი, თუ რა მექანიზმით უნდა გაგრძელდეს ინტეგრაცია. მოკლედ, შემდეგი ეტაპი MAP-ის მინიჭებაა და ეს, როგორც იქნა, გაირკვა, თუმცა სიცხადე ამით მთავრდება, რადგან უცნობია, თუ როდის შეიძლება კვლავ დადგეს დღის წესრიგში საქართველოსათვის ამ „ყბადაღებული“ MAP-ის მინიჭების საკითხი, რაზეც ქვეყანას ერთხელ უკვე უთხრეს უარი 2008 წლის ბუქარესტის ნატოს
ის, რომ MAP-ის მიღება თუნდაც მომდევნო მინისტერიალზე არ მოხდება, ეს ყველამ იცის. მაგრამ ჩვენ რაღაც პროგრამა მაქსიმუმები და მინიმუმები გვაქვს დასახული და ამაზე ვმუშაობთ, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ MAP-საც მივიღებთ, დარწმუნებული ვართ, ე.წ. Accession Talk-შიც [ევროკავშირის გაწვერიანების პროგრამაში] გავწევრიანდებით...

სამიტზე. აღსანიშნავია, რომ ამ დონის პროგრამის მინიჭებას სჭირდება ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების თანხმობა. ნატოს შემდეგი სამიტის დღის წესრიგი კი ჯერჯერობით უცნობია. ამ ვითარებაში საქართველოს ახალი ხელისუფლება არ აპირებს საზოგადოებაში არარეალური მოლოდინების გაჩენას და წინასწარ რაიმე თარიღებზე საუბარსო, - უთხრა პრაღაში მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ რადიო თავისუფლებას.

„მაგრამ ვადებზე არასოდეს არ შეიძლება აპელირება და ცრუ მოლოდინების ამაღლება საკუთარი მოსახლეობისათვის. ახლაც ცდილობენ ისინი, მაგრამ ის, რომ MAP-ის მიღება თუნდაც მომდევნო  მინისტერიალზე არ მოხდება, ეს ყველამ იცის. მაგრამ ჩვენ რაღაც პროგრამა მაქსიმუმები და მინიმუმები გვაქვს დასახული და ამაზე ვმუშაობთ, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ MAP-საც მივიღებთ, დარწმუნებული ვართ, ე.წ. Accession Talk-შიც [ევროკავშირის გაწვერიანების პროგრამაში] გავწევრიანდებით...“

როგორც ზემოთ ითქვა, პრაღის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს თემაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს MAP-ის მექანიზმი ალიანსში შემდგომი ინტეგრაციისათვის. არადა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაწვერიანების სამოქმედო პროგრამის არმიღებით გამოხატული წყენა რომ გადაეფარა, საქართველოს წინა ხელისუფლებამ მოიფიქრა ასეთი ფორმულა: ჩვენ მოგვცეს MAP-ზე უფრო მეტიც, რასაც მთელი 4 წელიწადი იმეორებდნენ.

მახსოვს, ზუსტად ამ გზავნილით ესტუმრა ზუსტად ორი წლის წინ, 2010 წლის 25 ნოემბერს საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას პრაღაში. შეიძლება ითქვას, რომ სტუმარი პირდაპირ ლისაბონიდან ჩამოვიდა, სადაც მაშინ ნატოს მორიგი სამიტი გაიმართა. „მორიგი“ ალბათ სხვა სახელმწიფოებისათვის იყო და არა საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელმაც ევროატლანტიკური კავშირის უმაღლესი დონის შეხვედრას „კიდევ ერთი დიპლომატიური წარმატება“ უწოდა. „ნატოში გაწევრიანებისათვის, ჩვენ ეს ყბადაღებული MAP-ი შესაძლოა აღარც კი დაგვჭირდესო“, - უფრო შორს წავიდა ლისაბონში მყოფისაქართველოს პრეზიდენტი. იმჟამინდელმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც კარგად იცოდა, რომ მთლად ასე მარტივადაც არ იყოს საქმე, ასე განმარტა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რადიო თავისუფლებასთან საუბარში:
გიორგი ბარამიძეგიორგი ბარამიძე
x
გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე

„ჩვენ სწორედ ასე ვუყურებთ ამას, იმიტომ რომ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია და რითაც ჩვენ შეგვიძლია ნატოსთან ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციების გამართვა, ანუ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. ამას MAP-იც არ ითვალისწინებს. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე  MAP-ი. და გვაქვს ე.წ. წლიური ნაციონალური პროგრამა, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სხვა არაფერია, თუ არა ერთადერთი და ძირითადი შემადგენელი ნაწილი MAP-ისა. ანუ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის გულის გასახარად, რაც მისცეს საქართველოს იმას არ ჰქვია MAP-ი, თორემ რელურად, შინაარსობრივად, ეს არის თავიდან ბოლომდე MAP-ი. იმიტომ, რომ მათემატიკური ფორმულით რომ ვთქვათ, MAP-ი უდრის წლიური ნაციონალური პროგრამა გამრავლებულიN-ზე. და N-ი არის წლების რაოდენობა და მეტი არაფერი. ანუ ყოველ წელს აკეთებ აი, ამ პროგრამის ფარგლებში შენს რეფორმებს და ეს არის MAP-ი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, 12 ნოემბერს მათემატიკური გამოთვლებისა და სპეკულაციების პერიოდს წერტილი დაესვა.  საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით გაირკვა, რომ MAP-ი არსად გამქრალა, იგი საქართველოსაც ისევე სჭირდება ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინას, მაკედონიას, ჩერნეგორიას თუ კოსოვოს. ნატოს ბრიუსელის მინისტერიალის წინ ასეთი რეზოლუცია კარგი წინაპირობაა, რომ კანონმდებელთა რეკომენდაცია საგარეო და თავდაცვის მინისტრებმაც გაამყარონ ხელმოწერით. მით უფრო, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველომ შეასრულა ის სამუშაო დავალება, რასაც მისგან მოითხოვდნენ ალიანსის წევრი ქვეყნები. დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც აღიარებს ნატოსა და ევროკავშირში გაწვერიანების უალტერნატივო საგარეო პოლიტიკურ კურსს. მაგრამ, როგორც მალე გაირკვა, ალიანსის მხრიდან თავი იჩინა ახალმა მოთხოვნებმა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ12 ნოემბერს მოუწოდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რათა თავი შეიკავოს „პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან“. რეზოლუციის კიდევ ერთი და უმთავრესი მოწოდება კი ახალ მთავრობას და პარლამენტს და მათთან ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს განეკუთვნება. ნატოს ქვეყნების კანონმდებლებს სურთ, რათა „საქართველოში მთავრობისა და პრეზიდენტის ეფექტიანი თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს“. მორჩა და გათავდა!

ეს ახალი მოწოდებები, ჯერჯერობით არ არის კატეგორიული, მაგრამ საკმარისი საბაბი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ჯერზეც ეთქვას უარი MAP-ის მიღებაზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა ახლა ისაა, რომ ეს საბაბი არ მიეცეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ალიანსის კავკასიისკენ გაფართოებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მე საიდან გვწერთ: აქედან
26.11.2012 02:34
რა იყო ლიკლიკაძე რამ გაგამწარა? და საერთოდ რადიო თავისუფლება არჩევნების მერე დაკვეთებზე გადავიდა?

ავტორი: emigranti საიდან გვწერთ: amerika
21.11.2012 04:00
რა ნატო რის მაპი რა ტყვილად იღლით თავს კომენტარების წერით . საქართველოს ბედი დიდიხანია გადაწყვეტილია მას შემდეგ რაც პუტინმა ივანიშვილი მოავლინა საქართველოში თავისი მიზნების განსახორციელებლად. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიტომ დემოკრატიის თამაშით, ვითომ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვის მანტიით , გააზრებულად აშორებს ქვეყანას უკვე მიღწეულისაგან. ჯერ გვაფრთხილებენ მალე კი საერთოდ მოგვიჯახუნებენ კარს(ისე როგორც უკრაინას) და ასრულდება პუტინის და ჟირინოვსკის ოცნება -მუხლებზე დაჩოქილი რომ უნდა შევეხვეწოთ.... აი ეს არის გაბრიყვებული ქართველებისა და ივანიშვილის ო ც ნ ე ბ ა

ავტორი: VENDETA საიდან გვწერთ: KAVKASIA
20.11.2012 22:32
(გაგრძელება)

დღეს გერმანია ერთერთი უდუდესი სავაჭრო პარტნიორია (და არამარტო გერმანია) და რუსეთზე ენერგო რესურსების გამო მთელი ევროპა უფროა დამოკიდებულია ვიდრე ოდესმე იყო დღეს ნატო და რუსეთი ერთობლივ ოპერაციებს ატარებენ ავღანეთის ჩრდილოეთში და რუსეთი კორიდორს უკეთებს ნატოს რათა ნატომ ჯარები მშვიდობიანად და დაცულად გამოიყვანოს ავღანეთის სასაკლაოდან ასევე არსებობს ათასი სხვა ფაქტორი რაც დიდი სახელმწიფოების გეო პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებს და ბირთული იარაღის გაუვრცელებლობას ეხება რა უნდა შესთავაზოს ჩვემა პატარა ქვეყან იმის მსგავსი რომ ამ ყველაფრის ალტერნატივა შესთავაზო ს ნატო პრაგმატულად საზღვრავს გამძღარ და გამთბარ ევროპელებს (მაპატიეთ ტერმინისთვის და იმედია არ დაბლოკავთ ამის გამო კომენტარს) რომლებსაც აღმოსავლეთიდან სართხეე არ ადარდებს რადგან ახლა საკმაო ძალა და ბუფერი აქ. არა დარდებს რა ხდება აფახაზეთში სამაჩაბლოში და ზედმეტი წევრი ზედმეტი თავის ტკივილია. ამიტომაც ცივი ომის შემდეგ დააწესეს სტანდარტი IPAP,MAP,და ექსთეიშენი. რა სიტუაციაც იქნება იმ სიტუაციას სათავისოთ გამოიყენებს ამიტომ პატარა ქვეყანამ არ უნდა დაუტოვოს ნატოს სათქმელი ნაცების ხელისუფლება ვერასოდეს გახდებოდა ნატოს წევრი რადგან ბევრ სათქმელს უტოვებდა ეს იყო 99% გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოში,გაუხსნელი თუ შეკვეთილი მკვლელობები დარბეული მიტინგები რომლებსაც მსხვერპლი მოყვა ელიტური კორუფციის ფაქტები ნახევრად თავისუფალი მედეა შერჩევითი სამართალი აგრესიული ტონი რუსეთთან კონფლიკტები და ათასი სხვა რამ ასევე ჩვენი ბიჭების გაუმართლებელი რაოდენობის გზავნა კოსოვოში ერაყსა და ავღანეთში ამიტომააც ხან კარებთან ვიყავით ხან ასპირანტი ვიყავით ხან რა და ხან რა აქ იყო ერთი შანსი თუ დაიწყებოდა ნატო-ირანის ომი შეიძლებოდა ნატოს მიეღო გადაწყვეტილება პრაგმატული აზროვნების გამო საქართველო მიეღო ნატოში რადგან გეოგრაფიული მდებარეობის გამო(მაშინ იტყოდნენ მერე რა რომ ოკუპირებულია აფხაზეთი და სამაჩაბლო ამის გამო რუსეთს ვეტოს უფლებას ხომ არ მივცემთო) კარგი იქნებოდა აქ ჰოსპიტლები ანტი სარაკეტო სისტემების განსათასებლად მაგრამ გვინდოდა ასეთი ნატი როდესაც ჩვენი ქვეყანა აღმოჩდებოდა ბირთული ქობინების ქიმიური იარაღის შაჰიდების და ტერორისტების სამიზნეთ??? გონი არ გვაწყობს :) ხო :)როდესაც ასევე რუსეთს გაეხსნებოდა ინტერესი გიუნრის ბაზის მომარაგების პრობლემის გამო საქართველოზე გაეჭრა კორიდორი. ტატა შვილო გერმანიიდან რომ გვასწავლი ჭკუას მახსოვს როგორ გააფთრებით იცავდი ნაც მთავრობას და გაჰყვირი მონებად უნდა გვაქციოსო რატომ ხარ იმ ქვეყანაში რომერმაც კარი მოგვიჯახუნა ცხვირზე როდესაც ფეხი გვქონდა შედგმული პროტესტის გრძნობის ნიშნად რატომ არ დასტოვე გერმანია? ბევრი კობას აკრიტიკებთ კობა მისი საქმის პროფესიონალია ნეტა ეგეთი ბევრი ყავდეს ჩვენ ქვეყანას პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხვის ობიექტურობას ნუ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. გამგები გაიგებს ამ კომენტარს ჯანსაღ კრიტიკას არაფერი ჯობია.

ავტორი: VENDETA საიდან გვწერთ: KAVKASIA
20.11.2012 22:30
აქ ვკითხულობ კომენტარებს და ასე ერთმანეთზე გადამტერებული ქართველების შემხედვარე არც ნატო მინდა და არც მისი ჯიშის სხვა რამ.
ხალხო ერი აღარ უნდა შერიგდეს თუ ქართველები ერთად ვიქნებით ვერც რუსეთი ვერც თურქეთი და ვერც სხვა ვერ წაგვაქცევს და არც ეგ ნატო დაგვჭირდება მოეშვით ამ ერთმანეთის ხორცის ჭამას ზოგი ევროპიდან გვასწავლის ჭკუას.
ეხლა მეც მინდა ერთი ორი სიტყვა ვთქვა ამ ნატოზე და მეპზე.
რა არის MEP-ი ?
MEP- პირდაპირი თარგმნით რუკას ნიშნავს ანუ საგზაო რუკა რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მიმართ კონკრეტული პირობების წარდგენას რომლის შესრულების შემდეგ ქვეყანა უნდა გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ წევრობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ნატოს სამიტზე მყოფი ნატოს წევრი ქვეყნის მეთაურები რის შემდეგაც ქვეყანა ხდება ნატოს წევრი ასერომ MAPი წევრობის გარანტიას არ იძლევა მაგალითად მაკედონის მაგალითი ქვეყანა რომელსაც შესრულებული აქვს MAPის პროგრამა მაგრამ სამიტზე საბერძნეთმა წევრობა დაბლოკა იმიტომ რომ ქვეყნის სახელწოდება პირდაპირ ემთხვევა მისი ერთერთი პროვინციის სახელს და მაკედონიისთვის ქვეყნის სახელის შეცვლა მოითხოვა რათა სამომავლოდ ტერიტორიული პრეტენზიები აეცილებია სახელწოდების გამო. "პარადოქსია მაგრამ ფაქტია" ხომ არ გავიწყდებათ რომ ნატოს წევრობა პირდაპირ კავშირშია გეო პოლიტიკასთან? ჩვენს გეოპოლიტიკურად არა მდგრად რეგიონში სადაც გავლენისთვის გააფთრებული იბრძვის რუსეთი თურქეთი და ა.შ.შ და ასევე რეგიონს გააჩნია კონფლიკტიის 3 ზონა აფხაზეთი სამაჩაბლო და მთიანი ყარაბახი და ამას + ჩრდილო კავკასიი ცხელი წერტილები როგორ ფიქრობთ მოულოდნელად ნატოს გამოჩენამ რა შეიძლია გამოიწვიოს? პასუხი ნათელია ომი 28ნატოს წევრ და რუსეთს შორის გასაგებია რომ პრაქტიკულად ძნელი წარმოსადგენია მაგრამ თეორიულად 1 ტყვიამ შეიძლება ამხელა დენთი ააფეთქოს რაც არავის არ სურს არც 28 და არ იმ ერთს ახლა ზოგიერთი იტყვის მაშ გერმანიაო რომელიც გახლეჩილი იყოო კი ეგრეა მაგრამ მაშინ სხვა გეო პოლიტიკური სიტუაცია იყო პლანეტის რუკაზე და ორი მხარე ერთმანეთს მოკავშირეების გადაბირებაში ეჯიბრებოდა გაწითლებული იყო მთელი ევროპა და ყოფილი საბჭოეთი რომლებიც ერთმანეთს ღიად ებრძოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა პოლიგონზე ვიეტნამში ავღანეთსა თუ აფრიკის სხვადასხვა რესპუბლიკაშიმაშინ თურქეთი მიიღეს ნატოში ქვეყანა რომელიც დღესაც არაა ევრო კავშირის კიარა ევრო საბჭოს წევრიც. რადგან ელემენარულ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს რაც ნატოს წევრი გახდა თურქეთი მის შემდეგ იქ თუ არ ვცდები 5 გადატრიალება მოხდა და დღესაც ყალბდება არჩევნები მაგრამ მაშინ ეს ერთადერთი საშუალება იყო თურქეთი დაეცვათ საბჭოთა ბანაკიდან და ეს გასული საუკუნის 50 იან წლებში მოხდა და იქ ნატომ ყუპიტერის ტიპის რაკეტები განათავსა რათა სბჭოეთზე ომის შემთხვევაში უახლოესი წერტილიდან გამანდგურებელი დარტყმა მიეყეენბია. დღეს სხვა რეალობაა საბჭოეთი არა ომის საფრთხე არ ჩანს დღეს ევროპა თავისუფალია ნატო ანტი ტერორისტულ ოპერაციებს უფრო ახორციელებს ვიდრე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

ავტორი: ჯარისკაცი საიდან გვწერთ: თავდაცვიდან
20.11.2012 20:52
აი ყველა ხედავს სიმართლეს ვის რაში გვაინტერესებს ახლა აქ მეპი, რაას გვაბოლებს ეგ ლიკლიკაძე? მეპი კიარა ჩვენ გვინდა შიდა პრობლემების გაშუქება! დეტალურად და ობიექტურად, ამ ლიკლიკაძეს აქ თავი რომ მოაქ თავისუფლების შუქურად და დიდ მოამაგედ და ქომაგად სამხედრო საქმის ამას 2 გადაცემის უკან ,,რვაფეხამ" დაუსვა კითხვა სადაც არგუმენტირებულად ეკითხებოდა თავდაცვაში ახალაიას კადრების დაწინაურების საკითხს? რომელიც გია დგებუაძის იგივე ,,მასტერას" ხალხზე იყო საუბარი. კობა ლიკლიკაძემ ყოველგვარი ჟურნალისტური ეთიკის დარღვევით და არა არგუმენტირებულად უარი განაცხადა გადაემოწმებია ეს ამბავი, კარგით რა შეთანხმებულები არიან და ეგ ლიკლიკაძეც ისე ლიკლიკებს როგორც ვიღაცას უნდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარედან ჟურნალისტი რომელიც არ დაინტერესდება იმ კონკრეტიკით რაც ხალხის მაას აინტერესებს და სააშკარაოზე არ გამოიტანს არსებულ რიალობას მოდი და იწამე იმისი რამე, მაპზე თუ მეპზე გვიყვება აქ მე ჩემს ქვეყანაში მაინტერესებს რახდება ნუ ბურღავ ტვინს ამ მაპით და ყველასთვის გასაგებია ეგ შენი ქულები მაქ დიდ ,,მასონურ" თავისუფლებაში უაზრო კომენტარი არ დამიწერო აქ, ამ ტექსტს იმისთვის არ ვწერ პასუხი რომ გამცე პასუხს იმით გამცემ როცა სიმართლეს იტყვი ან სიმართლის თქმას თავს არ აარიდებ უაზრო არგუმენტებით იმის შესახებ რასაც საზოგადოება გეკითხება რვაფეხას აზრს 50 ჯარისკაცი მაინც ვიზიარებთ არავის არ ვეგონო აქ ნაციონალური გუნდის წევრი პირიქით მაგ ხალხმა გამიმწარა ცხოვრება და ახლა სწორედ ახლა ამ გამარჯვების შემდეგ მაგათ საცეცებს კიდევ რომ ვხედავ და ამაზე თვალს ხუჭავს ყველა ამიტომ მეპარება გულში შიში რომელიც ათასი უსამართლობის საფუძვლად მეჩვენება

ავტორი: BEKA საიდან გვწერთ: TBILISI
20.11.2012 00:51
ბატონი ლიკლიკაძე ძალიან ტენდენციურია, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ალბათ წაქცეულს წიხლიც მიაყოლეს პრინციპით. ასეთი რა გაგამწარეს ნაცებმა "ჩემო" კობა.

ავტორი: ბესო საიდან გვწერთ: აფხაზეთი, გალი
19.11.2012 22:24
ისე ადამიანი წერ ტუტუცის სახელით და არც უნდა ვაკომენტარბდე ამას გალიდანაც კი, გაგიმორებ: რუსს ვერ მოველაპარაკებით, მას სურს საქართველოს დანგრევა, თუ დაეთანხმები იქნები მისი მონა უაფხაზეთოდ და სამაჩაბლოს გარეშე, ეხლა თუა გასაგები?!

ავტორი: ირაკლი ტაბლიაშვილი საიდან გვწერთ: თბილისიდან
19.11.2012 17:18
კობა, მადლობა სრულფასოვანი ანალიზისათვის.
20-22-25 წლის წინ ჩვენ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და, მერე, უცებ, ეს დამოუკიდებლობა მივიღეთ-მოვიპოვეთ. ახლაც ასეა - წარმოუდგენლად გვეჩვენება ნატო-ს წევრობა და, "უცებ" ამ ნატოსაც მივიღებთ და ახალი გამოწვევები იქნება ჩვენ წინაშე. 20-30 წელიწადი არაფერია იმ ქარტეხილებში, რომლებიც გავიარეთ და კიდევ გასავლელი გვაქვს. მთავარია - არ მოვბრუნდეთ უკან და განა წარსულში მხოლოდ საბჭოეთს ვგულისხმობ, მათ შორის, უახლოს წარსულსაც, როდესაც ევროპულ ღირებულებებს ვღალატობდით.

ავტორი: naturali
19.11.2012 16:35
მოდერატორს

რატომ დამიტევე მე და პოსტი ჩემი
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
19.11.2012 16:39
მრავალწერტილით ჩანაცვლება საქმე არ შველის - უწმაწური გამოთქმა უწმაწურადვე რჩება

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
19.11.2012 12:47
აღარც თქვენი ნატო გვინდა და აღარც თქვენი შერჩევითი დემოკრატია და სამართალი, გავწყდით წელში, ამოვიდა ყელში 20-წელი ამ ნატოს კართან მათხოვრობა, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, აწი ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს.... აი ასე ჩემო ნატო, რაც გინახავს ვეღარ ნახავ...

ავტორი: ანონიმი
19.11.2012 12:11
"ჩემთვის ის ადამიანი ბრალდებულია წამებაში, ცემა ტყეპაში, ბიზმესმენების დატერორებაში და ა.შ."
-------------------------
- რა იცი ??? რატომაა ბრალდებული, მარტო იმიტომ ხომ არა, რომ ციხიდან გამოსული ( რატომ ჩამაჯინესო ქვეყნიერებაზე გაბოროტებული) შალიკო რამიშვილი და მისნაირები სისულელეებს რატრატობენ?

"ველოდები მასზე ბრალის დამტკიცება არ დამტკიცებას და უკანვე წავიღებ ჩემ სიტყვებს თუ სასამართლო მას გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს"
-----------------------------------
ჰოდა ჯერ დაელოდე და მერე მაინც ისაუბრე მის ბრალეულობაზე, მანამდე კი ნუ უვრცელებ ჭორებს....

თქვენნაირების დასაწყნარებლად დაიჭირეს ეს ადამიანი, რომელსაც ნამდვილად კარგი უფრო მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ცუდი.

ავტორი: gela საიდან გვწერთ: skamidan
19.11.2012 10:03
მართლაც და ბატონო კობა გამოდით წინასაარჩევნო რიტორიკიდან! მართლა სირცხვილია უკვე! ამ რეზოლუციაში მეტი არაფერია ნათქვამი ნეტა? აბსოლიტურად უსირცხვილოდ იჭერთ მხარეს და კიდევ ობიექტურობაზე გაქვთ პრეტენზია.

რადიო თავისუფლებას ყავს თუ არა რედაქტორი ბოლო ბოლო?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.11.2012 00:28
ბრალის დამძიმება - იურისდიქცია და სწავლებანი კანონის შესახებ, შეგიძლია წაიკითხო ქართული იურისდიქცია და დარწმუნდე რამდენად შესაძლებელია ბრალის დამძიმება

ისე სამსახურში თანამშრმლების ცემა-ტყეპის გამო, მოსმენების გამო, ადამიანების შანტაჟისა, პირადი ცხოვრების ხელყოფის, უნებართვოდ თავისუფლების აღკვეთისა და კერძო საკუთრების ხელყოფის გამო კონკრეტული პირების დასჯას ქართული იურისდიქციაში კანონიერება უმყარებს საფუძველს

რაც შეეხება მეოცნებეების ხულიგნობას და ამათ უხამს "შეცდომებს" - დამერწმუნე შენზე და ანონიმებზე ადრე დავიწყე ამ პრეცედენტების კრიტიკა და თუ კამათია არგუმენტებით ვიკამათოთ, თუ არადა ერთმანეთის სალანძღავად სხვა ფორუმები უფრო გამოდგება

ანონიმებისთვის ბაჩო ახალაია ცოტნეა დადიანი, ჩემთვის ის ადამიანი ბრალდებულია წამებაში, ცემა ტყეპაში, ბიზმესმენების დატერორებაში და ა.შ. ველოდები მასზე ბრალის დამტკიცება არ დამტკიცებას და უკანვე წავიღებ ჩემ სიტყვებს თუ სასამართლო მას გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს

ბესო - საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე რას წერ, გარდა იმისა რომ გალში ხარ (რაც კომენტარსაც ეტყობა) და რომ დასავლეთთან ინტეგრაციამ უნდა მოგვაშოროს რუსები. ამას დიდი ხანია ვწერ ;)

ისე ამდენ წერას ცოტა წაგვეკითხა აჯობებდა

წაუკითხაობა გვღუპავს და არა "დაუწერლობა" ქართველებს

ავტორი: ანონიმი
18.11.2012 19:10
აი, ესეთი გერმანე მოგვწონს.

არ მეხუმრება, თორემ ვეტყოდი tutuc-სა: "უპასუხე უფროსსა"...

ავტორი: ბესო საიდან გვწერთ: აფხაზეთი, გალი
18.11.2012 18:47
ტუტუც შენ ვიღაცის ნათქვამს მაკითხებ აქ დავკარგეთ 1/5 ტერიტორიის და გატენილია რუსის ჯარით საქართველოო, მაგრამ ჩემს გატუტუცებას ნუ ცდილობ რუსი აქედან მოველეპარაკებით და გავაო, ერთად ერთი გზა გერმანაისავით ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით რუსის აქედან იძულებით გაყვანაა, სატუტუცედან კი ა რ გწერ, ზუსტად იქიდან გწერ რაც მიწერია

ავტორი: GERMANE
18.11.2012 18:02
ხო, ტუტუცი ბატონო, შემეშინდა რამე არ გამოგრჩეს და იმ ჩამონათვალს ისიც მიამატე:
რა წესია კაცს დაჭერიდან სამი დღის მერე დაუმძიმო ბრალდება? რაზე მიუთითებს ეს?
შე კაცო, მოიცადე სამი დღე და მერე დაიჭირე ამ მძიმე ბრალდებით - რატო იჭერ მინისტრს ან გენშტაბის უფროსს იმიტომ, რომ თურმე ვიღაცას უკნიდან მიეპარა და ყური აუწია? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოტენციურ მოწმეს უთხრა - აი, ნახე, უკვე მაინც დაჭერილია და თქვი ახლა რაც გინდა და რა მძიმედაც გინდაო? ეს ხომ ზეწოლაა, ეს ხომ ჩვენების გაყალბებაა?
ასე ჩემო ტუტუცი, ბაჩო ახალაია აკეთებდა და რით განსხვავდება ახლა ბატონი ივანიშვილი მისგან? ამ ოცნებას თურმე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მანამ გადაუწყვეტია ვინაა დასაჭერი და ვინ არა. აი ამას ჰქვია პოლიტიკური მ ოტივაცია, თუარა, ბაჩო ახალაიას რომ 50წელი არ ეყოფა საპატიმროდ - ეგ ყველამ იცის.
საქმე ეხება კანონის უზენაესობას და იმ პროცედურების დაცვას ყველას მიმართ, რასაც კანონი ითვალისწინებს.

კარების აჭედვა გამგეობისთვის ისე ხულიგნობაა - დაიჭირეს ვინმე? ან დააჯარიმეს?
აი ესაა შერჩეული სამართალი- სახელად მაინც დავაჯარიმებდი 2-3 კაცს.
გჯერა ახლა შენ, რომ ბიძინას ხალხი რევანშისტი არაა? თუ რევანშისტობა არ მიგაჩნია პოლიტიკურ გრეხად?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.11.2012 17:55
MAP-ის მიღებას ბიძინა პუტინისგან მართული არ დაუშვებს. რუსეთი პირობას აყენებს ან რუსეთი ან ნატო. ამაზე წერენ რუსული მედია საშუალებები და ამას ხედავს ყველა,ვისაც დანახვა უნდა.
ბიძინამ რუსეთის წინაშე ოთხზე ფორთხვა არჩია. ახლახან გერმანიას სთხოვა "შუამდგომლობა" მონობისთვის.
რუსეთთან, რომელიც არის ჩვენი მტერი, საუკუნეების მანძილზე გვებრძოდა, გვანადგურებდა და ახლაც ამასვე განაგრძობს. ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამ ქვეყანასთან, ამ პირობებში ურთიერთობა ვერ გამოსწორდება. ნატოში შესვლა და დასავლეთზე ორიენტაცია არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა.
პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ბიძინა და მისი ბანდა ვერ შეეშვება, მეტიც უფრო შორსაც წავლენ. ოცნებისტებს მიღებული აქვთ პუტინისგან დავალება და ასრულებენ კიდეც.

ავტორი: ანონიმი
18.11.2012 17:37
აღარ მორჩა თქვენთვის წინასაარჩევნო პროპაგანდა ჯერ კიდევ, ბატონო კობა? იქნებ დროა ხელი მიჰყოთ სერიოუზულ ჟურნალისტიკას (თუკი ეს კიდევ შეგიძლიათ) და გარეგნულად მაინც დაიცვათ ობიექტურობის ფასადი? ძალიან სირცხვილია ეს, მაგრამ თქვენ ამას ეტყობა ვეღარ გრძნობთ!

ავტორი: P
18.11.2012 17:19
" ნატოს ქვეყნების კანონმდებლებს სურთ, >>რათა<< „საქართველოში მთავრობისა და პრეზიდენტის ეფექტიანი თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს“. "

სტატიას წერთ და ელემენტარულ შეცდომას უშვებთ ზემოთ რათას მაგივრად >> რომ << უნდა გეწეროთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.11.2012 17:00
გერმანე, არსადაც არ დამისტოპებია და თუ კითხულობ ჩემ კომენტარებს (რაც სულაც არ არის აუცილებელი) არაერთხელ გავუსვი ხაზი ამ ახალი ხელისუფლების საკმაოდ ცუდ საქციელს

დაპატიმრებებამდე იყო: სახალხო დამცველი; ბრალდება შსს მინისტრისადმი მეგობრების ლობირებაზე; სრული გაურკვევლობა ციხეებში და სუბარის მოადგილეების ირგვლივ; 80 მილიონი რომელიც ნაციონალებმა დაუბრუნეს ბიძინას ჯერ კიდევ უმისამართოდ დევს და არავინ საუბრობს კახეთში დაზარალებულების აღწერაზე; სპორტის მესვეურების "გადაყენების" საკითხი; ადგილობრივ თვითმმართველობებში გაუგებრობები...

მაგრამ ცუდი ის არის რომ ამაზე არავინ საუბრობს, სამაგიეროდ საუბრობენ რომ ახალაია ახალი დორების ცოტნე დადიანიაო

საქმე ვაკეთოთ საქმე

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.11.2012 16:20
სანამ რუსებთან არ დავლაგდებით არსად შემსვლელები არ ვართ. მითუმეტეს როცა 1/5 ქვეყნის ტერიტორიისა ოკუპირებულია, რუსებისგან აღიარებულია და მათივე სამხედროებით არის გატენილი

ასე რომ საქმე ვაკეთოთ ქვეყნისათვის სჯობს ვიდრე ერთმანეთს ნიკები ვუწონოთ

ავტორი: GERMANE
18.11.2012 16:13
ტუტუცი, ძალიან მომეწონა შენი პოსტი და შენი ჩამონათვალი - მართლა სრულყოფილია.
ოღონდ.....
2012 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვთან რატო დაასტოპე?
გააგრძელე ჩამოთვლა:
სახელმწიფოს დაცვის - კუდის, შსს და თავდაცვის სამინოსტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრება სასაცილო ბრალდებებით, რომლებიც წესით, თუკი ასეთი ჩივილი "თანამდებობის გადამეტებაზე" არსებობს, შინგანი პროცესებით და კადრებით იძიება, რამეთუ სახელმწიფო მნიშვნელოვანი ფუქციები და ინსტიტუციები არ დაზიანდნენ - როგორც ფიზიკურად, ასევე პიარის მხრივ.
რატოიმ არ გააგრძელე სია და არ აღნიშნე - საპრეზიდენტო აპარატის დრანგალიზირება და მისადმი აშკარა პროვოკაცია - ბიუჯეტის შემცირებით, შუქის გამორთვით და ა.შ.
ის რატომ არ ახსენე, რომ ხდება მნიშვნელოვანი სამეთვალყურეო პოსტის - ომბუდსმანის დანიშვნა არადემოკრატიული გზით - ჯერ იყო და სუბარმა მოითხოვა თავისი კანდიდატი ყოფილიყო, მერე კი პარლამენტმა ეკლესიის ჰომოფობიებს გაუწია ანგარიში.
ან იმაზე რატომ არ წერ, რომ მიდის 90-იანი წლების დასაწყისის მსგავსად კარებების აჭედვები არჩეულ გამგეობაზე და ადგილობრივ წარმომადგენლობებზე.
ან იმას რატომ არ ჰყვებით, რამდენი "ოცნებელი" მაჟორიტარმა "გაიმარჯვა" მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიებზე ზეწოლა მოახდინეს, ხალხი შენობებში გამოამწყვდიეს და მანამ არ გაუშვეს, ვიდრე სასურველი სახის ოქმზე არ მოუწერეს ხელი.
ან კიდევ, ის რა წესია, ყოფილი შსს მინისტრი, გინდაც სისხლისმსმელი იყოს, "ქურდების" ციხეში გადაიყვანო? ეს არაა ზეწოლა? ეს არაა იმის თქმა - თუ არ იქნები კოოპერაციული, მეც ისე არ დაგიცავ, როგორც საჭიროაო?
საქართველოში სულ 30. ათასი პატიმრის ადგილია, რამდენიმე ათეული ციხით - არ მოიძებნა ისეთი ციხე, სადაც 30 პატიმრიდან 22 კანონიერი ქურდი არაა?
თუ თქვენც ფიქრობთ, როგორც სუბარმა ბრძანა - რახან წინა ხელისუფლებამ ეს ციხე ასევე გამოიყენა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ -ჩვენც ასე ვაკეთებთ და რატო უკვირთო? ზუსტად ასე თქვა აზრობრივად სუბარმა. სიტყვასიტყვით კი თქვა - სააკაშვილმა ოქრუაშვილიც ამ ციხეში არ გადაიყვანაო?

ჩემო ტუტუცი - დიდხანს მოგვიწევს ამ სიის დასრულება და მოდ, თავად ჰქენი ეს სიკეთე - იაზროვნე არა მარტო 1 ოქტომბრამდე, არამედ 1 ოქტომბრის მერეც.

კიდევ ერთხელ - რაც დაწერე სიმართლეა, ოღონდ ნახევარი ან სამი მეთხედია მთელი სიმართლისა და ამიტომაც ასეთი ნახევრადსიმართლე უფრო საშინელია. სწორედ ამას აკეთებდა სააკაშვილი. იმ სიმართლეს ამბობდა, რომელიც აწყობდა და სხვას თვალს უხუჭავდა.

ავტორი: ანონიმი
18.11.2012 15:25
ზოგიერთი რა ზუსტად შეირჩევს ხოლმე ნიკს !

ავტორი: saqartvelo საიდან გვწერთ: españa
18.11.2012 15:03
ჩემი აზრით არავითარი მაპი არ იქნება და ესაა ხალხის დაბოლება მანამდე ვიდრე ჩვენ არ მოვაგვარებთ ჩვენ პრობლემებს რუსეთთან , ნატოში რომ შევიდეთ და მიშამ ან მისნაირმა ისევე რუსეთის მიმართულებით დაიწყოს ბრექა რა მოხდება ??? მესამე მსოფლიო ომი უნდა დაიწყოს და გარანტია ვის აქვს რომ რამე არ მოხდება? , და თუ რამე მოხდა ნატო არ დაგვეხმარება ?? ესაა ჩვენი პრობლემა რომელსაც დროზე უნდა მოგვარება

ავტორი: ანონიმი
18.11.2012 14:57
ქალბატონ მერკელს შტაზის ყოფილი თანამშრომლები იცავენ და ვნახოთ რა ხასიათზე იქნებიან ისინი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.11.2012 14:09
ძალიან კარგი მოსასმენია ნატოს მხრიდან ამგვარი განცხადების

მითუმეტეს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როცა სააკაშვილიან ბარამიძიანა ყველანი თვალში ნაცარს გვაყრიდნენ - MAP-ის გარეშეც შეგვიშვებენ, აგე ნახეთ თუ არაო!!!

სახელმწიფოს რომლის ციხეებშიც პატიმრებს ურტყავენ, ბიზნესმენებს საქმიანობას ართმევენ, მიტინგებს არღვევენ, ჟურნალისტებს და მფრინავებს ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ, შავი ზღვისპირეთში ხალხს საკუთარ სახლებს ართმევენ, კერძო საკუთრებას ნებისმიერი პოლიტიკური ან პარტიული წაგართმევს როცა უნდა მაშინ, სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო განთავისუფლებენ და კიდევ ბევრი რამ... არათუ MAP-ს არ მისცემდნენ, საერთოდ რომ გველაპარაკებიან ეგეც გასაკვირი იქნებოდა რომ არა ქართველი ჯარისკაცების ძალიან დიდი რაოდენობა და საბრძოლო ხარისხი ნატო-ს შემადგენლობაში

ასე რომ ეს მთავრობა თუ წესივრად იმუშავებს და წინამორბედივით ტყუილებით არ გაგვბერავს (რითაც ძალიან დაგვავალებს) ნატო ინტეგრაციის საკითხებში წინსვლაც ხელშესახები გახდება

მარტო არჩევნების "დემოკრატიულობით" (თავისი ზუგდიდურ-ხაშურული ინციდენტებით რომ იწონებს თავს) ნატო-ევროკავშირი ცოტა ზედმეტი ფუფუნებაა

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული