პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:49

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

მართლმადიდებლობა, როგორც ქართველი ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი

x
ტექსტის ზომა - +
XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოაზროვნე, იტალიის კომპარტიის თანადამაარსებელი ანტონიო გრამში მიიჩნევდა, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს საკუთარი ინტელექტუალები ჰყავს. დღევანდელ საქართველოში კი შეიძლება ითქვას, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს თავისი საკუთარი „მოძღვარი“ ჰყავს, რომელსაც ზოგისათვის აქსესუარის დანიშნულება აქვს, ზოგსაც იმუნიტეტად და ხელშეუხებლობის გარანტად სჭირდება, რომ ვინმემ მასზე ცუდი რამ არ იფიქროს, არ გარიყოს, მარგინალად არ აგრძნობინოს თავი. ზოგსაც მოძღვრის ყოლა, მისდამი უსიტყვო მორჩილება და ეკლესიაში სიარული „სულიერების“ ილუზიას უქმნის, რადგანაც სულიერება რიტუალების შესრულებასა და ეკლესიის დანახვაზე პირჯვრის წერასთანაა გაიგივებული.

საქართველოს მართლმადიებელ ეკლესიას, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რიტუალებისა და „სასწაულების“ გარდა სხვა არანაირი „სულიერების“ შეთავაზება არ შეუძლია ადამიანისთვის და თავადაა ყოველგვარი სულიერებისა და სულიერი კულტურის მთავარი მოძულე, რომელიც ყველგან და ყველაფერში, სადაც მისი ლოცვა-კურთხევის ბეჭედი არაა დასმული, ეშმაკეულებს ხედავს. უფრო მეტიც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად დაშორდა ყოველგვარ სულიერებას, იმდენად მოწყდა თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებს, რომ მასზე, როგორც სულიერების გამომხატველ ინსტიტუციაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია. რელიგურობისა და „სულიერების“ ერთადერთი ნიშანი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეების დარწმუნებას ცდილობს, სრულიად მატერიალური ფორმებია, როგორიცაა მოტირალი ხატები ან სამღვდელო პირთა საფლავებიდან ამომავალი მადლი, რომელიც უბრალო ზეთს სასწაულმოქმედ წამლად აქცევს. ან იქნებ სულიერების გამოხატულება იყოს ეკლესიისათვის შემოწირულობების მოთხოვნა, რომელსაც არა მხოლოდ ცალკეული „მოძღვრები“, არამედ საეკლესიო სარეკლამო რგოლებიც ქადაგებენ, რასაც „სულიერების“ მსახურები ცოდვების მიტევებისა და სამოთხეში მოხვედრის გარანტად წარმოაჩენენ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად დაშორდა ყოველგვარ სულიერებას, იმდენად მოწყდა თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებს, რომ მასზე, როგორც სულიერების გამომხატველ ინსტიტუციაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია.

საქართველოში მასობრივი მორწმუნეობა სწორედ სულიერების დეფიციტისა და განათლებისა და კულტურის კატასტროფული ვარდნის შედეგია, როდესაც ადამიანები თავიანთ ბუნებრივ ლტოლვას არამატერიალური საგნებისადმი, სულიერების მარტივი სუროგატებით ამოვსებას ცდილობენ, რასაც ეკლესია უხვად სთავაზობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი საკუთარ პროდუქტზე მაქსიმალურად დამოკიდებული გახადოს. ეს ფენომენი ყველაზე მეტად ნარკომანიას ჰგავს, როდესაც ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერების გამაბრუებელი ზემოქმედების ქვეშ დროებით მაინც ახერხებს მის წინაშე არსებული პრობლემებისგან გაქცევას, მაგრამ ამავე დროს თანდათანობით მისი სულიერი „სიმშვიდე“ მთლიანად ნარკოტიკების მოხმარებასა და მათი დოზის ზრდაზე ხდება დამოკიდებული.

მაგრამ ეკლესიის უმაღლეს ავტორიტეტად ქცევა, უპირველეს ყოვლისა, მაინც პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული: რამდენადაც იდეოკრატიული, ანუ ტოტალური იდეოლოგიით მართული საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ საქართველოში ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერანაირი საკუთარი ალტერნატიული ღირებულებების შექმნა ვერ შეძლო, გარდა რელიგიურ ხარისხში აყვანილი ნაციონალიზმისა, და ამიტომაც საკუთარ იდეოლოგიურ საყრდენად ეკლესიის გამოყენება სცადა. 90-იანი წლების დამდეგიდან მოყოლებული, ჟურნალისტების თანხლებით პოლიტიკოსების ეკლესიაში სიარული მათი „პიარ-კამპანიის“ აუცილებელი ნაწილია. 1995 წლიდან პრეზიდენტის ეკლესიაში ინაუგურაციებით კი საქართველოში სიმბოლურად შუა საუკუნეების მონარქისტული იდეოლოგიის სუროგატი დამკვიდრდა. ამგვარი გარეგნული საკრალიზაციით ხელისუფლება საკუთარი ავტორიტეტის გამყარებას ცდილობს, რაც, თუნდაც ფორმალურ დონეზე, შუა საუკუნეებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს კი თავად ეკლესიას უმაღლეს სალეგიტიმაციო ფუნქციას უბრუნებს და მას ქმედითუნარიან პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო ოცწლეულის მანძილზე არა მხოლოდ უმაღლეს ავტორიტეტად, არამედ ყველაზე პრივილეგირებულ უმსხვილეს ფეოდალადაც იქცა, რომელიც შეიძლება იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე მას შუა საუკუნეებში ჰქონდა. მისი მაღალი ავტორიტეტი კი არა ეკლესიის დამსახურებებისა და „განსაკუთრებული როლის“ შედეგია, არამედ გარდა საგანმანათლებლო-კულტურული კრიზისისა, ძირითადად ორ საფუძველს ემყარება. ესენია: 1. პოლიტიკისა და პოლიტიკური იდეების დაბალი ავტორიტეტი და მათდამი ადამიანების უნდობლობა და 2. ეკლესიის განსაკუთრებული, ფაქტობრივად, შეუზღუდავი პრივილეგირებულობა, რომელიც მას სახელმწიფოსა და მმართველი პოლიტიკური ძალებისგან აქვს მიღებული, რაც 2002 წლის საკონსტიტუციაო შეთანხმებით („კონკორდატი“) ოფიციალურად გაფორმდა. ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან, არ მოწმდება მისი კომერციული საქმიანობა, ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს, რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელ ძვირფას საჩუქრებზე – მიწებზე, შენობებზე, ავტომანქანებზე და ა.შ.

ასეთი რეალობა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასა და არაერთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში სრული ოპორტუნიზმისაკენ უბიძგებს

ასეთ ფონზე ეკლესიისა და სახელმწიფოს (ხელისუფლების) მოჩვენებითი დაპირისპირება ფარსია, რომელსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს: მმართველი პოლიტიკური ძალა (ნაციონალური მოძრაობა) ეკლესიისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ფონზე საკუთარ თავს ყველაზე პროგრესულ და ლიბერალურ ძალად მოგვაჩვენებს და გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ ეკლესიის ასეთი უმასშტაბო გაძლიერება სწორედ ნაცმოძრაობის მმართველობის ქვეშ და მისივე ძალისხმევით განხორციელდა. ეკლესია, თავის მხრივ, ხელისუფლებასთან ზოგჯერ კრიჭაში დგომით, რასაც უმალვე ახალ-ახალი ძვირფასი საჩუქრები მოჰყვება ხოლმე ხელისუფლების მხრიდან, სააკაშვილის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანებს მისი უკეთესი ალტერნატივისა და ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი კეთილი მამის ილუზიას უქმნის.

ასეთი რეალობა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასა და არაერთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში სრული ოპორტუნიზმისაკენ უბიძგებს, რამდენადაც დღევანდელ საქართველოში აღარ არსებობს „ხსნა“ – პოლიტიკური თუ კომერციული წარმატება – ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ამისათვის ისინიც კი, ვინც საკუთარ თავს ლიბერალებად ან მემარცხენეებად მიიჩნევენ, თვალს ხუჭავენს ეკლესიის რეალურ პოლიტიკურ სახეზე და უნდათ, რომ საეკლესიო პირთა ექსტრემისტული თუ შოვინისტური გამონათქვამები ან ეკლესია-მონასტრების მიერ მოსახლეობის შევიწროება და მომხვეჭელური ქმედება კერძო შემთხვევებად წარმოაჩინონ. ეკლესიის უკეთ გაცნობისა და მასთან დიალოგისაკენ მოწოდებით კი, „ლიბერალები“, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულად განწყობილ აბსოლუტურ უმცირესობას ემიჯნებიან. ამგვარი რიტორიკა არა გულუბრყვილო თვითმოტყუება, არამედ საკუთარი ოპორტუნიზმის ზომიერებითა და კეთილგონიერებით შენიღბვის ერთობ უღიმღამო მცდელობაა.

არანაირი განსაკუთრებული თეორიული ცოდნა და ანალიტიკური უნარები არაა იმისათვის საჭირო, რომ ეკლესიიდან მომავალი აგრესია, შეუწყნარებლობა, შუა საუკუნეების დროინდელი სექსიზმი და ქალთმოძულეობა, ადამიანების ფსიქოლოგიური მანიპულაცია და წამქეზებლობა დავაფიქსიროთ და მას კერძო შემთხვევების კვალიფიკაცია არ მივცეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული თუ სარწმუნოებრივი შუღლის გაღვივება უმეტეს შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანოს – წმინდა სინოდის წევრებისგან – ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებისგან მოდის, აბსურდული უნდა იყოს იმისი მტკიცება, რომ ეს გამონაკლისებია. საქმე ეხება არა ცალკეულ, კერძო შემთხვევებს, არამედ თავად საპატრიარქოსა და სინოდის გეგმაზომიერ პოლიტიკას. სამაგალითოდ კმარა რუსთავის მიტროპოლიტ ათანასე ჩახვაშვილის აგრესიული შოვინიზმით გამსჭვალული ქადაგების მოსმენაც, რომლისთვისაც მას ნებისმიერ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევდა. მაგრამ საქართველოში ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც კანონზე მაღლა დგას და კანონმდებლობა მასზე მხოლოდ მის სასარგებლოდ ვრცელდება.

ეკლესიის თემა, ჩემი აზრით, საქართველოში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიცაა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური იდეის სინაღდისა და დამაჯერებლობის შესამოწმებლად.

ამავე დროს, ეკლესიის თემა, ჩემი აზრით, საქართველოში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიცაა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური იდეის სინაღდისა და დამაჯერებლობის შესამოწმებლად. „ლიბერალებისა“ თუ „მემარცხენეების“ მზარდი ლოიალურობა ეკლესიის მიმართ, სინამდვილის შელამაზება, აღმსარებლობითი ჟანრის თვითკრიტიკა და სრულიად აბსურდული მოწოდებები დიალოგისაკენ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არათუ გამორიცხავს განსხვავებულ აზრებსა და პოზიციებს, არამედ მათ გამო საშინელი სამსჯავროთი და შეჩვენებით იმუქრება, საქართველოში ლიბერალური იდეების სიხისტესა და საფუძველმორყეულობაზე მეტყველებს, რომლებიც ადვილად „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.

საქართველოში ლიბერალური იდეების სისუსტე იმითაცაა განპირობებული, რომ ამ იდეებით გატაცებულებმა ალტერნატიული ღირებულებების შემოტანა და დამკვიდრება ვერ შეძლეს, ვერ შეძლეს ფეოდალური ცნობიერებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, ალბათ იმ მიზეზითაც, რომ თავად „ლიბერალებისათვის“ არ ყოფილა ეს ღირებულებები არც გააზრებულ-გაცნობიერებული და, საბოლოო ჯამში, არც ღირებული. გარიყვისა და უმცირესობაში ყოფნის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი მართლმადიდებლობა იდეალური და უკანასკნელი თავშესაფარია ქართველი „ლიბერალებისათვის“, რომელიც, როგორც ერთ დროს გზასაცდენილ, მაგრამ მერე დაბრძენებულ და გონს მოგებულ შვილებს, ისევ გულში ჩაიხუტებს და მათთვის კუთვნილ „მადლსაც“ უწილადებს.

Tags: გიორგი მაისურაძე, ეკლესია, რელიგია, მართლმადიდებლობა, ნაციონალური მოძრაობა, ლიბერალიზმი, ლიბერალები, გრამში, სინოდი, კონკორდატი, ფეოდალიზმი, ათანასე ჩახვაშვილი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: evagre
03.06.2012 14:35
... რამეთუ არა იციან თუ რასა იქმან.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: \თბილისი
27.05.2012 13:26
ტ ე ო ფ ი ლ ე

ლენინმა მაგ გამონათქვამში მთელი თავისი ათეიზმი და მსოფლმხედველობა ჩააქსოვა

ამის შემდეგ უფალის ხსენებაზე რომ გადადი და მეორედ მოსვლა ახსენე ნეტავ შენს ეკლექტურ ტვინში ჩამახედა !!!

მანდამაინც დაგაპიწებული მუშაობის იმედი არ მაქვს!!!!

ავტორი: ng საიდან გვწერთ: tbilisi
24.05.2012 22:20
ყოღაღ ავტორს!!! სრულიად ვეთანხმები!! რიტუალების და ფანატიზმის მსხვერპლები ხდებით ქართველებო, ეგრეა ეგრე და ვერ ხვდებით!!!...

ავტორი: ანონიმი
24.05.2012 01:46
თქვენი ეს პოსტი შავერდაშვილის წერილის პასუხია? დაუწუნეთ ლიბერალობა შავერდაშვილს? :))) იქნებ თქვენც წახვიდეთ ერთხელაც შორენასავით ფოკაში და ცოტა სიღრმისეულად გაიგოთ რა ხდება ეკლესიაში...თუმცა, რაში გჭირდებათ, გერმანიიდანაც კარგად ხედავთ ყველაფერს ;)

ავტორი: ანონიმი
24.05.2012 01:23
რა იცით საერთოდ ეკლესიაზე, ამდენ სიბინძურეს რომ წერთ? სულიერება დაკარგაო გაიძახით, საინტერესოა ბოლოს როდის იყავით ეკლესიაში შესული ეს რომ აღმგოეჩინათ? თუ ბერლინიდან ხედავთ ამ "მარგალიტებს"?

ავტორი: ნატალი საიდან გვწერთ: ელჭუმიას რაიონი სოფელი ყვავჭისხევი
23.05.2012 14:47
აბსოლუტურად ვეთანხმები ყველაფერში, რაღა უნდა დავამატო? სამწუხაროა, რომ ხალხის დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ აზროვნებს და "ერში მიღებული" ნორმებით და გაუგებარი დოგმებით ცხოვრობს.. ანუ ქვევრივით - რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო.

ავტორი: თეოფილე
18.05.2012 23:21
მართალი კაცი ხარ გიორგი.ოღონდ ცხენი თუ გყავს შეკაზმული ? )))

ვ.ი. ლენინმა ჩემი აზრით ერთადერთი ჭეშმარიტება თქვა:"религия это опиум для народа"

მეძავი ბაბილონის განადგურებით იწყებს უფალი თავის მეორედ მოსვლას.....

ავტორი: ნ.ნ საიდან გვწერთ: სოფლიდან
18.05.2012 01:11
მინდა ავტორს გავახსენო, რომ ის საქართველოში ეროვნული მოძრაობის იმ სტუდენტურ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლის წევრებიც დღევანდელ საქართველოში საკმაოდ ოდიოზურად გამოიყურებ და არ გამოხატავს ეროვნული მოძრაობის სულისკვეთების არანაირ ნიშან- წყალს.... გიორგი მაისურაზე კი საზღვარგარეთაა გადახვეწილი და რას გვერჩის ვერ გაიგებ; ჯერ ერთი ყველა საკაცობრიო მანკიერებას ჰომოსექსუალიზმიდან დაწყებული, ფაშიზმისა და კანიბალიზმის ჩათვლით მხოლოდ ქართულ მოვლენად მიიჩნევს და აქედან ჩნდება ეჭვი, რომ მთელი მისი ნააზრევი, თვით საყოველთაო შეთქმულებების ჩათვლით კაცობრიობის წინაშე, მისთვის თითქოს სასაცილო და დაუჯერებელია, არადა, თვითონ უნდა იყოს იმ შეთქმულებათა წევრი - ცხოვრობს აბსოლიტურ ფარისევლობაში და სიცრუეში- თითქოსდა ძალიან სტკივა და აწუხებს სამშობლო დამისი პრობლემები...

ავტორი: ვორგილი ვორგილოზავრი საიდან გვწერთ: დემოკრატიის ფიტნესკლუბიდან
16.05.2012 22:28
აი კიდევ რა სურათების დაპოსტვისთ ერთობა საქართველოს ევროინტეგრაციის დამაჩქარებელი ბიუროკრატია:

https://www.facebook.com/photo.php?fbid=360483547310655&set=a.229525860406425.81901.176247732400905&type=1&theater

სურათზე ნახავთ კარიკატურს სადაც სახვადსხვა კონტინეტისა და ეროვნების აბუჩად და მასხრად აგდებაა.

რომ, მაგალითად აფრიკელებმა ევულუცია ვერ გაიარეს და მაიმუნებად დარჩნენ.
ევულუციის სვანი, ანუ ქართველი კაცისეული გრაფიდან ირკვევა, რომ ჩინელებიც მაიმუნის ეპოქაში დარჩილან და მხოლოდ გამრავლებულან.

ეს არის ადამიანის საჯარო პოსტები, რომელიც სურათებიდან ევროპაში (ჩანს ასევე სურათებიდან) ოფიციალური ვიზიტებით ხვდება პოლიტიკოსებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის ჩინოვნიკებს.

ეს ხალხი ევროპელი დიპლომატები, პოლიტიკოსები, ან სულაც ტრენინგების ხელმძღვანელები სავსებით შესაძლებელია იყვნენ აფრიკული, სულაც ჩინური წარმომავლობის.

ასე აპირებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირში შესვლას და ასეთი კულტურით უნდა გაამდიდროს დედა ეკლესიამ მსოფლიო ცივილიზაცია.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
16.05.2012 21:48
ნამეტური გაბრაზებული ვარ მოლა ნასრედინზე

რას ქვია მარტო ანათემა

სამი მეშოკი ქოქოლა ძლივს რომ შევაგროვე ,თანაც სულ მართლმადიდებლური, გერმანეს თავზე დასაყრელად, სად წევიღო ახლა.



აგერ მე და ჩემნაირი ორთოდოქსები ინკვიზიციას ვაყალიბებთ ანდერგრაუნდში,


კაფკას უაილდის კარპენტერის წიგნებით აგუზგუზებულ კოცონზე გაგტრუსავთ თქვე ანტიქრისტეებო.

აპა არა!





ავტორი: პატრიოტი დინოზავრი საიდან გვწერთ: სათაფლიის მონასტრიდან
16.05.2012 21:05
ავტორი: ნასრედინი
16.05.2012 19:54
***********************

"ვინ მისცა მათ ამის უფლება, დაიჭირონ ეკლესიური მოღვაწეები და მათთან სურათებში იპოზიორონ???"

"დ ა ი ჭ ი რ ო ნ" : )

კლასიკაა!

დათვის ძალად დაჭერა სურათისთვის გამიგია შე კაცო, მაგრამ მღვდელმონზვნების ძ ა ლ ა დ სასურათედ დაჭერა ეგ რაღაც ახალია:)

მაგრამ, ეს სხვა ძალაა.
ეს მამაოებისათვის "გასამრჯელოზე მონადირე ელექტორატის" გადახდილი გადასახადების ბიუჯეტიდან, ჯიპების ჩუქება/ფეშქაშობის ძალაა.

აა, ამ ძ ა ლ ი თ იჭერენ მღვდელომონაზვნებს,
ზუსტად ასე, ძალისძალობით ჩუქნიან მამაოებს, ან დედაოებს ბიუჯეტიდან ჯიპებს და ამ "ჯიპის ძალით" იღებენ ერთად სურათებსაც.

ეს იმ ნაჩუქარი ჯიპების ძაალაა, რომელიცა რომა ბერებს "დათვებთან" სასურათედ "აბამს".

ვაიიი, ამდენი იმიტომ დაწერე, რომ ბოლოს "სუფთაზე" გამოგეძვრინა თან ვინ ნეტავ ჯიპიან/ღიპიანი "დათვები" თუ ჯიპიან/ღიპიანი მღვდლები???:)

თუ მღვდელ-დათვები? ორივე ერთად???:))

ავტორი: ნასრედინი
16.05.2012 20:33
გაგრძელება.

არგუმენტი კი:

ის ქართველი კაცია, ის სვანი კაცია, ესე იგი, ყველაფერი ამერიკის ბრალია.

სწორედ ასეთ ქართველობასა და რუსეთუმეობას სწავლობენ დედა ეკლესიის წიაღში.

ხოლო ასეთ პროფესიონალიზმს პოლიტიკურ პარტიებში რაც არ ყოფილა, რას ნახავთ.
სხვათა შორის, როგორც მმართველ ისე ოპიზიციური პარტიების უმრავლესობასა და უმცირესობაში.

ამ ყველაფრის პრობლემის თავი კი ალბათ არის გიორგი მაისურაძე, გოგი გვახარია, სალომე ასათიანი, გერმანე, ანონიმი 1, ანონიმი 2, ანონიმი 3 და ა.შ. რაღა თქმა უნდა, ა.შ.შ.–სთან ერთად.

გიორგი ურტყამს უროს დედა ეკლესიას და გოგის უჭირავს სოლი; სალომე რეკს ზარებს, გერმანე გერმანიაში პროტესტის ნიშნად არ ლოცულობს პროტესტანტულ ეკლესიებში, ცდილობს რომის პაპთან კონფიდენციალურ შეხვედრას კონფესიურ და სახარებისეულ საკითხებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ანონიმმა 1–მა უკვე დაიწყო ანათემაზე მისი გადაცემის პროცესი/მართლა, ვინმე ლიბერალს და გნებავთ ანტილიბერალსაც, თუ კაფკას „პროცესი„ გეგულებათ რომელიმე ბიბლიოთეკაში, ეგება ლინკი დასდოთ/.

ასე ანაგრევენ ისინი ტამპლიერთა ტაძრებს.

ალბათ ასეთებმა დაანგრიეს ბაგრატი და მას დღეს რკინა-შუშა-ბეტონით აღადგენს დედა ეკლესია და მამა მთავრობა შავი მუშა მიშას სანდომიანი სახით.

სხვათა შორის გაზდელიანის სურათებში ბაგრატის "აღდგენილ" ტაძარსაც შეხვდებით, წარწერით, ბაგრატითა და მიშათი ჰფარავდეს საქართველოს თუ რაღაც მსგავსი უმსგავსობა.

ასე ზრდის დედა ეკლესია ქართველ კაცებსა და ტამპლიერებს და ასე ანებივრებს ჩინოვნიკებს მამა მთავრობა შავი მუშა მიშას სანდომიანი სახით

ამ მამაძაღლობაზე და სახეებზე ხმის ამომღები კი არის ქვეყნის მტერი და ბრმა ათეისტი.

ყოველივე აქედან კი რაღა დარჩა ათეროსკლეროზამდე.


ავტორი: ნასრედინი
16.05.2012 19:54
ავტორი: საქმიანი დინოზავრი საიდან გვწერთ: მახათას მთიდან
16.05.2012 14:00
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქართველების ფერხორციანად მჭამელობის კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ნიმუში.

ბასტიბუბო ბესო გაზდელიანს, რომელიც ამ დღეებში საკუთარ დაზარალებულ მოქალაქეებს ღონივრად ურტყამდა მუშტებს, ფეისბუკზე აქვს პირადი სრა–სასახლე, სადაც თქვენ ვერა და ზოგიერთები კი ნახავენ კაი კოხტა ავეჯს, კაი ძალ ფულს, ამპრესონიასტების სურათებს, პატრიარქის, სხვა მღვდელთმთავრების უმარავ ფოტოებს.

მისსავე ფოტოს სასახლის გალავანზე მისივე მოურავთან. ბერების თუ მღვდლების ფოტოებს თაფლის დამზადების პროცესში შთანთქმულ დათვებთან.

საერთოდ ეს, დათვების ახალი გატცეებაა, როგორც ჩანს, ეთამაშონ და თაფლი არ აჭამონ ბერებსა და მორჩილებს.

მე სხვა დროსაც არაერთხელ მინახავს ფეისბუკზე და რუსთაველზე დათვები ბერებთან და ვერაფრით გავიგე ეს რას ნიშნავს.

რა უნდათ დათვებს ფეისბუკზე, რუსთაველზე, ავლაბარში, პარლამენტში, და განსაკუთრებით ეკლესიის მღვდლებისა ან ბერებისგან. რატომ აბავენ მათ ჯიპებით ეკლესია–მონასტრებში და რატომ ერთობიან გარეული ცხოველები, კერძოდ, აღნიშნული დათვები და ასევე მაჩვები, თახვები, ტურები და დამკვრელურად გამამართლმადიდებული ათეისტები.

აღნიშნული პირები და განსაკუთრებით დათვები არ არიან შინაური პოლიტიკოსები, შავი მუშა პრეზიდენტები, ფსიქოანალიტიკოსი ოპოზიციონერები, მათ ისედაც პრობლემები აქვთ გასამრჯელოზე მონადირე ელექტორატისგან. ვინ მისცა მათ ამის უფლება, დაიჭირონ ეკლესიური მოღვაწეები და მათთან სურათებში იპოზიორონ???

საინტერესოა ასევე, რომ ბატონმა შალვა რამიშვილმა ბესიკ გაზდელიანის ფეისბუკის სრა–სასახლიდან ფული, თვალ–მარგალიტი, ბრილიანტები, წიგნები, მამაოების და მოძღვრების სურათები კი არ ამოიღო, არამედ მხოლოდ პირით გასაბერი ნავი, ეგრევე პირითა და ტუჩებით გაბერა, ჩახტა გურამ პეტრიაშვილთან ერთად და „არგუმენტებში„ შეცურა მხარულითა და ვარხალალოთი.

ამიტომაც არის დღევანდელი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფარისებური ჯირკვლითა და ცრუ, იგივე ბრმა ნაწლავით სავსე.

ისინი სიმართლეს თავალებში ვერ უყურებენ და იმდენიც ვერ მოუფიქრებიათ მზე ხელისგულით მოიჩრდილონ, ანდა სულაც მზის სათვალე გაიკეთონ ამ სიცხეში. ციხეზე და დიქტატორ სულაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სანამ მეფედ გამოიცხადებდა თავს, უკვე მანამდე აკუწეს და დაკუწეს იულიუს ცეზარი, რომლისგანაც წამოვიდა „შენცა, ბრუტუსო?!„. საინტერესოა, მიშიკოს რომ ჩააყუდებენ, რა ინტონაციითა და მიმიკით ამოიგმინებს, „შენცა, ვანო, შენცა!„

ბატონი გაზდელიანის ფეისბუკის პროფილიდან გადაღებული მთელი მისი სურათები და გალავანზე დახუნძლული მღვდელმომლხენების სურათები არის აშკარა და ცალსახა დასტური პრობლემისა რომელშიც ბლოგზეა საუბარი.

ეს ბასტიბუბუ კი კლასიკური ანფასია, დღევანდელი ბიუროკრატიის და არა მარტო ფოტოგრაფიის.

ადამიანს რომელიც აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებასა და მარლბოროს ეწევა, რომელიც პოსტავს ფეისბუკზე დათვების და მათი მღვდლებისა და ბერებისა და პტარიარქის სურათებს,
ყავს მეზობლები და ჯიპები, ასე უმასპინძლდება საკუთარ მოქალაქეებს.

გასაგებია, მთავრობა ვერ უზრუნველყობს შესაბამის კადრების დამაგრებასა და დაბოლებას, მაგრამ დედა ეკლესიამაც ალაბათ ასე დამოძღვრა ეს ბასტიბუბუც და ის მთავრობაც.

მართლაც ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ ბლოგში დაინახოს (როგორც ზოგიერთ კომენტატორმა მოახერხა) არტემიდას ტაძარი და დღევანდელი "დედა ეკლესიის" წიაღში ღმერთი.

და ბრამა უნდა იყო, ვერ მიხვდე რომ ასეთი ფარისებური ჯირკვლებითა და ბრმა ნაწლავებით საქართველო, როგორც ცივილიზებული ევროპული ჯანმრთელი სახელმწიფო ვერასდროს ჩამოყალიბდება. ის იქნება და დარჩება "მიკი მასტების" ქვეყნად, სადაც ჩინოვნიკები დიდი ბავშვებივით პოზირებენ ევროპულ ქალაქებში და დსიკოთეკებში, ფეისბუკში პოსტავენ გადასაფარებელში გახვეული პატრიარქის, საკუთარი თავების ფოტოებს,
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამწარებულ და გაჭირვებულ მოქალააქეებს მუშტებით უმასპინძლდებიან.

არგუმენტი კი:


ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
16.05.2012 18:49
g e r m a n e

ცოდვა გამხელილი ჯობია, წინა კომენტარი ცოტა უხეში გამომივიდა და ასეთი მოზომილი პასუხისთვის გმადლობთ.


მაინც ისეთი შთაბეწდილება მრჩება რომ ბოლომდე და ყველა ჩემი კომენტარი არ წაგიკითხიათ.


რაც თქვენ მომწერეთ თითქმის იგივეს ვამბობ მეც.
მორჩილება არ ნიშნავს მონობას ქრისტიანობაში.

ქმარი უფროსია, რადგან ოჯახი ინსტიტუტია და სუყველას უფროსობა ნებისმიერი ინსტიტუტის კოლაფს გამოიწვევს.


ქალი და კაცი თანაბარია ყველა ადამიანის უფლებებში.


თუ ოჯახში მოვშლით უფროსის სტატუსს მაშინ .მოვშალოთ ყველა ინსტიტუციებში.


დავიწყოთ სახელმწიფოთი. ყველა პრეზიდენტები ან პრემიერმინისტრები გავხდეთ.

რას მივიღებთ.


აქ შეიძლება კამათი რატომ კაცი და არა ქალი, მაგრამ როგორ ვეკამათო ადამიანს თუ ჯერჯერობით ცივილიზაციის ამ დონეზე, იერარქიის აუცილებლობაზე არ შევთანხმდით,და ამის მერე ვიკამათოთ, რატომ სჯობს მაგალითად კაცი

აქაც იჩენს თავს კითხვა , მაშ როდის დავიწყოთ და საიდან იერარქიების მოშლა.

ჯერ კაცობრიობა იმ დონეზე უნდა განვითარდეს ტექნიკურად რომ დაქირავებული შრომა მოისპოს,
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამაზე მუშაობა.

აქაც კითხვაა, ეგებ ოჯახი ის ინსტიტუტი აღმოჩნდეს, რასაც იერარქიის მოშლა არ წაადგეს.

ამისათვის იცხოვრეთ ბატონებო ყველამ, თქვენი ჭკუით და არჩევანით და ვნახოთ სად , როგორი წყობის ოჯახში იქნება ქალი და კაცი უფრო ბედნიერი.


ნახეთ ჩემი კომენტარები.

ზოგი ვერ გებულობს მოჩილება როგორ არ არის მონობის თუნდაც ლაით ვარიანტიო. რადგან მორჩილება ერთი შეხედვით გამორიცხავს თავისუფლებას.

ფიზიკაში არსებობს მატერიის ორი საწინაარმდეგო, კორპუსკულური და ტალღური თვისებები.

აღმოაჩინეს რომ, სინათლის სხივს ორივე თვისება გააჩნია ერთდროულად.

ასევე შეიძლება მორჩილებაშიც თავისუფალი იყო.

აგერ ვინმე zu r a b -მაც გააჯაზა.

თურმე ის კი არ არის საკმარისი მორწმუნეთა მხრიდან //მაგალითად მე// ვაღიაროთ რომ ეკლესიაში ბლომადაა უღირსები და მათი კრიტიკა აუცილებელია არამედ ეკლესია გამოვაცხადოთ ბნელეთის მოციქულად.

ასევე ლიბერალთა მხრიდან ოპორტუნიზმია თუნდაც იმის აღიარება, რომ ეკლესიაშიც არსებობენ, როგორც კგბ -ში კარგი ადამიანები და ამის გამო მასთან შერიგება, გაგება და საერთო ენის გამონახვა შეიძლება.


z u r a b
ადამიანებს კი აქვთ მაგის უნარი ყველაფერი წარწყმინდონ, მაგრამ კგბ და ეკლესია რომ ერთ სიბრტყეზე დააყენე,
მაგათი მიზნები და ფილოსოფია ერთნაირია?.

არ მითხრა ეკლესიაც ადამიანთა ზომბირება დამონებას ემსახურება კგბ=სავითო.

ეკლესია თავისი არსით და ქრისტეს კაცთმოყვარე ფილოსოფიით კი არა შენისთანა უძარღვოები ეკლესიას ამოფარებულები.

გადაფურცლავენ ორ წიგნს ეს მღილები და ღმერთთან მებრძოლ იაკობებად წარმოიდგენენ თავს.

არ მიყვარს ციტირება მაგრა ეხლა შეგახსენებთ ჩემს უსაყვარლეს მწერალს

,,ადამიანი მოკვდავია..ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავი...ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო,,

მიაწექით ბიჭებო, მაგრამ სიბერეში დარვინივით არ ჩაისვაროთ.

ღმერთი, წინა საუკუნეში ბოლშევიკებმა ეცადნენ განედევნათ, ეხლა ლიბერალები ეს მოდერნიზებული ნეო ბოლშევიკები ფაფხურობენ.

ავტორი: აურელიანო ბუენდია საიდან გვწერთ: მაკონდოდან
16.05.2012 18:29
ასეთი მართალი სიტყვა, უკვე დიდი ხანია არსად წამიკითხავს, სანამ „დედა ეკლესიის“ მიერ ასეთი, ფეხქვეშვერაგაგებული, არაზომბირებული და „არადაჩმორებული“ ქართველები კიდევ არსებობენ, მგონი გადაშენება მართლა არ გვიწერია.

ავტორი: SURAB საიდან გვწერთ: NRW
16.05.2012 17:26
ეს ჩემი კომენტარი ეხება ამ სტატიის ირაკლი კაკაბაძისეულ კრიტიკას მის ღია წერილში გიორგი მაისურაძისადმი და ამ ორ ავტორს შორის დისკუსიას შემდეგ ვებგვერდზე: http://european.ge/vin-aris-damnashave/#respond
იმედია მოდერატორი ამ უცნაურობას მაპატიებს და კომენტარს არ დამიბლოკავს.

ეს დისკუსია ირაკლი კაკაბაძესა და გიორგი მაისურაძეს შორის თავისი აბსტრაქტულობის გამო ძალზე დაშორდა ბატონი გიორგის სტატიის მთავარ სათქმელს, რაც ჩემი აზრით ბატონი ირაკლის სტატიისა და მისი კომენტარების ამორფულობის ბრალია. ის იმდენ ხან სწორ და ხანაც არასწორ მოსაზრებას, ხან სამართლიანად და ხან უსამართლოდ უპირისპირებს საკრიტიკო სტატიას, რომ მოკამათეს მის ნაწერში მთავარი ღერძის, მთავარი ხაზის მონახვა და ამდენად მასთან შედავებაც გაუჭირდება, მით უმეტეს თუ იგი კაკაბაძის მიერ სხვა და სხვა ავტორიტეტთა ნააზრევების დახვავების ცდუნებას აჰყვა, რაც სამწუხაროდ მაისურაძემ თავიდან ვერ აიცილა და ამით დისკუსია თვითმიზნურ „ინტელექტუალურ“ დავას დაამსგავსა.
გიორგი მაისურაძის სტატიის ერთი სათქმელი ის იყო, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სულიერებისგან სრულიად დაცლილ, მატერიალისტურ ინსტიტუციად გადაიქცა, რომელიც საზოგადოების განვითარებას, რბილად რომ ვთქვათ, აფერხებს. არადა იმის გამო, რომ იგი სხვა და სხვა, მათ შორის ხელოვნურად შექმნილი, გარემოებების წყალობით საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე გახდა, ამ შეფერხების ხარისხიც შესაბამისად ძალიან მაღალია.
ირაკლი კაკაბაძის სტატიიდან და კომენტარებიდან ძნელია კაცმა გაიგოს, ეთანხმება ის ამ აზრს, თუ არა. მისი განცხადება, რომ საქართველოში, და არამარტო აქ, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე და მატერიალისტურ „განმანათლებლობაზე“ გულაცრუებული ხალხი ეკლესიას აფარებს თავს, ჯერ კიდევ არ შეიცავს ამ ფაქტის მორალურ და შესაბამისად საზოგადოებრივ შეფასებას. კარგი კი იქნებოდა, გარკვევით ეთქვა, თვითონ როგორც მოქალაქე ემხრობა ამას, თუ არა. გიორგი მაისურაძის გადმოსახედიდან ეს ერთმნიშვნელოვანი უბედურებაა.
მეორე, და არსებითად მთავარი, სათქმელი მაისურაძის სტატიისა ისაა, რომ ეკლესიას პოლარულად დაპირისპირებული „ლიბერალური (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) სცენა“ თავისი უმწიფარობის გამო ოპორტუნიზმის გზას დაადგა და ეკლესიასთან „შერიგება“ გადაწყვიტა, რაც უფრო მორიგების მცდელობას გავს, ვიდრე ჭეშმარიტი გაგების საფუძველზე გადადგმულ თვისობრივად მაღალი საფეხურის ნაბიჯს.
აქ კაკაბაძის პოზიცია უფრო გამოკვრთილი და სამწუხაროდ ძალზე ზედაპირულია („შორენა სავერდაშვილის წერილში ვერაფერი ცუდი ვერ დავინახე - ადამიანმა დაწერა რომ ფოკაში ძალიან კარგი იყოო. თავისი გულისტკივილი გამოხატა რომ საზოგადოება ასეა დაყოფილი პატარა დაჯგუფებებად, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ემტერებიან.“ ი.კ.), რაც ჩემის აზრით მაისურაძის პირველ სათქმელზე მისი ჩამოუყალიბებელი პოზიციის ბრალია. მას რომ გამოკვეთილი აზრი ჰქონდეს ეკლესიაზე და მის როლზე დღევანდელ საზოგადოებაში, შავერდაშვილის სტატიასაც ამ ჭრილში შეხედავდა და მის სენტიმენტებს XXII საუკუნის მონაზონზე და ცისფერთვალება მღვდელზე არ აჰყვებოდა. კარგი იქნებოდა, რომ კაკაბაძე (ისევე, როგორც შავერდაშვილი) ხედავდეს განსხვავებას ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის შეფასაებასა და მასში მოქმედი ცალკეული პირების შეფასებას შორის. ღირსეული ადამიანები კგბ–შიც კი არსებობდნენ, მაგრამ კაკაბაძე იმედია დამეთანხმება, რომ ამის საფუძველზე კგბ–სთან როგორც ინსტიტუტთან „შერიგების“ მცდელობა მხოლოდ ოპორტუნიზმად შეიძლებოდა შეფასებულიყო.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: ჩვენი ქვეყნიდან
16.05.2012 17:22
ლიბერალებო, ორჯონიკიძეებო, ბერბიჭაშვილებო, ჯუღაშვილებო თქვენ პრეზიდენტს თუ დავესესხებით ფრაზებით მალე ჩაირეცხებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: აღაიანი
16.05.2012 17:17
,,ლიბერალებო'' - საქართველოს სადღეგრძელო ნაკლული ჭიქით დალიეთ !

ავტორი: GERMANE
16.05.2012 16:24
ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
15.05.2012 16:02

პატრიარქმა გააკეთა ციტირება, რომელიც არასრულყოფილი იყო.
როგორც ყოველთვის "ახალ აღთქმაში" ვკითხულობთ იგავს და მერე ამ იგავის ახსნას. ასევეა მოციქულის წერილებშიც (უმეტესწილად).

სამწუხაროდ პატრიარქმა მხოლდ იგავი და ისიც არასრულად მოუთხრო ხალხს. აი ახსნაზე კი საერთოდ არაფერი უთქვამს.

ასე რომ, თუკი მკითხველი ეფეს. 5, 22 დან 5, 28-ის ჩათვლით ჩაიკითხავს და არ გაჩერდება 5,24-ზე - ბევრი სადისკუსიო არაფერია:

„ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა“ (ეფეს. 5, 24).

ამგვარი ციტატების ასე კონტექსტიდან ამოგლეჯა ბულვარული გაზეთების ნაცადი ხერხია და არა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისა - არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ამგვარი მანიპულაცია.

„ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5, 22-23).

აქ თუ გაჩერდები - გასაგებია რაც ითქვა.... მაგრამ ეს მხოლოდ იგავია, ისევე როგორც იმ თესლზე ხან სად და ხან სად რომ ჩავარდა.
ახსნა ანუ გაშიფრვა მოციქულს არ დაუკლია ამ იგავისათვის:

"ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბაელითა მით წყლისაითა და სიტყვითა, ...ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თვისთა (ეფეს. 5,25.26.28)."

ჩემო კარგო ანონიმ, ჰკითხეთ მოციქულთა წერილს და მღვდელს, თუ რა რას ნიშნავს.
გაუგებარი აქ არაფერია - ეს ანალოგიაა, ეს წერილია, ეს შედარებაა:
უფალმა (ხშირად "სიძედ" წოდებულმა) თავი გასწირა თავისი "ქალწულისათვის" - ესაა ადამიანები, ადამის მოდგმა და "ეკლესია" (ეს გეცოდინებათ რაცაა - მლოცველი ხალხია).
ეკლესიას (ხალხს, "ქალწულს", "ქალს" სულითა და გულით სურდა, რომ იესოს ეს მსხვერპლი არ გაეღო, მაგრამ, ამ გადაწყვეტილების (ჯვარცმაზე წასვლის) წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლია ეკლესიას (მოციქულებს) - ისინი უნდა დაემორჩილონ იმ გადაწყვეტილებას, რომ "სიძე", უფალი, "ქმარი" თავს სწირავს სიყვარულით და სიყვარულისათვის "ეკლესიას". უფლის "სიძის" ამ გადაწყვეტილებას, თავგანწირვის გადაწყვეტილებას ემორჩილება მრევლი (ეკლესია, "ცოლი სიძისა").

ასევე, ამავე მაგალითით არის კაცი უფალის ალეგორია, რომელიც თავს სწირავს საქმეს, თუკი ეკლესიას და რწმენას დასჭირდა. აქ არსადაა იმაზე ლაპარაკი, რომ ქალი იღებს მსხვერპლს და ემორჩილება ქმარს ყველაფერში მიწიერში. აქ საუბარია მორჩილებაზე იმ დროს, თუკი ქმარს ეკლესიისათვის და რწმენისათვის თავგანწირვა მოუხდა - ამ საქმეში ცოლი ქმრის გვერდით უნდა იდგეს, ის გაამაგროს. ვისაც გადაწყვეტილი აქვს უფალი, რწმენა და ეკლესია ისე უყვარდეს, როგორც უფალს უყვარდა და მისთვის (რწმენისათვის) თავგანწირვის გზას ადგას (როგორც უფალი) - ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს ცოლი.
აი ესაა მიზანი ამ იგავისა და არა ის, რომ ქმრის ყველა მიწიერ ხუშტურს ცოლი ქედმოხრილი შეეგებოს.

ეს არის მართლმადიდებლური და ეკლესიური ახსნა - ქართული მართლმადიდებლური ეკლესიური ახსნა (არა მარტო ქართულ-მართლმადიდებლური!!) და ჩემი მოგონილი არ გახლავთ.

თუ რატომ გაწყვიტა პატრიარქმა მოციქული ციტატი და რატომ გადმოიტანა ეს იგავი ყოველდღიურ მიწიერ პრობლემებზე - ვერაფერს გეტყვით ეს არაა ის, რასაც მოციქული გვეუბნება.

და საერთოდ - ჩვენ, მართლმადიდებლებს ერთი დიდი განსხვავება გვაქვს კათოლიკებისაგან - ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ვინმე ადამიანი, გინდაც პატრიარქი იყოს, უცდომელია - ეს ერთ-ერთი დიდი საქმეა და რომელიც უკვე ათას წელზე დიდი ხნის წინ შეიცნო მართლმადიდებლურმა სამყარომ და რომლითაც მე, როგორც მართლმადიდებელი ვამაყობ.

ის რაც ათასწლეული გვიტარებია და გონება არ ჩაგვიკეტია, ახლა ასე ადვილად არ უნდა ვუარყოთ.
შეცდა პატრიარქი თუ თავი შეიცდინა - ვერ გეტყვით. ეს არც განსჯაა და არც განკითხვა - ამას ქართულ ეკლესიაში (საერთოდ მართლმადიდებლურში) მხილება ჰქვია და განსხვავდება იმ "განკითხვისაგან", რომელზეც უფალი გვაფრთხილებს - არ განიკითხოთო. ამ თემაზეც გაესაუბრეთ უბრალოდ თქვენს მღვდელს, ჩემო კარგო ანონიმ1.

ავტორი: საქმიანი დინოზავრი საიდან გვწერთ: მახათას მთიდან
16.05.2012 14:00
ქართველების ფარისევლობის კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ნიმუში.

ბატონი ბესო გაზდელიანს, რომელიც ამ დღეებში საკუთარ დაზარალებულ მოქალაქეებს ღონივრად ურტყამდა მუშტებს, ფეისბუკზე აქვს პირადი გვერდი სადაც თქვენ არაერთგზის სურათებს ნახავთ, პატრიარქის, სხვა მღვდელთმთავრების უმარავ ფოტოებს.

მის ფოტოს მისივე მოძღვართან. ბერების თუ მღვდლების ფოტოებს ჯაჭვით დაბმულ დათვებთან.
საერთოდ ეს ახალი გატცეება როგორც ჩანს ბერები ეთამაშებიან დათვებს და დათვის ბელებს.

მა სხვა დროსაც არა ერთხელ მინახავს ფეისბუკზე ბერებეი დათვებთან. და ვერაფრით გავიგე ეს რას ნიშნავს.
რა უნდათ ეკლესიი მღვდლებს ან ბერებს დათვებისგან. რატომ აბავენ მათ ჯაჭვით და რატომ ერთობიან გარეული ცხოველებით.
დათვი არ არაის შინაური ცხოველი, მათ ისედაც პრობლემები აქვთ მონადირეებისგან. ვინ მისცა მათ ამაის უფლება დაიჭირონ დათვები და მათთან სურათებში იპოზიორონ???

საინტერესოა ასვე რომ ბატონმა შალვა რამიშვილმა ბესიკ გაზდელიანის ფეისბუკიდან მამაოებეის და მოძღვრების სურათები კი არ ამოიღო არამედ მხოლოდ ნავის პირით გაბერვის სცენა.
ამიტომაც არის დღევანდელი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფარისეველი და ცრუ.
ისინი სიმართლეს თავალებში ვერ უყურებენ.

ბატონი გაზდელიანის ფეისბუკის პროფილი მთელი მისი სურათებით და "კედელზე" დაპოსტილი სურათებით არის აშკარა და ცალსახა დასტური პრობლემისა რომელშიც ბლოგზეა საუბარი.
ეს ბატონი კი კლასიკური სახეა, დღევანდელი ბიუროკრატიის და არა მარტო.

ადამიანს რომელიც აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა, რომელიც პოსტავს ფეისბუკზე მღვდლების, ბერების და პტარიარქის სურათებს,
ყავს მოძღვარი ასე უმასპინძლდება საკუთარ მოქალაქეებს.

გასაგებია მთავრობა ვერ უზრუნველყობს შესაბამის კადრების შერჩევას, მაგრამ დედა ეკლესიამაც ალაბათ ასე დამოძღვრა.

მართლაც ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ ბლოგში დაინახოს (როგორც ზოგიერთ კომენტატორმა მოახერხა) ათეიზმი და დღევანდელი "დედა ეკლესიის" წიაღში ღმერთი.

და ბრამა უნდა იყო ვერ მიხვდე რომ ასეთი ფარისევლობით საქართველო, როგორც ცივილიზებული ევროპული სახელმწიფო ვერასდროს ჩამოყალიბდება. ის იქნება და დარჩება "მიკი მაუსების" ქვეყნად, სადაც ჩინოვნიკები პატარა ბავშვებივით პოზირებენ ევროპულ ქალაქებში, ფეისბუკში პოსტავენ გადასაფარებელში გახვეული პატრიარქის, საკუთარი მოძღვარის ფოტოებს,
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამწარებულ და გაჭირვებულ მოქალააქეებს მუშტებით უმასპინძლდებიან.

არგუმენტი კი:

ის ქართველი კაცია, ის სვანი კაცია.
სწორედ ასეთ ქართველობას სწავლობენ დედა ეკლესიის წიაღში,
ხოლო ასეთ პროფესიონალიზმს პოლიტიკურ პარტიებში.
სხვათა შორის როგორც მმართველ ისე ოპიზიციური პარტიების უმრავლესობაში.

ამ ყველაფრის პრობლემის თავი კი ალბათ არის გიორგი მაისურაძე, გოგი გვახარია და სალომე ასათიანი.

გიორგი ურტყამს უროს დედა ეკლესიას და გოგის უჭირავს სოლი.
ასე ანაგრევენ ისინი ტაძრებს.
ალბათ ასეთებმა დაანგრიებს ბაგრატი და მას დღეს რკინა-შუშა-ბეტონით აღადგენს დედა ეკლესია და მამა მთავრობა.
სხვათა შორის გაზდელიანის სურათებში ბაგრატის "აღდგენილ" ტაძარსაც შეხვდებით, წარწერით ბაგრატით ჰფარავდეს საქართველოს თუ რაღაც მსგავსი.

ასე ზრდის დედა ეკლესია ქართველ კაცებს და ასე ანებივრებს ჩინოვნიკებს მამა მთავრობა.

ამ მამაძაღლობაზე ხმის ამომღები კი არის ქვეყნის მტერი და ბრმა ათეისტი.

ავტორი: ანონიმი
16.05.2012 12:58
ნიძლავი: გარეჯის ამბავზე თუ ამოიღებს ვინმე ამათგანი ხმას.

ავტორი: ანონიმი
15.05.2012 22:12
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: სოფელი
15.05.2012 17:25
სოფლელო ქართველო! თავისუფლება, თანაც სიტყვის, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, ეს არ იციან განსაკუთრებით აქ, თავისუფლების ბლოგებში.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: სოფელი
15.05.2012 17:25
ბატონო გიორგი ძალიან დიდ პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს მაგრამ ის რასაც თქვენი პოსტები ემსახურება მხოლოდდამხლოდ ანტიქართულად შეიდძლება იწოდოს. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი ილაპარაკოთ რაც ენაზე მოგადგებათ.დემოკრატიის ფარსმიღმა ამოფარებულებს გავიწყდებათ რომ დემოკრატია ხალხის ინტერესების დაცვას გულისხმობს და როდესაც თქვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აკეთებს არჩევანს დედა ეკლესიისადმი კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ჩვენ არჩევანს, ძალიან გთხოვთ პატივი ეცით ჩვენ რწმენას და დაანებეთ თავი პატრიარქის საპატრიარქოს და მართმადიდებლობის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენებას. გაოცებული ვარ თქვენი და თქვენი კოლექტივის ასეთი მიდგომისადმი მართმადიდებლობისა და ქართული ეკლესიის მიმართ, ნუთუ თქვენც ისეთივე ქართველები არ ბრძანდებით როგორც საქართველოს 90%. ნუთუ თქვენ საქართველო ისე არ გტკივათ როგორც ჩვენ და თუ ეს ასე არაა ნურასოდეს დადებთ თავს ქართველობაზე და საქართველოს სადღეგრძელოც ნაკლული ჭიქით დალიეთ. მე ქართველი ვარ და გაძლევთ პირობას რომ მიუხედავად თქვენი და თქვენი დამფინანსებლების მცდელობისა ვერ გადააშენებთ და ვერ მოსპობთ იმას რაც აბსოლიტური ჭეშმარიტებაა ღმერთის რწმენა სამშობლოსადმი თავდადება და ოჯახის სიმტკიცე. მინდა ხაზგასმით ხმამაღლა გითხრათ თქვენ კოლექტივს ,,ღმერთისადმი რწმენა და მართმადიდებლობა გადაარჩენს საქართველოს''

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
15.05.2012 16:02
g e r m a n e !

გქონია შემთხვევა, ბავშვი რამეს რომ გეკითხება, მისდა უნებურად რაიმე სერიოზულ საკითხზე და ახსნას გთხოვს.

იცი რა რომ ვერ გაიგებს, ან საკუთარი სიჯიუტით, ან გონებით ვერშეწვდომის გამო, როგორ შეგეზარება აუხსნა.

ასევე მეზარება მეც.ეხლა არ მითხრა შენ ვინ გთხოვაო.

აქ რომ გამოჭენდება ადამიანი საკუთარი აზრებით, რაღაცნაირად საჯარო ტიპის მაგვარია და კეთილ ინებოს, თუ დედას არ აგინებენ მოუსმინოს სახვასაც.

გერმანე მიუხედავად თქვენი დემონსტრაციული ნაკითხობისა ვერ გაიგებ. რადგან მხოლოდ ნაკითხი. მაგრამ განათლებული არ ხარ.

გეკითხები, როგორც კლასიონ კვიმსაძეს კითხეს ციხეში.

ვინ ხარ და რა ფასეულობები გაქვს.

თუ მორწმუნე ხარ რა რევიზიას უტარებ ქრისტიანობას.

რა არ მოგეწონა, პატრიარქს საკუთარი აზრები კი არ გამოუთქვამს არამედ მოციქულთა.

თუ ათეისტი ან მცირედ მორწმუნე ხარ, დაელოდე იგივე მომენტს რაც შორენამ იგრძნო. თუ არ თვალთმაქცობს ან თუ დროებითი არაა და მერე დაუსვი ჯერ შენ თავს კითხვები,

თუ იმას ფიქრობ რომ, დასავლეთმა პროტესტანტული კითხვები რომ ჩამოაწიკწიკა იმიტომ უშვებს მერსედესსო კი ხარ მანდ და დაანებე თავი მორწმუნეთა დამოძღვრას.

შენ თუ ლიბერალები, ძირითადი იდეები ქრისტიანობას რომ მოპარეს ქრისტეზე მეტი ჰუმანურები გგონია და ადამიანთა მეტი მოყვარე, ესეც გვითხარი.

საერთოდ თავისუფლების რა ხარისხისკენ მიილტვიან შენნაირები.

ადანიანი მორალის სინდისის და ვალდებულებების მონაა კარგი გაგებით

აბსოლიტურად თავისუფალი გიჟი და ცხოველია.

ავტორი: ნინო ბიკოვა საიდან გვწერთ: თბილისი
15.05.2012 01:07
საქართველოს მართლმადიებელ ეკლესიას, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რიტუალებისა და „სასწაულების“ გარდა სხვა არანაირი „სულიერების“ შეთავაზება არ შეუძლია ადამიანისთვის და თავადაა ყოველგვარი სულიერებისა და სულიერი კულტურის მთავარი მოძულე, რომელიც ყველგან და ყველაფერში, სადაც მისი ლოცვა-კურთხევის ბეჭედი არაა დასმული, ეშმაკეულებს ხედავს-ეს იყო ყველაზე გენიალური ფრაზა,ძალიან კარგი სტატიაა როგორც სტილისტურად,იდეურად,ფილოსოფიურად,ისტორიულად,მოკლედ,მრავამხრივ.ჩანს,რომ ობიექტურად აღიქვამთ სინამდვილეს,რაც ძალიან სასიკეთოა საზოგადოების ინტელექტუალური განვითარებისათვის.ბრავო! :)

ავტორი: ანონიმი
14.05.2012 19:01
ავტორი: ანონიმი
13.05.2012 17:03 ტუ არ უნდატ ადამიანებს ეკლესიასი ყოპნა ვინ ადზალებს,ეპისკოპოსი კი არა ანგელოზიც ვერ გაგაცერებს .ნუტუ ასე ბნელია საქარტველოს მოსახლეობის 80-90პროცენტი

ეკლესიაში შესვლა რომ უნდათ, რწმენა რომ აქვთ, იმიტომ აკრიტიკებენ პატრიარქს.
პატრიარქი არაა ეკლესია, ჩვენ კათოლიკები არ ვართ.

ავტორი: GERMANE
14.05.2012 18:44
ბატონო გიორგი, მადლობელი დაგრჩებოდით თუ ამ წერილს გამომიქვეყნებდით - რატომღაც "ლიბერალს" არ ეგზავნება.

წერილი "ლიბერალის" რედაქციას:

ძვირფასო რედაქციავ, ჩემთვის მართლაც ძვირფასო,

ფასეულობები, რომელთათვისაც "ლიბერალის" რედაქცია მტკიცედ და ცხოვრებისეული დამაჯერებლობით იღწვოდა, ჩემთვის სწორედაც რომ უძვირფასესია.
ესაა ადამიანის უმთავრესი ფასეულობა - უფლება საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ არსებობაზე და ეს მას შემდეგ, რაც ადამიანმა ეს ფასეულობა ყოვლისშემოქმედისაგან საჩუქრად მიიღო.

სამწუხაროა, რომ ამ ფასეულობის დაცვა თქვენი რედაქციის "პრიორიტეტების სიიდან" რატომღაც წაიშალა.

რა მაფიქრებინებს ამას?

ბოლო დროს და განსაკუთრებით აპრილ-მაისში თითქმის მასობრივად ხდება საზოგადოების პოლარიზების - უფრო სწორად კი საზოგადოების ლიბერალური ნაწილის პოლარიზება, "შუადან გაკრეფა", ერთმანეთისათვის დაპირისპირება. ერთ მხრეს აყენებთ "მართლმადიდებელ ქრისტიანებს", "აქ უფლის შემგრძნობელთა" მორწმუნეებს და მეორე მხრეს იმ ადამიანებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან დღევანდელ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში მოქცეულ უზომო ძალაუფლებას და კერძოდ მის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელიც საკუთარ თავს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებს.

აქვე ვიტყოდი, რომ ხელისუფლება, როგორც ინსტიტუციური ძალაუფლების მეორე მატარებელი ამგვარივე "შუის გაკრეფით" ცდილობს შავ-თეთრის, კარგ-ცუდის გარჩევას. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

ბოლოდროინდელი სტატიები, განსაკუთერებით კი ქალბატონი შორენა შავერდაშვილისა და ბატონების ირაკლი კაკაბაძისა თუ გიორგი ცხადაიას ბლოგები გახდნენ ამ ახალი მიმართულების - "შუიდან გაკრეფის" ავანგარდები და პროფესიონალები.

თუკი ქალბატონი შორენა შავერდაშვილი თავის ლექტიურაში დაახლოებით ამგვარ თეზისს გვთავაზობს: მე აქ უფალი ვიგრძენი, სხვებმაც აქ უფალი იგრძნეს და ვისაც ეს გვჯერა, ვინაც ეს იგრძნო, უბრალოდ გაგვატარეთო;
ბატონი ირაკლი და ბატონი გიორგი უფრო პირდაპირი კონფრონტაციის ხერხს მიმართავენ.
ისინი ერთმანეთს უპირისიპერებენ ერთის მხრივ გრანდიოზული მასშტაბის სოციალურ პრობლემატიკას და მეორეს მხრივ სწრაფვას თავისუფალი საზოგადოებისაკენ. ეს შედარება არ გახლავთ არც "თითიდან გამოწოვილი" და არც "გადამეტებული", ამას თავად ავტორებიც პირდაპირ ასე ახასიათებენ. ბატონი გიორგი ცხადაია მატერიაში უფრო სიღრმისეულად მიდის და ერთ მხარეს სოციალურ უთანასწორობას (უბრალოდ უფულობას) და მეორე მხარეს ეგრეთწოდებულ ნეგატიურ-პოზიტიურ "თავისუფლებებს" (ვითომდა რამდენიმე თავისუფლება არსებობდეს!) უპირისპირებს ერთმანეთს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს "თავისუფლებები" უბრალოდ ფარსია, თუკი არა გაქვს "ფული".

ქალბატონი შორენა დისკრეციულად, ინდივიდუალურად, უდგება საკითხს - როგორც ადრე ვთვლიდი და მეგონა - განსაკუთრებული კრიტიკული ლიბერალიზმით, თუმცა ვაღიარებ ამ შეფასების სიმცდარეს.
ქალბატონი შორენას სახით, პიროვნება მიდის საქართველოს საზღვრამდე, იქ სადაც მართლმადიდებლობას მხოლოდ არქიტექტურული სტატუსი აქვს და ამ არქიტექტურის შიგ არსებობს, ხვდება განსაკუთრებულ პიროვნებას და გრძნობს უფალს.
აქ მიზანშეწონილია იმ კითხვის დასმა, თუ რა საერთო აქვს ამ პატარა ანეგდოტურ ისტორიას მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ ძალაუფლებებთან, საერთოდ ჩვენ პირად ცხოვრებაზე გავლენის მოპოვების მცდელობასთან?
ალბათ არავითარიო, იტყვის ვინმე მავანი.
და თავად ავტორსაც შეუძლია გვითხრას - თუკი ვინმეს სხვა გრძნობა ეუფლება და ჰგონია, რომ მე ამით ადამიანებს პატრიარქივით "მორჩილებისაკენ", "ოჯახისათვის", "ქმრისათვის" და ა.შ. მორჩილებაზე მოვუწოდებდე - ეს მისივე პრობლემააო.
მართალიც იქნება - თუკი მე ამ გრძნობის გადამეტებულ გაღვივებას ვგრძნობ - ეს ალბათ მართლაც ჩემი პრობლემაა. ის ფასობს, რაც კონკრეტულად ითქვა.
სწორედ ამიტომაც ვაფასებ იმავე კატეგორიებით ბატონ ილია მეორეს და აქაც მოვუწოდებდი ქალბატონ შორენას - განსაჯეთ (გინდაც ამხილეთ და არა განიკითხეთ!!!) ის სიტყვები, რაც პატრიარქის პირიდან წამოვიდა.

გაგრძელება......

ავტორი: ანონიმი
14.05.2012 16:09
სალამი ინგლისელი ლიბერალების თავშესაფარი კანიბალ კლაბიდან.ეგენი პორნოგრაფიის თვალიერებისას პირჯვარს არ იწერდნენ ბნელები კი არ ყოფილან...
დგება ქვის ხანის მოწინავე სტადია... აკუსტიკური იარაღით შეიარაღებულ ფალოსის და შაკტის თაყვანისმცემელთა ხანა.
The Cannibals were a mid-Victorian Club, whose members included many eminent anthropologists, lawyers and writers. Richard Burton, A. C. Swinburne, and Richard Monckton Milnes were all members. They 'consumed pornography and erotica with a passion, (not) as a project of liberation, but as personal and private, a function of social and educational superiority.[1]

ავტორი: ანონიმი
14.05.2012 15:30
გაისად ხდება 1863 წელს დაარსებული კანიბალ კლაბის წლისთავი. წინასწარ გილოცავთ და გისურვებთ ამ იუბილის მშვიდობიან ატმოსფეროში გადახდას!

ვიქტორიანული ხანის ინგლისელი ლიბერალების თავშესაფარი ნიყო ავანტურისტი,მთარგმნელი და პორნოგრაფიის დიდი მოყვარული რიჩარდ ბარტონის მიერ 1863 წელს დაარსებული კანიბალთა კლუბი (კანიბალ კლაბ),რომლის მიზანიც იყო არატრადიციული ქცევებისთვის ხელის შემწყობი ატმოსფეროს შექმნა. სექსუალობის გაღრმავებული კვლევა. პოეტები და არტისტული ბომონდი,მაგალითად ნამეტანი გულმოდგინე წევრი ალჯერნონ სუაინბერნი იქ დიდი სიამოვნებოდით ეძლეოდა ჭიპხახუნის სახეობებს, სვამდნენ, ჭამდნენ, ლაყბობდნენ და ერთმანეთს ეხახუნებოდნენ.

სუაინბერნი დიდი ნახტომებით მიდიოდა წინ!

" იქნებ შეიძლება ღმერთის კულტის შეცვლა გრძნობათა კულტით?" აი მის მიერ დასმული დიდი პრობლემა! მას სიამოვნებით აყვა ჰომოსექსუალური რევოლუციის შუქურა პოეტი ედვარდ კარპენტერი.

სექსოლოგიის პიონერ ჰაველოკ ელისს დაარქვეს სექსის დარვინი (კიდევ კარგი რომ ძერჟინსკი არა,გადავრჩით).

მოკლედ ამ გამოხახუნებულმა ტიპებმა დაკარგეს ინდოეთი,მოაწყვეს ინდოეთ-პაკისტანის ომი, წვლილი შეიტანეს იზრაელის შექმნაში რასაც მოყვა ის რომ ებრაელი იერუსალიმის ქუჩაში მშვიდად ვერ გასულა. ან გარუსებული ნეონაცისტი ებრაელები მოკლავენ ან უკანატანში ბომბაგარჭობილი არაბი ტერორისტები. ხოდა ფრთხილად ძმაო. ამ კანიბალთა კლუბზე ინგლისურის მცოდნე ჯერ გამოუხახუნებელ და ცოცხალ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს ლინდონელი ჟურნალისტი კრისტოფერ ტერნერის წიგნში "ჰაუ ზე სექსუალ რევოლუშნ ქეიმ" რომელიც ეძღვნება ფროიდზე უფრო გამოსასქესოასოებულ ვილჰელმ რაიხს. ხოდა ისევ ჯობია რომ ქართველმა ეგრე ვთქვათ ლიბერალებმა თავშესაფარი ისევ ათ მცნებაში და 12 ნეტარებაში ეძებონ თორე საქართველოს ხელისუფლება თუ ჯერ არ გადაქცეულა კანიბალ კლაბად შეიძლება მალე გადაიქცეს და მოვა სვანეთის უბნის და ჩუღურეთის ნახახუნარ მამლაყინწათა სამოქალაქო ომი.

ავტორი: GERMANE
14.05.2012 14:47
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
14.05.2012 00:55 http://liberali.ge/statia/irakli-kakabadze/humanizm?page=2

პირდაპირ ურცხვია ბატონი კაკაბაძის მცდელობა, თვალსი ნაცარი შემაყაროს.
ირაკლი კაკაბაძე კარგად საუბრობს ადამიანთა გაჭირვებაზე და გადარჩენის, ექზისტენციალიზმის სრულ გამარჯვებაზე ლიბიდოზე.
და ეს ერთ-ერთი, ალბათ შეგნებული (რამეთი მე ირაკლის, როგორც უაღრესად ჭკვიან კაცად ვიცნობ!) თვალთმაქცობაა.
თავისუფლების გრძნობა არაა "ლიბიდო" - მითუმეტეს თავგანწირულ ქრისტიან ერის შვილს ეს არ უნდა ესწავლებოდეს. თავისუფლების იდეას ბევრი სწირავდა და სწირავს ექზისტენციას - ფაშისტურ გერმანიაშიც კი.

მეორე თვალთმაქცობა, ბატონო ირაკლი ისაა, რომ ერთმანეთში ურევთ ლიბერალობას და ფინანსური კაპიტალიზმის მიერ პრიორირებულ "ლიბერალიზმს" - როცა ბაზარი ანუ ფინანსური სტატუსი განსაზღვრავს ფასეულობას.
ლიბერალიზმი და ირაკლიმ ეს არაერთხელ "გაკვრით" აღნიშნა არის ფასეულობა ადამიანის შესახებ ანუ მისი უფლების შეულახავობა და აქ მორჩილებაც შედის.
რაც შეეხება კი იმას, რასაც ირაკლი კაკაბაძე "ლიბერალიზმს" უწოდებს, სხვა არაფერია თუ არა მორჩილება და არაფრიტ ჩამოუვარდება პატრიარქის "ფეხისბანის" ცერემონიას.
ბატონო ირაკლლი - ქართული ხელისუფლება არაა ლიბერალი, ლიბერალიზმს არ უნდა ოლიმპი, ლიბერალობა ნიშნავს ოლიმპების არარსებობას, ლიბერალობა ძალიან მარტივია - ნუ გახდები მონა და ნურავის დაიმონებ - თუკი ეს არ მიგაჩნიათ რეალობის ფასად და უტოპია გგონიატ - ეს თქვენი პირადი საქმეა, ჩემო ირაკლი ბატონო - დაემონეთ ვისაც გინდათ და დაიმონეთ თქვენნაერად მოაზროვნენი - ეს თქვენი საქმეა. ჩემი უფლება კი ისაა რომ მონას ვუთხრა - თუკი გსურს მონობა - სიამოვნებით, ოღონდ მე, როგორც არა მონობის მსურველს ნუ გადამცემ ხატზე, ნუ წამართმევ კალონკაზე ბენზინის ჩასასხმელ კატუშკას და ნუ ეტყვი ჩემს შვილს რომ შენი მამა/დედა ბოზია ან პიდარასტი, ნუ ქადაგებ ადამიანის მიერ ადამიანის დამონებას.

რაც შეეხება სააკაშვილის (ანუ სრულიად ე.წ. ლიბერტიანელების) ფილოსოფიას და ქარტული მართმადიდებლური ეკლესიის ფილოსოფიას - ესენი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და არ ერჩიან: ზოგი მიშას მონაა და ზოგიც პატრიარქის (არა უფლის!). ეს კი ორივე მხარეს აწყობს, რამეთუ მონები პატრონებს საცემი ტყავივით იცვლიან - ვინც მეტს მოარტყამს და მეტს მისცემს - იმათი ხდებიან, მონობიტ ვაჭრობა კი არ გადავარდნილა - ამ "თავისუფალი ეკონომიკის" პირობებში ახლა იწყება (იხილეთ ვაჭრობა გერმანიაში "ოპელის" დახურვა-არდახურვაზე - ამაზე მეტი ვაჭრობა რა გნებავთ??).
ვაჭრობა-დამონებაში კი არც პატრიარქი და არც სააკაშვილი ჩამოუვარდებიან ერთმანეთს.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
14.05.2012 00:55
http://liberali.ge/statia/irakli-kakabadze/humanizm?page=2

ავტორი: ანონიმი
13.05.2012 17:03
ტუ არ უნდატ ადამიანებს ეკლესიასი ყოპნა ვინ ადზალებს,ეპისკოპოსი კი არა ანგელოზიც ვერ გაგაცერებს .ნუტუ ასე ბნელია საქარტველოს მოსახლეობის 80-90პროცენტი

ავტორი: უსაქმური დინოზავრი საიდან გვწერთ: სამშობიაროდან
13.05.2012 15:14
ქართულ ლიბერალურ-დემოკრატიას რკინაბეტონის ძუძუებს აწოვებს დედა ეკლესია.

ამიტომ ძალიან გასაკვირიც არაა, რომ ის არი "MU",
ანუ მუტრუკი.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
13.05.2012 12:38
პატ. გიორგის დავესესხები


ანტიმართლმადიდებლობა ათეისტთა და სხვათა გვერდით.

ჰ ო მ ო ს ე ქ ს უ ა ლ ი ს ტ თ ა და სხვა ლგბტ -ლთა უკანასკნელი თავშესაფარი.


ავტორი: What?
13.05.2012 11:32
ბარემ სახელი გადაარქვით და რადიო "თავისუფლება"-ს ნაცვლად რადიო "თავისუფლების ინსტიტუტი" დაარქვით. "ტაბულას" და ამ რადიოს საიტის გარდა ვერსად, სხვა ვერცერთ გამოცემაში ვერ შეხვდებით მართმადიდებლობაზე ამდენ ნეგატიურ სტატიას!
ეს რა უბედურებაა!!!

ავტორი: ანონიმი
13.05.2012 01:52
მაგი არაფერი. თბილისში რო დგას ნაღდი ლიბერალი გეიდარ ალიევის ძეგლი,მისმა ჯარებმა დაიკავეს გარეჯის ნაწილი და უდაბნოში სალოცავად ქართველ მართლმადიდებლებს არ უშვებენ. თქვენი ჯავრი ქმოიყარეს. ნიგერიელი ვაჟკაცების მაგალითს არ მისდევთ და ეკლესიებს არ აფეთქებთ, საბჭოთა ჯარი გააგდეთ გარეჯის პოლიგონიდან ბნელი მართლმადიდებლების სასიხარულოდ და აი მოგეშველათ ალიევების ჯარიც. გეიდარ ალიევი ხომ დააწინაურა იმან ვინც დააწინაურა ქართველი დემოკრატებისთვის მადლობის გადამხდელი ედვარდი. ხოდა გეშველებათ თანდათან. მალე აზერბაიჯანულადაც ალაპარაკდებით.

ავტორი: GERMANE
12.05.2012 20:47
ავტორი: ფანტომასი
11.05.2012 14:40 "

ფანტომას, მივლენ, ჯაბას საფლავთანაც მივლენ - ძმები ახალაიები იქაც მივლენ და ერთ ჭიქას წააქცევენ - გადაცბულები, ფარულად, ზესტაფონელ ვანოსაც წამოიყვანენ თავისი შოუდან და ერთად მივლენ მათი წინანდელი "მამის" საფლავზე, ედიკას და ალბათ მიშასაც კარგ ფასად რომ მიყიდეს მათი და რამდენიმე "მხედრიონელი" გენერლის სიცოცხლე.
საძმო საძმოა - იტალიელი მაფიოზებიც ღადრავდნენ ერთმანეთს ყელს, მაგრამ "საძმო ფიცს" ვერ უღალატებენ ახალაიები. იტყვიან, ჯაბა მოსაკლავი კი იყო (ქურდებთან მიქარა, სპრავედლივობაში მიქარა, აფხაზეთსი მიქარა...) მაგრამ მაინც საძმო იყოო.

ავტორი: რიგითი თბილისელი საიდან გვწერთ: თბილისი
12.05.2012 16:23
"...საქართველოში მასობრივი მორწმუნეობა სწორედ სულიერების დეფიციტისა და განათლებისა და კულტურის კატასტროფული ვარდნის შედეგია." – სამწუხარო რეალობის ზუსტი შეფასებაა.

ავტორი: GERMANE
12.05.2012 10:47
ბატონო გიო, კარგით რა, სტატია რა შუაშია?
წარმოიდგინეთ და იმაზე ვიკამათოტ, რომ რომელიმე მამხილებელი აზრი ისეთი შრიფტითააო დაწერილი, რომ არ მოგწონდეს და ამიტომაც აზრი ან განვიხილოთო. მართებული იქნება?
აქ ავტორი შეეხო იმ ფაქტს, რომ ბოლოსდაბოლოს, თუკი გვეგონა, რომ საქართველოში რამდენიმე ტუსოვკაა (ლიბერალები, ლიბერტიანელები, კონსერვატორები, მრეწველ-ბიზნესმენები, ამატი- თუ იმათი და ა.შ) ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს ფარსია და ყველა იძულებული ხდება ერთი ტუსოვკა აღიაროს - ესაა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უზენაესობა და უცდომელობა. აი ესაა თემა და არა ის, რა სიტყვის თუ აზრის სიმწიფის პოტენციალი აქვს წერილის ავტორს.
თუ აზრი გინდათ გამოტქვათ - საქმეზე და არა ჩემი ფეხის ზომაზე.

ავტორი: გიო საიდან გვწერთ: თბილისი
12.05.2012 03:51
სუსტი და უსუსური სტატია. მეტი არაფერი მემეტება.

ავტორი: Tamari საიდან გვწერთ: Tbilisi
11.05.2012 23:04
"ზომბილენდი" ეს არის საქართველო დგეს!!!

ავტორი: ფანტომასი
11.05.2012 14:40
რა დროს ლიბერალიზმი და ეკლესიაა როცა ღალატია,ღალატი!!! 26 მაისსს ქართველი დემოკრატები აპირებენ მერაბ კოსტავას საფლავზე მისვლას და ივიწყებენ საქართველოს მთავარ დემოკრატ დოქტორ იოსელიანს!!!

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
11.05.2012 07:53
სად აფარებენ თავს ქართველი ლიბერალები ან მოინტელექტუალო ბღენძები არ ვიცი,მაგრამ მათი ნატურა სად მჟღავნდება ეს ვიცი,

აგერ ზოგი პიდაპირ დანოსებს წერს მოდერატორს, შეხეშეხე რას წერს ანონიმი1-ო , ზოგი წერას მიკრძალავს ,ზოგიც აქედან მიბრძანდიო მირჩევს.

და ეს ხალხი ხელისუფლებას უკიჟინებს, განსხვავებულ აზრებს ვერ იტანს და ახშობსო,

ეხლა არ თქვათ სად ვახშობთო , აქ რაც შეგიძლიათ იმას აკეთებთ. ძალაუფლება რომ მოგცათ და პატარა რომ შეირყვნებით მერე რას იზამთ?

მეც არ მომწონს მაისურაძის ზმანებები მარა გაძევებას ვითხოვ?

რ ჩ ე ვ ა მათთვის ვისაც არ ვეპიტნავები!

ბლოგზე მოგზაურობისას ანონიმ 1 რომ გადააწყდებით, ირგვლივ მიმოიხედეთ. თუ არავინაა, უკან დაიხიეთ გამოქანდით და კომენტარს გადაახტით, შემდეგ გაბღეძნილი სახით გააგრძელეთ სვლა აზროვნების მწვერვალებისკენ.

p.s.თუ ღმერთი გაგიწყრა და ვინმემ გკითხათ, ეს ანონიმი1 რას ბჟოტავს, უპასუხე სუფთა სინდისით,არ წამიკითხია მაგრამ არ ვეთანხმებითქო,

შალვა ვინცაა თუ ვერ ხედავ/ორივე შალვა/. მე უძლური ვარ რაიმე გაგაგებინო,

ავტორი: ანონიმი
10.05.2012 23:02
ოჰ! შალვა არაფერიაო?! იქნებ გვითხრა შენ ვინ, ან რა ხარ? დაგვტანჯე ხალხი და მოდერატორიც! შენ თვითონ თუ იცი რა გინდა?! :(((((

ავტორი: ანონიმი
10.05.2012 22:01
http://www.pravda.ru/photo/album/19431/1/

ამ ლინკზე არის სამაგალითო ბრძოლა საზიზღარ ეკლესიასთან. ვაჟკაცებმა ნიგერიაში ააფეთქეს ეკლესია. მათ იციამ რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი ლობიოობა არაა!

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
10.05.2012 21:06
შალიას არაფერი არ ვარ, რადგან შალია თვითონ არაფერია.

როგორც დიდი ქართველი მოაზროვნე, გიგა ზედანია გვასწავლის --- ცინიზმი რჩეულთა ნიჭია ---ირონია რჩეულთა შორის ნარჩევთა.

მე თავმდაბალი კაცი ვარ და ვერ გიპასუხებ.

ისე რავა არაფერი მოგწონთ, რა ხართ ეს ინტელექტუალები,

მოდერეიშენ ადამიანი ვერ იქნება?

ხალხო რაც მანიფესტი ქვემოთ გამოვაქვეყნე, დიდ ლიბერალურ მადლობას ველოდი და სულ ცოტა თქვენს სანატრელ რიგებში მიღებას.

ასე ხომ.


ავტორი: ანონიმი
10.05.2012 20:28
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/200714-ilia-meore-saqarthvelo-ver-iarsebebs-afkhazethis-gareshe.html

აბა, ამაზე კომენტარი გურუებისაგან.

ავტორი: ანონიმი
10.05.2012 20:27
ანონიმ1, ცინიკური იყავი, თუ ირონიული? ისე, შენ შალვასი რა ხარ? მოდერეიშენ- ადამიანი ვერ იქნება. :0 :)))))))))))

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
10.05.2012 07:33
მშვიდობა, ყვავილები, სიყვარული, აზრთა გამოხატვის თავისუფლება და დაუსჯელობა.

ცუდი ადამიანები არ არსებობენ, გაუმარჯოს ლიბერალიზმს!

თავისუფლება ჩვენ და ჩვენი ორგანოების მოთხოვნებს!

დიდება ლგბტ აქტივისტებს, პროგრესის ამ მებაირახტეებს!

დიდება ეკლესიის ბნელ ძალებთან მებრძოლ გმირ ათეისტებს!

ძირს რეგრესული ინსტიტუციები, ძირს შემზღუდავი ჩარჩოები თუნდაც მორალის!.

ვაშა, ყოვლისმიმტევებელ ლიბერალიზმის ოკეანეში მოტივტივე თავისუფლებას!

თავისუფლება ცოტნეს!

ამასაც არ დამიბეჭდავთ მოდერეიშენ?

ავტორი: ანონიმი
10.05.2012 01:58
ქართველი ლიბერალები სად არიან არ ვიცი. ერთი იყო მიხო ნანეიშვილი სახელად,იძახოდა ფული მომეცით და გამოვალ შევარდნაძის წინააღმდეგო. გამსახურდიას წინააღმდეგ გამოსასვლელად დიდი ფული არ იყო საჭიროო. არ მისცეს ფული და გაქრა. ხოდა მაგ ლიბერალების მიერ გაგიჟებულ საქართველოს ვერც ერთი ეკლესია ვერ დაიტევს. ერთი დიიდი საგიჟეთის აგებაა უკვე საჭირო. იქნებ გაერომ გამოყოს ამისთვის ერთი-ორი ფარა. ადამიანები აღარაა მაგ რადიოში? შეიბრალეთ ხალხი. პოსტ-ტრავმატული სინდრომი ანუ სიგიჟის არც ისე მჩატე ფორმა არ გაგიგიათ? მერე მოვიცლი და აგიხსნით.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული