ხუთშაბათი, 28 მაისი, 2015 თბილისის დრო 05:37

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

კახეთის განვითარების 2013-2017 წლის სტრატეგია

სიღნაღისიღნაღი
x
სიღნაღი
სიღნაღი

მულტიმედია

აუდიო
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, ერთ-ერთ გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად, კახეთის რეგიონის 5 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოამზადა. დოკუმენტში, რომელიც თაბახის 74 გვერდზეა განთავსებული, დეტალურადაა აღწერილი პრობლემები, რეგიონის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აგრომრეწველობა, ტურიზმი, წარმოება, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები, განათლება, ჯანდაცვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რაზეც ვრცელ დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი.

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მომზადებული პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე წარადგინეს:

„დოკუმენტი ჯერ უნდა დამტკიცდეს და, ბუნებრივია, შემდეგ მოხდება ამ სტრატეგიის სისრულეში მოყვანა. განხორციელდება დოკუმენტის დაგეგმილი ღონისძიებები“.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა ოთხი მიმართულების გამოყოფა. ესენია: სოფლის მეურნეობა, ეკონიმიკა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. დოკუმენტის მომზადების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნები...
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის სუსტ მხარეებად ითვლება: მოსახლეობის დაბერება, ახალგაზრდების მიგრაცია, სახელმწიფოს დიდი დანახარჯები პენსიებსა და დახმარებებზე, თვითდასაქმების მაღალი დონე, სამელიორაციო სისტემის არასათანადო მდგომარეობა, მოსახლეობის 90%-ისთვის კანალიზაციის სისტემის ხელმიუწვდომლობა, შიდა გზების გაუმართაობა, ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე, მოსახლეობაში კიბოს, ფარისებრი ჯირკვლისა და ანემიის გავრცელების მაღალი დონე.

პროექტის კოორდინატორი რუსუდან აბულაშვილი ამბობს, რომ მათ მაქსიმალურად ასახეს კახეთის მხარეში დღეს არსებული რეალობა. მისივე თქმით, პრობლემათა სიმრავლის მიუხედავად, დოკუმენტში პრიორიტეტული საკითხებიც არის გამოკვეთილი:

„დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა ოთხი მიმართულების გამოყოფა. ესენია: სოფლის მეურნეობა, ეკონიმიკა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. დოკუმენტის მომზადების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნები. დოკუმენტზე საზოგადოებასთან ერთად მუშაობდნენ თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

დოკუმენტზე მომუშავე ორგანიზაციები და სამსახურები ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში კახეთი ძლიერი მხარე გახდება და დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი წიქაძე გვეუბნება, რომ თუ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, მიმდინარე ათწლეულში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება:

„სტრატეგია მოიცავს უახლოესი წლების განვითარების გეგმას. შესაბამისად, მისი იმპლემენტაცა მოხდება იმ მომენტიდან, როდესაც მას დაამტკიცებენ. ღონისძიებები გათვლილია მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში“.

სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ახალგაზრდების უმეტესობა უსაქმურია. შემდეგ ხან თავს ვერ იკავებენ და ათასგვარ დანაშაულს სჩადიან...
კახეთის რეგიონის 5 წლიან სტრატეგიულ გეგმაში რეგიონის ძლიერი მხარეებიც არის წარმოჩენილი. ასეთებად ითვლება: სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ფართობი; ღვინო და სპირტიანი სასმელები; აგროგადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პოტენციალი; რეკრეაციული, ეკო, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისა და ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების პოტენციალი;

კარგი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა - თბილისთან სიახლოვე და აზერბაიჯანთან საზღვარი; თელავის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის კარგი მდგომარეობა.

რა მოლოდინი არსებობს და რომელი პრობლემის მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას სამოქალაქო საზოგადოება? მცირე გამოკითხვისას ასეთი პასუხები მივიღეთ:

„მე ვფიქრობ, რომ კახეთის სოფლის მეურნეობას უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება“.

„სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ახალგაზრდების უმეტესობა უსაქმურია. შემდეგ ხან თავს ვერ იკავებენ და ათასგვარ დანაშაულს სჩადიან“.

„ჩემი ახალგაზრდობის დროს ადათი სამუშაო ადგილი იყო. მაგალითად, მეაბრეშუმეობა იყო განვითარებული. მაშინ ცხოვრებას აზრი ჰქონდა, ახლა? არც ახალგაზრდებს უხარიათ არაფერი და არც ხანში შესულებს“.

„რა უნდა განვითარდეს, წყლის პრობლემა ვერ მოუგვარებიათ!“

კახეთის განვითარების 2013-2017 წლის გეგმა უკვე მომზადებულია. დოკუმენტში ლაპარაკი არ არის სავარაუდო თანხაზე, რომელიც პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დაიხარჯება. დაიწყება თუ არა კახეთის მასშტაბური განვითარება, ეს ახალი მთავრობოს გადაწყვეტილებაზეა დამოკდებული.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო არზაყან ემუხვარის ჩეხური პერიოდი და აღსასრული

პრაღის ცენტრში კვეტნას ქუჩაზე მდებარეობს სახლი, რომელშიც ემიგრაციის წლებში ცხოვრობდა აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელიც 1926-1933 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს წარმომადგენლობას ჩეხოსლოვაკიაში.
გაგრძელება

აუდიო გმირი, თარიღი და რიტუალი

დღევანდელი ჩვენი სიუჟეტის თემაა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გაგრძელება

აუდიო აკნინებს თუ არა მოკრძალებული აღლუმი ზეიმის მნიშვნელობას

საქართველოში არ არსებობს საკითხი, რომელზეც აზრთა მწვავე დაპირისპირება არ იყოს - მათ შორის იმაზე, თუ რა დოზით და როგორ უნდა იყოს არმია წარმოდგენილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე.
გაგრძელება

აუდიო სოფლის მეურნეობა წლის დასაწყისში

2015 წლის დასაწყისისთვის სოფლის ტიპის დასახლებებში საქართველოში 1 მილიონ 589 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ანუ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 41 პროცენტამდე. მათი უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის მდგომარეობა საქართველოში მხოლოდ დარგზე კი არა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გვიქმნის წარმოდგენას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)