ამბობდნენ, რომ „აგენტების კანონს“ აღარ მიიღებდნენ, - რომ „ეს საკითხი დახურულია“, - მაგრამ ერთი წლის თავზე ზუსტად იმავე შინაარსის კანონპროექტი დაარეგისტრირეს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრის იდეას, საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
„ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონსა და ლგბტ უფლებების შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. რა ვადა შეიძლება დასჭირდეს საპარლამენტო უმრავლესობას საქმის ბოლომდე მისაყვანად?
„არ გვსურს, ეს სიმღერა [“გაიღიმე” - რ.თ.] პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში, პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“.
რუსეთში ახლაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით ცნობილი რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ. მას „უცხოური აგენტის“ სტატუსიც აქვს და დაუსწრებლად მისჯილი წინასწარი პატიმრობაც.
3 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი, საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განზრახვას, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ჩამოტვირთე მეტი