Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზბესტი - კიდევ ერთი საშიში კანცეროგენი ჰაერში


აზბესტი - კიდევ ერთი საშიში კანცეროგენი ჰაერში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზბესტს ერთ-ერთ ყველაზე მავნე კანცეროგენად ასახელებს. ის კიბოს გამომწვევ მიზეზად ითვლება და 60-მდე ქვეყანაშია აკრძალული. საქართველოში აზბესტის შემცველობით საღებავები, სამშენებლო მასალა და სამუხრუჭე ხუნდები შემოდის. სწორედ აქედან ხვდება ჰაერში ეს მავნე კანცეროგენი.

პარლამენტი 26 სექტემბერს იწყებს საკომიტეტო მოსმენას აზბესტის მავნე ზემოქმედებასა და მისი ჩანაცვლების გზებზე. ამ საკითხზე რეკომენდაციები მოამზადა ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. მასში ყურადღება გამახვილებულია აზბესტის სამუხრუჭე ხუნდებზე, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიები და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებიც ხშირად იყენებენ. დამუხრუჭების დროს მავნე ნივთიერება ჰაერში გამოიფრქვევა და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი მუშაობს საქართველოში აზბესტის ზემოქმედების პირობებში, არ არსებობს მისი ჩანაცვლების სამოქმედო გეგმა და მისგან მომავალ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერებაც დაბალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG