"ამას ხომ მაინც არ წაშლით - რუსეთი ოკუპანტია"
17 წლის სალომე თინიკაშვილი 20 ივნისის ღამის შემდეგ გორის მთავარ, სტალინის ქუჩაზე გავიდა და კედელზე დატოვა ნახატი - თვალახვეული ადამიანი წარწერით "რუსეთი ოკუპანტია". ხატვის დროს მასთან უცნობი პირები მივიდნენ და სთხოვეს ხატვა შეეწყვიტა, იმიტომ რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა. სალომე ფიქრობს, რომ ისინი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები იყვნენ. მეორე დღეს მას საკუთარი ნახატი შავად გადაღებილი დახვდა. სალომემ შავ ლაქას მიაწერა" არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ წაშლით ნახატს, რუსეთი მაინც ოკუპანტია". ქალაქში სასიყვარულო წარწერებს არავინ შლის, ამიტომ ამ შავი ოთხკუთხედი ლაქის გვერდით დაწერა: „ნინი გიოს უყვარხარ, ამას ხომ არ წაშლით, რუსეთი ოკუპანტია“. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სალომე 7 წლის იყო, იმ დღეების მოგონებები მის გონებაში ჩაბეჭდილია. ომის დღეებში როგორც კი მისი ოჯახი სამშვიდობოს გავიდა, პირველი, რაც სალომემ გააკეთა, ხატვა დაიწყო. მას შემდეგ იგი ხშირად გამოდის ქალაქში და სათქმელს სტრიტარტით ამბობს.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები