Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშნლმა“ თავისი უმაღლესი ჯილდო ჩამოართვა აუნ სან სუ ჩის


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“ თავისი უმაღლესი ჯილდო, „სინდისის ელჩობა“ ჩამოართვა ბირმის სახელმწიფო მრჩეველს, ყოფილ პოლიტპატიმარ აუნ სან სუ ჩის. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. როგორც „ამნესტის“ დირექტორი კუმი ნაიდუ აღნიშნავს, აუნ სან სუ ჩიმ „არ გამოიყენა თავისი პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტი“ მუსლიმი როჰინჯების გენოციდის შესაჩერებლად. ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა ბირმის არმია, რომელიც არ ექვემდებარება ქვეყნის სამოქალაქო მთავრობა. მაგრამ „ამნესტის“ შეფასებით, ანუ სან სუ ჩის ადმინისტრაცია სიძულვილს აღვივებდა როჰინჯების მიმართ, უარყოფდა, რომ მათ კლავენ და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებას. აუნ სან სუ ჩის, რომელმაც 15 წელი დაჰყო შინაპატიმრობაში პოლიტიკური საქმიანობისთვის, 2009 წელს მიენიჭა „ამნესტის“ უმაღლესი ჯილდო. ის არის ნობელისა და რამდენიმე სხვა პრემიის ლაურეატიც. შინაპატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ყოფილ დისიდენტს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ბირმის მთავრობაში, ხოლო 2016 წელს გახდა სახელმწიფო მრჩეველი, რაც პრემიერ-მინისტრობის მსგავსი თანამდებობაა

XS
SM
MD
LG