ამ ამბავში ბექა ადამაშვილი გამარჯვებულია
ქართველი მწერალი (ავტორი, როგორც ის თავის თავს უწოდებს) ბექა ადამაშვილი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელია. გამარჯვებული წიგნია „ამ რომანში ყველა კვდება“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). ჯილდო 5000 ევროა. ბექას ტექსტები ინგლისურად და ფრანგულად ითარგმნება. ოქტომბრის დასაწყისში კი ბექა ბრიუსელში წავა, სადაც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ეს ლიტერატურული კონკურსი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა იმ მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან. 2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად 14 ქვეყანა შეარჩიეს - ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა. ბექა ადამაშვილი კი პირველი ქართველი ავტორია, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი