Accessibility links

„ანას ბაღის“ სამეზობლო პროტესტს არ შეწყვეტს


„ანას ბაღის“ სამეზობლო პროტესტს არ შეწყვეტს
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:42 0:00

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ სამეზობლო არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. ადგილობრივების თქმით, აქციები გაგრძელდება, როგორც ვარკეთილში, ისე იქ, სადაც ქალაქის მერი, კახა კალაძე მივა. მერიისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არსებობს მშენებლობის ნებართვის გაუქმების საფუძველი. მოსახლეობის პროტესტი „ანას ბაღის“ გადასარჩენად, სამი წელია გრძელდება. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. 2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. 2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის საჩივარი და ბათილად ცნო არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა. თუმცა “ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა” ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება. „ანას ბაღის“ სამეზობლო პერმანენტულ საპროტესტო რეჟიმზე გასული წლის ნოემბრიდან გადავიდა.

XS
SM
MD
LG