Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსიის ხუთი წელი


2014 წლის 20 თებერვალს, როდესაც კიევის ცენტრში "ღირსების რევოლუციის" ბედი წყდებოდა, ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდა. "მწვანე კაცუნებმა", რომელთაც ამოსაცნობი ნიშნებიც კი არ ჰქონდათ, სულ რამდენიმე დღეში შტურმით აიღეს რეგიონალური პარლამენტი სიმფეროპოლში და შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. უკრაინის ნახევარკუნძულის სამხედრო ძალით მიტაცება 16 მარტს არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარებით დასრულდა.

  • როგორ მოეღო ბოლო ყირიმის ანექსიას, როცა რუსეთს უკან ვერ ახევინებს საერთაშორისო სანქციები და რამ ათქმევინა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ასეთი სიტყვები: „თუ რუსეთი შეწყვეტს სროლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს სროლას, უკრაინა აღარ იარსებებს“.
  • ცდილობს თუ არა რუსეთი ყირიმში დემოგრაფიული სურათის შეცვლას? - ინტერვიუ ყირიმელ თათარ აქტივისტთან, ნარიმან ჯელიალთან.
  • როგორ ემზადებიან უკრაინის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად შორს, საქართველოში.
  • თავისუფლების #კითხვები: რას ნიშნავს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია?
  • შინ - უცხოეთში: რატომ ვერ ახერხებს ეკა მარჯანიძე გობელენების ქსოვას ბარიში.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG