Accessibility links

site logo site logo

იწყება “არტისტერიუმი“


თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ სამშაბათს გაიხსნება, ოღონდ გამოფენა-ფესტივალმა მისამართი შეიცვალა - წელს „არტისტერიუმი“ ქუთაისში ჩატარდება და, როგორც რადიო თავისუფლების სტუმარი, კურატორი მაგდა გურული აღნიშნავს, მომავალში არა თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში მოეწყობა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ მაგდა გურული წლევანდელი „არტისტერიუმის“ პროგრამას გვაცნობს, გვიამბობს ფესტივალის სტუმრებსა და ერთობლივ გამოფენებზე, რომელთა საერთო თემა ავანგარდი იქნება.

„არტისტერიუმის“ გამოფენაში წელს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 25 მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. ჩატარდება აგრეთვე ლექციებიქართული ავანგარდის შესახებ. მთავარ საგამოფენო სივრცედ არჩეულია დავით კაკაბაძისსახელობის ქუთაისის სამხატვრო გალერეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG