Accessibility links

აქციები თბილისში - სასამართლოსთან, პროკურატურასთან, პარლამენტთან

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა. უფრო ადრე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები ნაწილობრივ გაამართლა. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და არ აპირებენ დაშლას თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG