აქციები დროებით შეწყვეტილია
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა აქცია შეაჩერეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბოდიშის და დაპირების შემდეგ, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას შესაძლო გადაცდომების და ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხებს.„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შაბათიდან საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. აქციის განახლებას დღეს საღამოდან გეგმავს „ქართული მარში,“ რომლის წარმომადგენლები გასულ ღამით რამდენჯერმე შეეცადნენ რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონების გარღვევას და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებთან მიახლოებას.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან