აღდგომა ოკუპაციის პირობებში
ლია მიქელაძემ დილიდანვე გაამზადა წითელი კვერცხები, პასკა, სანთელი და ცოტაოდენი ღვინო და ვაჟთან ერთად კოშკას სასაფლაოსკენ დაიძრა. კოშკა - გუგუტიაანთკარი ოკუპირებულ სოფელ დისევს ესაზღვრება. სასაფლაო, სოფლის განაპირასაა. იქიდან უკვე ოკუპირებული ტერიტორია იწყება. სასაფლაოსთან პოლიციელები პატრულირებენ, საოკუპაციო გამყოფი ხაზი პირდაპირ სასაფლაოზე გადის. კოშკას სასაფლაოზე ქართველები და ოსები ერთად არიან დაკრძალულნი. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ნაზი ბერუაშვილი მეუღლის საფლავზე წელსაც ვერ მივიდა. ომამდე მისი ოჯახი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვში ცხოვრობდა. ომმა ოჯახი დაფანტა. ორი ვაჟი გორში ცხოვრობს, ქალიშვილი ცხინვალშია გათხოვილი. მეუღლის , გერასიმე ყაულაშვილის საფლავი კი კეხვში დარჩა. საფლავს ოსი ნათესავები უვლიან.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"