Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში

აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურის მეათე ნავმისადგომზე შემოვიდა. ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში. USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.​ ბათუმის ნავსადგურში გაიმართება საზეიმო დახვედრის ცერემონია​. ​

16x9 Image

ეკა ლორთქიფანიძე

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG