Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მრევლს მოუწოდა ღამის წირვას ტაძრის ეზოში დაესწროს


ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, 23:30 საათზე ბათუმის საკათედრო ტაძარში დაგეგმილი წირვა ჩატარდება. ეკლესიაში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, მრევლს კი საშუალება ექნება ღვთისმსახურებას ტაძრის ეზოში მოუსმინოს:

„მინდა გითხრათ, რომ ეკლესია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გამოცხადებული, და ამასთან დაკავშირებით მრევლს გაქვთ გაფრთხილება წინასწარ, რომ ჩაიცვათ თბილად, იმიტომ რომ ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, რომლებიც წირვას აღავლენენ. გარეთ დამონტაჟებულია გახმოვანება და თქვენ ერთმანეთის დისტანციის დაცვით იქნებით ეზოში და ისე მოისმენთ ღვთისმსახურებას, წირვის დასრულების შემდეგ კი ჩვენ გამოვალთ გარეთ და ისე გაზიარებთ“, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოაცხადა.საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვა ევალება ყველა კერძო და იურიდიულ პირს. შეზღუდვებს შორის არის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვაც.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებულია სანქციები, კერძოდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.

დეკრეტის მიხედვით, იმ პირს, რომელიც უკვე დაჯარიმებულია, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

XS
SM
MD
LG