Accessibility links

ბარათაშვილის მერანი


​ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანზე“. თავის დროზე ბარათაშვილმა ეს ლექსი ერთ-ერთი წერილში ჩადო და გაუგზავნა თავის სახელგანთქმულ ბიძას, პოეტსა და გენერალს, გრიგოლ ორბელიანს. გარდა ამისა, პოეტმა თავისი ულამაზესი კალიგრაფიით ამ ლექსის რამდენიმე ასლი დაამზადა და მეგობრებს დაურიგა. და არსაიდან ხმა, არსაიდან არანაირი პასუხი. თითქოს ეს ლექსი არ ყოფილა. „მერანი“ ვერავინ ვერ დაინახა. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც პეტერბურგში, ცარსკოე სელოში ილია ჭავჭავაძე ეკატერინე ჭავჭავაძემ მიიწვია და თავისი ქალიშვილის, სალომე მიურატის დახმარებით გააცნო ბარათაშვილის პოეზია, კერძოდ კი „მერანი“ და „ბედი ქართლისა“, მოხდა აფეთქება: ილიამ იმავე ღამით ორი ლექსი მიუძღვნა ბარათაშვილს და ისტორიული სიტყვა თქვა, რომ ბარათაშვილის სიკვდილმა დააობლა ქართველი ერი. არსებობს მითქმა-მოთქმა ბარათაშვილის „მერანისა“ და დიდი პოლონელი რომანტიკოსი პოეტის, ადამ მიცკევიჩის „ფარისის“ პოეტური ნათესაობის შესახებ, რაც ზოგიერთის თვალში „მერანის“ მნიშვნელობას თითქოსდა აკნინებს. რატომ ვერ დაინახეს თანამედროვეებმა „მერანი“, რა არის ამ შედევრში ისეთი, რაც მას მკვეთრად განასხვავებს მიცკევიჩის ვრცელი ლექსისგან, რა უნიკალურ იდეას ატარებს „მერანი“? — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG