Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლნისელი აქტივისტი ამბობს, რომ სააფთიაქო პრობლემებზე საუბრის გამო თავს დაესხნენ

ნურადინ ნაბიევი
ნურადინ ნაბიევი

ბოლნისელ აქტივისტ ნურადინ ნაბიევს პოლიცია კლინიკაში კითხავს, მასზე თავდასხმის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

როგორც ნაბიევი ადგილობრივ მედიას, „რადიო მარნეულს“ უყვება, მას თავს დღეს, 15 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში, ჩაის სახლში ცხრა ადამიანი დაესხა.

„სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და რომ ვუთხარი კი მეთქი მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით, ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები“, - ამბობს ის.

აქტივისტი ამ თავდასხმას აფთიაქში არსებულ ფასთან და დეფიციტურ საშუალებებზე დაკავშირებით ვიდეომიმართვის ჩაწერას უკავშირებს.

სახის არეში მიყენებული დაზიანებების გამო, მას ტუჩზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. მან რადიო თავისუფლებასთან საუბარი ვერ შეძლო, რადგან მის გამოსაკითხად კლინიკაში პოლიციაა მისული.

მისივე ცნობით, მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ, ირანის მოკლული ალი ხამენეის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG