ბოლტონი - ნემცოვის მკვლელობის ადგილზე
მოსკოვში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა ყვავილები მიიტანა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე, დიდ მოსკვორეცკის ხიდზე. ამის შემდეგ ბოლტონი, რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონა ჰანტსმანის თანხლებით გაემართა ალექსანდროვკის ბაღში, სადაც ასევე შეამკო ყვავილებით უცნობი ჯარისკაცის ძეგლი და გმირ-ქალაქ ქერჩის მემორიალი. შემდეგ ბოლტონი გაემგზავრა კრემლში, სადაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ბოლტონს ამ დღეებში საქართველოშიც ელიან. რამდენიმე დღის წინ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „20 ოქტომბერს მივემგზავრები რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. შევხვდები ჩემს კოლეგებს და სხვა მაღალჩინოსნებს, რათა განვავითაროთ აშშ-ის ინტერესები უსაფრთხოების მიმართულებით”.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან