21 აპრილს უკრაინის მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ამომრჩევლად რეგისტრირებული იყო 35 მილიონი მოქალაქე, მათ შორის ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამხედროები, ომით გაჩანაგებული აღმოსავლეთ უკრაინის სოფლების მცხოვრებნი და საკუთრივ კანდიდატები კიევში.
გადაწყვეტილების დღე: უკრაინელებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს
11
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოტროიცეშია ჩასული.
12
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ნოვოტროიცეში უფრო მეტი მოქალაქე მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
13
საარჩევნო უბანი კიევში, 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას.
14
კიევის ერთ-ერთ უბანზე მამაკაცი ბიულეტენს ათავსებს ყუთში.
15
უკრაინული ოჯახი სამახსოვრო ფოტოს იღებს კიევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.
16
ბავშვი ელოდება მშობლებს, რომლებიც ხმის მისაცემად არიან შესულები კიევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.
17
მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ესაუბრება რადიო თავისუფლებას, მას შემდეგ, რაც ის კიევის ოფიცერთა სახლში ხმის მისაცემად მივიდა მეუღლესთან, მარინა პოროშენკოსთან ერთად.
18
პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმირ ზელენსკი კიევის ერთ-ერთ უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ. რადიო თავისუფლების კითხვას, რა იქნება ის პირველი საკითხები, რომლებსაც ის ხელს მოკიდებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მან უპასუხა: „ომი და კორუფცია“.
19
ფემინისტური ჯგუფის, „ფემენის“ აქტივისტი საპროტესტო აქციას მართავს იმ საარჩევნო უბანთან, სადაც ვლადიმირ ზელენსკიმ მისცა ხმა. ქალი ამბობს, რომ ზელენსკის გაპრეზიდენტება შესაძლოა „სასაცილო ხუმრობაში“ გადაიზარდოს.
20
ამომრჩეველი ხმას აძლევს კიევის ერთ-ერთ უბანზე.