Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: ამ ეტაპზე, საკომენდანტო საათი არ დგინდება


„საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით, ამ ეტაპზე, საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG