Accessibility links

გიორგი ლაფაჩის სახლი ერგნეთში

ერგნეთში, სოფლის განაპირას, აგურით ნაშენი ძველი სახლი დგას. სახლი ომის დროს დაზიანდა. მეორე სართულის ერთ ოთახში იატაკი დაწეულია და შესვლა უკვე საშიშია. კედელს სურო მიყვება, იატაკში ნახვრეტი უპოვია და ოთახში გაშლილა. სახლის ფანჯრიდან ცხინვალი ჩანს. გიორგი ხშირად დგება ამ ფანჯარასთან და წითელსახურავებიან ქალაქს გაჰყურებს. ამ ქალაქიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისევ ისმის. 12 წლის წინ გიორგი ლაფაჩი 7 წლის იყო. მანამდეც და შემდეგაც სროლისა და აფეთქებების ხმა სულ ესმის და ესმის. პატარა გიორგის მეხსიერებაში ყველაზე მეტად 2008 წლის აგვისტოში სახლიდან ოჯახის გაქცევა დაილექა.

XS
SM
MD
LG