Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ლეონიძე: კაცი და პოეტი


„წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ ახალ ციკლს – „დიდი მთაწმინდელები“. საუბარი იქნება იმათზე, ვინც მთაწმინდაზე დაიმკვიდრა სამუდამო სასუფეველი, ვინც ამას იმსახურებდა ან მომავალში დაიმსახურებს. გიორგი ლეონიძეს, როგორც კაცს და როგორც პოეტს, სამი შეხება აქვს წმინდა მთასთან: ბარათაშვილისა და ვაჟას გადასვენებაში უაქტიურესი მონაწილეობა მიიღო, ბოლოს კი თავადაც გაეშურა ქართულ ვალჰალაში. გიორგი ლეონიძის opus magnum, მთავარი ნაწარმოებებია – „ივერიის ღამე“ და „ყივჩაღის პაემანი“. ორივე ნაწარმოების კამერტონია სამშობლო და ხალხური შემოქმედება, ხოლო "ყივჩაღის პაემანში“ რუსთაველის რემინისცენციაც. ყივჩაღსა და ხაზარში რომ თავისუფლება იმალება, დიდი საიდუმლო არ არის…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG