Accessibility links

გიორგი რუხაძე: "რუსეთის მარწუხებში განვითარება არის შეუძლებელი"


24 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მან ილაპარაკა 23 აპრილის შემდეგ სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ რეალობასა და გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც სომხეთს მოუწევს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთებს შორის გიორგი რუხაძე ასახელებს: პროცესის კონსტიტუციურ ჩარჩოებში შენარჩუნებას, შესაბამისად - სტაბილური პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფასა და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის მარწუხებისგან გათავისუფლებას. სომხეთის შიდაპოლიტიკური სურათის აღწერისას, გიორგი რუხაძე შენიშნავს, რომ დღეს რიგგარეშე არჩევნები აწყობს მხოლოდ ნიკო ფაშინიანს, თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის სომხეთის პროტესტულად განწყობილი საზოგადოება. პოლიტოლოგის თქმით, თუკი არჩევნები მალე დაინიშნება, საზოგადოების საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო დიდ გავლენას იქონიებს მის მიმდინარეობასა და შედეგებზე. გიორგი რუხაძე ლაპარაკობს ბერკეტებზე, რომლებიც რუსეთს აქვს სომხეთზე ზეგავლენის მოსახდენად. "დილის საუბრების" სტუმარი აცხადებს რომ "სომხეთი არის ყარაბაღის მძევალი". საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევად გიორგი რუხაძე სომხეთის მიერ განვითარების გზის არჩევასა და რუსეთის მარწუხებისგან თავის დახსნას თვლის, ამასთან, აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონტექსტში ეს ურთულესად წარმოუდგენია.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG