Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი სხილაძე ამბობს, რომ გეგმავს მაღალი იერარქიის მოქმედი სასულიერო პირების “მხილებასაც”


გიორგი სხილაძე, საფრანგეთში მოღვაწე „ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარი, რომელმაც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა, ამბობს, რომ გარდა მეუფე ზოსიმესი, ის გეგმავს სხვა მოქმედი, მათ შორის, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების „მხილებასაც“.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გიორგი სხილაძე ამბობს, რომ მას აქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ „მფარველობდა და მფარველობს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლებს“. მისივე თქმით, თბილისის ცენტრალურ ტაძრებში ახლაც მოღვაწეობენ სასულიერო პირები, რომლებიც სექსუალურად ძალადობდნენ ან არღვევდნენ საეკლესიო სამართალს.

„საათობით შემიძლია ამ ფაქტებზე ლაპარაკი. არიან პედოფილი სასულიერო პირები, ორცოლიანი, სამცოლიანი, მამათმავალი სასულიერო პირები, რომლებსაც ილია მეორე აჯილდოვებს. ისინი დღესაც მოქმედი სასულიერო პირები არიან და სწორედ ამიტომ ვწუხვარ, თორემ, წასულები რომ იყვნენ, მათი ჯინი კი არ მჭირს“.

გიორგი სხილაძე აკრიტიკებს სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებულ მეუფე პეტრე ცაავასაც, რომელმაც 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე და მისი დატოვების შემდეგაც, ღიად მიანიშნა ეკლესიაში არსებულ პრობლემაზე: „ის ვალდებული იყო, რომ აქამდეც ელაპარაკა ამ საკითხებზე“.

გიორგი სხილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასახელებს კონკრეტული სასულიერო პირების სახელებსა და გვარებს, მათ შორის, სინოდის მოქმედი წევრების, თუმცა რადიო თავისუფლება მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.

ამ ეტაპზე, გიორგი სხილაძის მიერ მოყოლილი ფაქტების დადასტურება შეუძლებელია, თუმცა, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, რადიო თავისუფლება მის ბრალდებებს დეტალების გარეშე აქვეყნებს.

გიორგი სხილაძე ამბობს, რომ ამ და სხვა ფაქტებზე, დღეს, 6 ნოემბერს, საღამოს, TV პირველის ეთერში ილაპარაკებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG