32 წლის გიორგი ფხალაძე პროფესიონალი გიტარისტია. გიტარის შესწავლა და ინსტრუმენტების დამზადება ერთდროულად დაიწყო. კლასიკური გიტარა თინეიჯერობისას, რუსთაველზე სეირნობისას აღმოაჩინა. გიორგიმ და მისმა ძმამ ქაშვეთის ეკლესიის მიწისქვეშა გადასასვლელში გაიცნეს კაცი, რომელმაც მათ კლასიკური გიტარა შეასწავლა. სწორედ მან ასწავლა გიორგის ინსტრუმენტების კეთებაც. კლასიკური გიტარის შესწავლა გიორგიმ კონსერვატორიაში გააგრძელა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ კი გიორგის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად სიმებიანი საკრავების დამზადება იქცა. ინსტრუმენტების დამზადების პარალელურად, გიორგი კლუბში უკრავს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, გიორგიმ კვლავ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და კონსერვატორიაში, მაგისტრატურაზე ჩააბარა.
გიტარისტი, რომელიც თავად თლის და აწყობს გიტარებს
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით