გოგი გვახარიას "ბერლინალეს დღიური". III
ყველაფერი ადამიანის კომფორტისთვის, მაგრამ არა ხელოვნებისთვის, არა კინოსთვის! - ასე ფიქრობენ, მაგალითად, კანის ფესტივალზე, სადაც 2 წლის წინ მკაცრად აკრძალეს “ნეტფლიქსის” ფილმების ჩვენება მთავარ სექციებში. სხვათა შორის, დირექციის ეს გადაწყვეტილება მაშინ არავის გაუპროტესტებია. “ნეტფლიქსის” იმ ორი ფილმის ჩვენებისას, რომლებიც ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე მოხვდნენ კანის კონკურსში, “ნეტფლიქსის” ლოგოს გამოჩენისთანავე ჟურნალისტებმა სტვენა დაიწყეს. 2 წლის წინ კანში ჯერ კიდევ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ინტერნეტ-სატელევიზიო ბიზნესს ბოიკოტით მოვუგებდით ომს - არ გადავიხდიდით ფულს “ნეტფლიქსის” ფილმების სანახავად. მაგრამ სადღაა რომანტიკოსის ადგილი ამ წყეულ მიწაზე! ბოიკოტზე უარი თქვა ჯერ ვენეციის კინოფესტივალმა, ახლა კი “ბერლინალემ”...
ეპიზოდები
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები