Accessibility links

გორის გულმავიწყი მერი კომისიამ გაამართლა


კომისიის სხდომა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხის გამო ჩატარდა: კომისიამ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოხსენებითი ბარათი განიხილა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერის მიმართ უნდობლობის გამოცხადებას და საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყებას ითხოვდა. კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00
Direct link
„ქართული ოცნების“ წევრი მარლენ ნადირაძე აცხადებს, რომ საკრებულოს კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, მერის ქმედებებში დარღვევა ვერ ნახა და ამიტომ ეს საკითხი არც საკრებულოს სხდომაზე გავა.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ერთბაშად ორ თანამდებობას იკავებდა: ხელმძღვნელობდა შ.პ.ს. „მარინს“ და, ამავე დროს, იყო ქალაქის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერად 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს, შ.პ.ს. „მარინის“ დირექტორი კი 1996 წელს გახდა და ამ თანამდებობას 2018 წლის 20 ივნისამდე იკავებდა. ეს ინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრიდან ამოიღო. საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიიჩნიეს, რომ მერის მიერ აშკარად ირღვეოდა კანონი, რაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა კომისია საკითხს სხვაგვარად მიუდგა. 8-წევრიანი კომისიის 5-მა წევრმა გადაწყვიტა, რომ მერს კანონი არ დაურღვევია. კომისიას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თავზარაშვილს დაავიწყდა, რომ შ.პ.ს-ს ხელმძღვანელი იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ კომისიის უმრავლესობამ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როცა მერი იმ კანონდარღვევაში გაამართლა, რომელსაც თვითონაც აღიარებს. ქორჩილავა აცხადებს, რომ მისი პარტია მერთან სამართლებრივ დავას სასამართლოში დაიწყებს.

საკრებულოს კომისიამ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაამართლა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

„ქართული ოცნების“ წევრი მარლენ ნადირაძე აცხადებს, რომ საკრებულოს კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, მერის ქმედებებში დარღვევა ვერ ნახა და ამიტომ ეს საკითხი არც საკრებულოს სხდომაზე გავა.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ ის შ.პ.ს-ს ხელმძღვანელი იყო 1996 წლიდან, მაგრამ კომპანია არანაირ ოპერაციას აღარ ახორციელებდა და გამორჩა მერად არჩევის შემდეგ „მარინის“ დირექტორის პასუხისმგებლობა მოეხსნა. კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ ხარვეზი უკვე გამოასწორა და შ.პ.ს-ს ხელმძღვანელის თანამდებობა ამა წლის ივნისის შუა რიცხვებში დატოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი განმარტავს, რომ გორის მერის ორ თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს კანონი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ ირღვეოდა და ამაზე შესაბამის ორგანოებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

საკრებულოს კომისიამ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გაამართლა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და შესაბამის სამსახურებს მერის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG