გორის მერიას „დემონების“ შერცხვა
„სამეფო უბნის თეატრის“ სპექტაკლი „დემონები“ მიუღებელი აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის. შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის „დემონებით“ დაიხურა გორში კომედიის ფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. რამდენიმე მაყურებელმა სპექტაკლი დროზე ადრე დატოვა, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. გორის მერი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სპექტაკლი გორის თეატრის მაყურებლისათვის მიუღებელი გამოდგა უცენზურო და პიკანტური სცენების გამო: „მამაკაცები და ქალბატონები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და შერცხვათ ერთმანეთის, ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული ამ სპექტაკლში“. დათა თავაძე „სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორი კი ამბობს, რომ სპექტაკლმა გორის თეატრში ანშლაგით ჩაიარა, გორის მაყურებელმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოვაცია არ დაიშურა და სპექტაკლი მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაიწუნეს: „ნათლად იკვეთება გარკვეული ჩარევის მცდელობა, თუ როგორი უნდა იყოს ფესტივალის პროგრამა, რა უნდა მოსწონდეს თეატრის მაყურებელს და რა არა“... „დემონების“ პრემიერა „სამეფო უბნის თეატრში“ 2018 წლის 23 მარტს შედგა. სპექტაკლის რეჟისორია მიხეილ ჩარკვიანი.
ეპიზოდები
-
მარტი 11, 2024
შვილი: გელა მთივლიშვილი
-
თებერვალი 24, 2024
უკრაინელი და რუსი პირისპირ
-
თებერვალი 22, 2024
დეპორტაციის ისტორია - დააბრუნებენ ქართველების ოჯახს ავსტრიაში?
-
თებერვალი 17, 2024
ბიძინა ბარათაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 13, 2024
გვინდა ვიცოცხლოთ - რას სთხოვენ ონკოპაციენტები სახელმწიფოს
-
თებერვალი 01, 2024
როგორ ამხილა ნინიამ უფროსი სამსახურში სექსუალურ შევიწროებაზე
დაწერეთ კომენტარი