გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეპიდკვლევების საფუძველზე, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ.
გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, იმ სოფლების ჩაკეტვა, სადაც 5 დადასტურებული შემთხვევაა, არ იგეგმება.
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ეპიდკვლევების საფუძველზე, დამატებით, 17 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში, რომელთაგან ერთი დადასტურებული შემთხვევაა. პირს, რომელსაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ ინფიცირებულთან“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.
გორის ჰოსპიტლის ინფიცირებული მედდის კონტაქტებიდან 80 პირი თვითიზოლაციაში რჩება.