Accessibility links

site logo site logo

გულგრილობის მუზეუმი - არ მიჰყიდოთ მოზარდებს ცივი იარაღი


სოციალური პროექტი „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ 9-10 მარტს რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის ეზოში, სამუზეუმო ფორმატში გადაინაცვლებს.

პროექტის მიზანია გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ.

9-10 მარტს, პირველი საშუალო სკოლის წინ მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს თორმეტი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლებიც თბილისის ქუჩებში შეძენილი სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღისგან დამზადდა.

თებერვლის ბოლოს, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა კლიპი, რომლის ავტორებიც, კრეატიული სააგენტო watergunz-ის წარმომადგენლები, შეეცადნენ, რომ მიექციათ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება იმ პრობლემის მიმართ, რომ დღეს ქალაქში რამდენიმე ათეული ობიექტია, სადაც არასრულწლოვნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყიდულობენ ბასრ საგნებს.

ასე მარტივად ხელმისაწვდომი ცივი იარაღი ბავშვებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია და 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ვიდეოს ავტორმა კრეატიულმა სააგენტომ watergunz-მა მცირე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, რომელშიც 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ, აღმოაჩინა, რომ ბასრი იარაღების შეძენა მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს პეტიციაც სახელწოდებით ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

პეტიციის მოთხოვნებია:

  • გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ.
  • სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია.
  • ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები.
  • ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთელობისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით.

შსს-ის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან 540 ბასრი საგანია ამოღებული. უწყების ინფორმაციითვე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მათ არ აღურიცხავთ არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის არცერთი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG