Accessibility links

site logo site logo

დათას ეზო


დათას ეზო
please wait

No media source currently available

0:00 0:07:56 0:00
28 წლის რუსთაველი დათა ცინცაძე ის კაცია, ვინც ერთ დღეს რუტინულ სამსახურს თავი დაანება და გადაწყვიტა ის ეკეთებინა, რაც უფრო ბედნიერს გახდიდა. ზუსტად ჯერ მხოლოდ ის იცოდა, რომ ბედნიერების განცდას მოუტანდა ბუნებასთან სიახლოვე, გარემოზე ზრუნვა და თავის ქალაქში რაღაცის შეცვლა.

ისე მოხდა, რომ, თითქოს სიმბოლურად, ყველაფერი მიწით დაიწყო. თავისი ეზოს მცენარეებისთვის კარგი ნიადაგი დასჭირდა და როცა სასურველი მიწა ვერ იშოვა, გადაწყვიტა თავად დაემზადებინა - პანდემიის ზამთარი ბიოლოგიის წიგნების კითხვასა და ქიმიური ელემენტების გადამეორებაში გაატარა და ნიადაგის წარმოებაც დაიწყო.

ნიადაგი რომ გაჩნდა, მერე რუსთავში წლების წინ დარგული კედრების გამრავლება გადაწყვიტა: ტყეპარკებიდან, სადაც უამრავი თესლი იყრება, ღვივდება, უკვე ამოსული პატარა კედრების ნერგები ნიადაგში გადააქვს და მსურველებს ასაჩუქრებს.

რუსთავში ერთ დღეს ურბანული მებაღეობისა და ჰუგელ კულტურის განვითარება ჯერ მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნების ასრულების გზად დათამ ბავშვები აირჩია - იმას, რაც თავად იცის, მათ ასწავლის და რისიც მართლა სჯერა, ის არის, რომ ვითარებას ისინი შეცვლიან. ისინი უკეთეს გარემოს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG