Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებები საოკუპაციო ხაზთან


65 წლის აკაკი მისირელი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. იგი შაბათს სოფელ ქერეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების მესამე შემთხვევაა. მისირელის გარდა, სოფელ ჯარიაშენში ელიზბარ მესტუმრიშვილი, ფლავისმანში კი თამაზ ილურიძე დააკავეს. სამივე ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცხინვალიდან. ადგილობრივი მოსახლეობა გამყოფ ხაზთან პოლიციელთა დამატებითი ძალების შეყვანას და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვს.

დაკავებები საოკუპაციო ხაზთან
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
გადმოწერა

დაკავებები საოპუპაციო ხაზთან

  • სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.
  • გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

ზოგიერთ სოფელში პოლიცია საოკუპაციო ხაზიდან მოშორებით დგას. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბოლო დროს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სოფლებში უპრობლემოდ გადმოდიან და ადგილობრივ მცხოვრებთა დასაკავებლად ჩასაფრებებს აწყობენ. გამყოფი ხაზის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პოლიციელებთან ერთად პატრულირების სიხშირე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც უნდა გაზარდოს, რათა რუსეთის მესაზღვრეები ასე თავისუფლად ვეღარ შემოდიოდნენ ქართულ სოფლებში.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ეს არის განგრძობითი ოკუპაციის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსაც უქმნის პრობლემებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეეების დაკავების სტატისტიკას ავრცელებს. სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG