Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“


ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული წიგნები“, რომელშიც, როგორც წესი, მშობლიური ლიტერატურის შედევრებზე ვსაუბრობთ, გთავაზობთ გადაცემას დანიელ ჭონქაძის ერთადერთ ლიტერატურულ ქმნილებაზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუაგულში „ცისკრის“ ორ ნომერში დაიბეჭდა, ვრცელ მოთხრობა „სურამის ციხეზე“. გადაცემის სტუმარია კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლევან კაკლიანი, რომელსაც მკითხველი საზოგადოება უკვე იცნობს მისი გადაცემებისა და შეხვედრების გამო. რა არის „სურამის ციხე“ - ტრადიციული მოთხრობა, მიკრორომანი, თუ მოულოდნელი მოდერნისტული ან პოსტმოდერნისტული ელემენტების შემცველი თხზულება მეცხრამეტე საუკუნის შუაგულში? როგორ მოატყუა ვარდუასთან ერთად მომავალი საბჭოთა ლიტერატურული მკვლევრები და კრიტიკოსები დურმიშხან წამალაძემ? რატომ ჰყვებიან ამ რომანს მორიგეობით ნიკო, სიკო, ალექსი და ლიბერალ-კნიაზი? რა ძალა აქვს უარყოფილი ქალის შურისძიებას? რატომ იყენებენ შურისძიებისთვის ქართველი ქალები, მედეადან დაწყებული, ვარდუათი დამთავრებული, მოღალატე მამაკაცის შვილებს? მსოფლიო ლიტერატურის რა კონტექსტში თავსდება დანიელ ჭონქაძის ქმნილება? რატომ ვერ შეიყვარა თავის დროზე ქართველმა ხალხმა ეს მშვენიერი მოთხრობა და რატომ იწყებს იგი თავის დამკვიდრებას ახლა, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში? - ყველა ამ და სხვა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG